თავი მეოთხე: სისხლიანი მთვარე

Start from the beginning
                                    

- არა, ვერ იქნება.. მოდი, ჯერ იოჰას მივხედოთ, კარგი? მთლიანად მასზე კონცენტრირდი.

- ხო, რა თქმა უნდა. - პაკი გონზე მოსვლას იწყებს და თვალებიც ჩვეულ ფერს უბრუნდება. - ჯონგუკი გარეთაა.

- მას მე მივხედავ, შენ იოჰასთან წადი.

- კარგი.

**

იუნგი გარეთ გადის, მაგრამ ჯონგუკს ვერსად ხედავს. მოსაწევ ადგილებს ათვალიერებს, მაგრამ იქ არავინაა.

- ჯანდაბა! - კედელს ხელს ურტყამს და დარბაზში ბრუნდება.

გასახდელში შედის, მაგრამ ჯონგუკის გარდა იქ ყველა შესაძლო მოკრივეა.

- სად გაქრა ასე უცებ.. სუნსაც კი ვერ ვგრძნობ..

**

ჯიმინი იოჰას კაბინეტისკენ იწევს, რომ მდგომარეობა შეამოწმობს, მაგრამ კართან ჩერდება. ის სამ განსხვავებულ სუნს გრძნობს. იქიდან ერთი ზეპირად იცის, ის ჯონგუკისაა..

კარს წიხლს ურტყამს და შიგნით შედის.

- რა ჯანდაბაა, პაკ?! - უყვირის ჯონგუკი.

- აქ რას აკეთებ. - ფრთხილად სვამს კითხვას პაკი.

- წინა გამოსვლაზე ჩვენიანი დაშავდა და მოსანახულებლად მოვედი. შენ რა გჭირს, რატომ შემოამტვრიე კარი?

- ის მკვდარია, ჯონგუკ! - მიუთითებს ბიჭზე. - ახლავე უნდა გახვიდე აქედან!

- რა სისულელეს.. - ასეც ვიცოდი, შენ არ ხარ ადამიანი! - ჯონგუკს საუბარს კიმი აწყვეტინებს, რომელიც უკვე გარდაქმნილია და მისი ხმაც შეცვლილია. მისი სხეული თანდათან შავდება და გვამს ემსგავსება, თვალები უწითლდება და ეშვები უჩნდება.

- ეს ცუდია.. ახლავე გაეთრიე აქედან, ჯეონ ჯონგუკ!! - ყვირის პაკი.
ჯონი ნანახისგან შოკშია და წამით ქვავდება.

- ეს რა სირობაა.. - კიმს უყურებს და ცდილობს რაიმე ახსნა მონახოს.

- ის მოგკლავს! გითხარი რომ ახლავე გასულიყავი აქედან!!

ამთვრებს თუ არა ჯიმინი საუბარს, კიმი ჯონგუკს ხელს უქნევს და მუცელთან კაწრავს სამი კლანჭით. ამასობაში კარს იუნგი აღებს. ჯიმინი თვალით ანიშნებს ჯონგუკზე, ის ხელს ავლებს, თვალებში უყურებს, ეუბნება რომ დაიძნოს, ჯონგუკი ემორჩილება და ითიშება.

CRAVING 1260Where stories live. Discover now