ელენას დეიდას სიტყვები გულზე ძალიან მოხვდა, სიამოვნებით დარჩებოდა მაგრამ ავტობუსზე აგვიანდებოდა საყავრელი დეიდა გულში ძლიერად ჩაიკრა და ბორბლებიანი ჩემოდნით გზას გაუყვა.

სადგურში მისულს, ელენას მშობლები გაახსენდა, თუ რას იტყოდნენ ეხლა ისინი? მოიწონებდნენ ელენას გადაწყვეტილებას თუ პირიქით ეწყინებოდათ? ეგ არავინ იცოდა ამიტომ ელენამ გზა გააგრძელა, დიდ  წითელ ავტობუსში ავიდა, ყურსასმენებში მუსიკა ჩართო, თავი ფანჯარას მიადო და ფიქრების ზღვაში გადაეშვა. ჩაეძინა. უეცრად მხარზე ხელის შეხება იგრძნო და თვალები უმალ გაახილა.

- დიახ...

თვალები მოიფშვნიტა.

- არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ მინდოდა მეკითხა, შეიძლება აქ რომ დავჯდე?

ელენას სიმპათიური, მომხიბვლელი და შესანიშნავი ბიჭი წასდგომოდა თავზე, მაგრამ რა გასაკვირი რომ ელენას არ მოეწონა მეტიც ნორმალურად არც შეუხედავს, თავი დაუქნია და ძილი განაგრძო.

- მესამე გაჩერება სანფრანცისკო!

ელენა თვალები დაჭყიტა და სკამიდან საოცარი სიჩქარით წამოდგა.

- რაა?

მთელი ავტობუსი ელენას მისჩერებოდა.

- ყველაფერი რიგზეა?

მძღოლმა ავტობუსი გააჩერა.

- არა, არა, არაა.

ელენა დაფაცურდა, ზემოდან ზურგ-ჩანთა ჩამოიღო და მძღოლთან მივარდა.

- ბატონო კალოფორნიაში პირველად ვარ, ლოს ანჯელესში უნდა შავსულიყავი და სანფრანცისკოში ვარ გთოხვთ მითხარით საიდან უნდა წავიდე.

ელენა კინაღამ ატირდა, მძღოლს ძალიან შეეცოდა და თბილი ხმით მიუგო.

- ახალგაზრდავ ქუჩის მოპირდაპირედ ტაქსების სადგომია, იქ მიდით და ტაქსისტს ჩემი სახელი და გვარი უხსენეთ, იქ ყველა მიცნობს და პატივს მცემენ, უთხარით სად გინდათ წავსლა და იქ ჩაგიყვანენ.

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now