თავი მეექვსე: სურვილი

Start from the beginning
                                    

ჯონგუკი იცინის. ჯიმინი კი ლამის ბრაზისგან აფეთქდეს.

- შემომხედე, შენი აზრით ვგავარ ისეთ ადამიანს ვინც თავის მოკვლას ეცდება? თანაც ასეთი საცოდავი გზით.

- ჰა-ჰა რა სასაცილოა. - აჯავრებს ჯიმინი. - ესე იგი არ ხარ ასეთი, ხომ? - ჯონის ხელს მაღლა სწევს და სახესთან უტრიალებს. - ესე იგი, ესენი ჩემი ნახელავია, ხომ?

- ამას სხვა მიზეზები აქვს. - ცდილობს ხელი გააშვებინოს, მაგრამ ჯიმინს ძლიერად უჭირავს. - გამიშვი. - გამაფრთხილებლად ამბობს ჯონი, ჯიმინი ძალას ადუნებს და ხელს უშვებს.

- რატომ გააკეთე ეს.

- უბრალოდ ასე მინდოდა.

- რა სისულელეა, ჯონგუკ?

- სიმართლეს გეუბნები.

- კარგი, მაშინ, რატომ გინდოდა ასე?

- დაკითხვაა? - ცდილობს პასუხს გაექცეს. არ უნდა ჯიმინს მის შესახებ მოუყვეს.

- თუ გინდა ასე დაუძახე, მაგრამ არ მოგცემ უფლებას ასეთი რაღაცები აკეთო. მე შენ მჭირდები.

- გჭირდები? - უთუოდ უკვირს. - რისთვის? ხომ არ შეგიყვარდი? - დასცინის.

- რა სასაცილოა.

- ეს თემა დავხუროთ. საათის ცნობა იცი? ამ შუაღამისას ჩემთან რამ მოგიყვანა.

- დაჯექი. - დივანზე მიუთითებს.

- რა თქმა უნდა დავჯდები, ეს ხომ ჩემი სახლია.

- ხელი მაჩვენე.

- კარგი რა. უკვე ნახე ჩემი ხელი. ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული რომ ჩემი შრამები გაჩვენო.

- ჯონგუკ. ხელი. - არ ეშვება ჯიმინი.

- უცნაურად იქცევი. - "რატომ მოქმედებ ასე ძალიან ჩემზე" - ბოლო წინადადებას მხოლოდ გონებაში ივლებს და ხელს მაინც აწვდის. თითქოს დააჰიპნოზეს. თავადაც ვერ გაუგია ასე ახლოს რატომ მიუშვა. აქამდე ამის ნება არავისთვის მიუცია.

ჯიმინი ხელს ყურადღებით ათვალიერებს და ხედავს იმას, რისი დანახვაც არ უნდოდა.
ჯონგუკის მტევანზე მიბმულ წითელ ძაფს თვალით მიჰყვება, რომელიც საბოლოოდ მის ხელის მტევანს ეხვევა.

CRAVING 1260Where stories live. Discover now