10

40 8 1
                                    

რაღაც უცნაური გრძნობა მიპყრობს.არ ვიცი სად ვარ.აშკარად რაღაც რბილზე ვწევარ კომფორტულად და თავქვეშ ბალიშიც უნდა მქონდეს ამოდებული,რადგან კისერი კარგად მიდევს.შუბლზე ვიღაცის თითები მეხება,ჯანდაბა!ყინულივით ცივია.გამაჟრიალა კიდეც.თითქოსდა სასიამოვნო ძილბურანში ვარ გახვეული.

ზამთრის დილას რომ სახლიდან გამოხვალ და ცივი ჰაერი შემოგეფრქვევა სახეზე,ზუსტად ამ ცივი ჰაერის მსგავს რამეს ვგრძნობ შუბლთან ახლოს როცა გაყინული ხელები მეხებიან.თვალს ნელ-ნელა, სიფრთხილით ვახელ და ჩემი სახიდან ათი სანტიმეტრის მოშორებით მის სახეს ვხედავ.როგორც კი ამჩნევს რომ გამოვფხიზლდი,თბილად მიღიმის და თითებით ნაზად აგრძელებს შუბლზე ჩემი თმის ფერებას.მინდა რაღაც ვუთხრა მაგრამ არ ვიცი რა,
მხოლოდ ვუყურებ დაბნეული გამომეტყველებით.მას კი სახე უფრო ებადრება როცა ჩემს დაეჭვებულ,კითხვის ნიშნებით სავსე მზერას აწყდება.რა არის ეს?სიზმარი?ანდაც,წეღან რა მოხდა?

მუცელზე დაწყობილ ხელებს ფრთხილად ვწევ მაღლა და მისი სახისკენ ვაწვდენ.ამას როგორც ამჩნევს,უფრო ახლოს იხრება ჩემთან.თითებით ვეხები ცივ ლოყებზე.ისე ვიქცევი გეგონება უცხო პლანეტელს ვხედავდე.თითის ბალიშებით მის კანს შევიგრძნობ.არა!ეს არაფერს ამტკიცებს დანიელ!ვუმეორებ ჩემს თავს გონებაში.მას ხომ აქამდეც შეხებიხარ?მაგრამ მაინც,მაინც ძლიერ მსიამოვნებს რომ ჩემთან ასე ახლოსაა და ასეთი ხელშესახებია.

უეცრად ჩვენი უცნაური სიმყუდროვე ირღვევა როდესაც გვესმის როგორ ეჭიდება ვიღაც ძლიერად კარის სახელურს.ხელები მის სახეს მოვაშორე და ორივემ სინქრონულად შემოსასვლელისკენ გავიხედეთ.იგივე ბიჭმა შემოყო თავი,წეღან გვამს რომ მიაგორებდა საკაცით.

-დამთავრდა შენი შესვენება გაბი-უთხრა ჩემს თავთან მჯდომარეს მკაცრი ხმით-გეყოფა საჩკაობა.გამოუჩნდება მაგ ბიჭს პატრონი,თუ ცუდადაა სახლში წავიდეს-მის ხმაში სიმტკიცე შეინიშნებოდა.გაბრიელმა მხოლოდ თავი დაუქნია საპასუხოდ და ხელით ანიშნა დაგვტოვეო.მანაც პირუჩუმრად გაიხურა კარი.

Cloudy Grey 🔞Where stories live. Discover now