17

44 8 2
                                    


იმ ეზოში შესასვლელ არკას ვუახლოვდები,რომელიც დროის უმოკლეს მონაკვეთში გადაიქცა ჩემს სახლად.როცა იმ პატარა ოთახს ვქირაობდი დათოსთან ერთად,მაშინ ვერ წარმოვიდგენდი,რომ აქ ცხოვრება ასე მომეწონებოდა,რომ მეზობლები ასე გულთბილად მიგვიღებდნენ და დაუფიქრებლად გაგვიღებდნენ უმეტესობა მათგანი თავიანთი სახლის კარს.

მხოლოდ დროის ამბავია როდის აითვისებენ ყველა მსგავს ტერიტორიას თბილისში სხვადასხვა სამშენებლო კომპანიები.მათ ადგილას კორპუსები წამოიჭიმება და მერე,მხოლოდ ლეგენდად თუ დარჩება მომავალი თაობებისთვის იტალიური ეზოების ამბები ამ ქალაქში.აღარც კრახმალიანი თეთრეული იქნება თოკებზე,აღარც საერთო აივნები სადაც მაცხოვრებლები ერთმანეთის ყვავილებს უსხავენ წყალს ისე როგორც საკუთარს.

როგორც კი შიგნით შევედი ხალხის ზუზუნი დანიელის კიბესთან,მაშინვე უსიამოვნოდ მომხვდა თვალში.არა,ვიცოდი რომ ასე იქნებოდა,ზუსტად ამ სურათს ველოდი,უბრალოდ,ამ ხალხის და მათი დაღვრემილი სახეების დანახვამ კიდევ ერთხელ გამახსენა ის,რაც დათომ მითხრა ტელეფონზე როცა თავქუდმოგლეჯილი გამმოვარდი საავადმყოფოდან.

მე რომ შემნიშნეს,თვალიერება დამიწყეს უცნაურად.ცნობით ყველა მიცნობდა უკვე,უბრალოდ რა თქმა უნდა ის არ იცოდნენ,რა ურთიერთობა გვქონდა მე და დანიელს.მერე ალბათ ჩათვალეს,რომ სავსებით ნორმალური ამბავი იყო სამსახურიდან გამოვქცეულიყავი ჩემი მეგობრისთვის გვერდში დგომის გამოსახატად და უსიტყვოდ გამითავისუფლეს გზა.

კიბის ყოველი მომდევნო საფეხური იმაზე მაღალი მეჩვენებოდა ვიდრე წინა.თითქოდ საუკუნოდ გაიწელა მანძილი სახლში შესასვლელ კარამდე,რომელიც ღია იყო.სანამ შევაბიჯებდი ღრმად ჩავისუნთქე,მერე კი თვალი მომავლე იქაურობას.

მისაღებისკენ ავიღე გეზი და დერეფნიდანვე მომესმა ქალების ფუთფუთი.ოთახს ალაგებდნენ.უკვე თითქმის ყველაფერი გაემზადებინათ,ტელევიზორი შუშაბანდში იყო გამოტანილი,დიდ ტრილიაჟს რომელსაც თითქმის მთლიანად ეკავა მარჯვენა კედელი,თეთრი ზეწარი ჰქონდა ჩამოფარებული.მომეჩვენა,რომ განათებაც უფრო მკვეთრი და ბრდღვიალა იყო.ალბათ რომელიმემ ჭაღი გაწმინდა მეთქი,გავიფიქრე.სავარძლები კედელთან მიუდგამთ სხვა სკამებთან ერთად და ყავის მაგიდაც გაუტანიათ.მხოლოდ დივანს ვერ უშვრებოდნენ ძვრას,რადგან ზედ დანიელი იჯდა გაქვავებული.ცარიელი თვალებით ერთ წერტილს მიშტერებოდა და არაფერს ამბობდა.

Cloudy Grey 🔞Where stories live. Discover now