— მორჩა დავიღალე, ეს ბოლოა!

მოთმინების ფიალა აევსო ელენას და გაბრაზებულმა შეაბიჯა ერთ-ერთ რესტორანში.

— გამარჯობათ მიმტანი ხომ არ გესაჭიროებათ?

პასუხი იცოდა, ამიტომ დიდი მონდომებით არც დალოდებია.

— დიახ, ეხლახანს გავათავისუფლეთ მიმტანი და თავისუფალი ადგილი გამოგვიჩნდა.

— რაა?

ყურებს ვერ უჯერებდა ელენა, ნუთუ სამსახური იშოვა.

— თუ თანახმა იქნებით რამდენიმე კითხვას დაგისვამთ.

ელენამ თავი გახარებით დაუქნია.

— დავიწყოთ სახელი და გვარი.

— ელენა კლარკი.

—კარგით მის კლარკ, რამდენი წლის ბრძანდებით?

— 19

— აქმადე სადმე გიმუშავით?

— იცით ცოტახანი დეიდას ვეხმარებოდი ყვავილების მაღაზიაში.

— როგორი ხასიათი გაქვთ?

— მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, მუშაობაც არ მეზარება, მაგრამ ვერ ვიტან უსამართლობა და მზად ვარ  მივიღო კრიტიკაც თუ ეს კრიტიკა სამართლიანია.

ძალიან კარგი მის კლარკ, თქვენ ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, მაგრამ არ გვინდა ვიჩქაროთ ამიტომ 1 თვით  გამოსაცდელ ვადას მოგცემთ დავაკვირდებით თქვენს მუშაობას და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

— უკაცრავად მაგრამ ხელფასი მაინტერესებს.

— სულ დამავიწყდა, ხელფასი ყოველ თვიურად 800 დოლარი, მაგრამ ამას დაემატება თქვენი ჩაი.

— კარგით მადლობა. და როდიდან დაიწყება ჩემი სამუშაო დღე და როდის დასრულდება?

— იცით ეს უფრო ღამის რესტორანია და 7- ის მერე დაგვჭირდებით ღამის 2 საათამდე, შემდეგ კი შეგცვლიან.

— და როდიდან ვიწყებ?

— ხვალიდან დავიწყოთ.

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now