ეპილოგი

438 19 14
                                    

*ორი კვირის შემდეგ*
ლუკა:ხომ იცი ხვალ ყველაზე ლამაზი შენ იქნები
მითხრა ლუკამ და კისერში ნაზად მაკოცა
ლიკა:ნუ აფერისტობ
ვუთხარი და გავიცინე
ლუკა:აკიმ ლიზის რა ელაპარაკა?
ლიკა:არ არის შენი საქმე
ვუთხარი გადაჭრით
ლუკა:ეეე როგორ არ არის რაღაცას შეუთანხმდაო ასე მითხრა საბამ
ლიკა:მომისმინე ხვალ გაიგებ ქორწილში ხო?
ლუკა:ხო იცი არ მიყვარს ასეთებიიი...
ლიკა:და შენ არ გიხარია ხვალ რომ ბავშვის სქესს გავიგებთ?
ლუკა:კი მაგრამ როდის ვასწრებთ სქესისი გაგებას
ლიკა:დილით ადრე მივიდეთ
უცებ კარის ხმა გაისმა და საბა და ლიზი შემოვიდნენ
ლუკა:ოხ წყვილი მოსულა
ლიზი:რაღაც საქმე გვაქვს თქვენთან
ლიკა:გისმენთ!
ლიზი:ესეიგი რახან თქვენ ხვალ იგებთ ბავშვის სქესს მინდა რომ არ კითხოთ ექიმს სქესი ჩვენ ვკითხავთ და ქორწილში ტორტს რომ გავჭრით შიგნით თუ ვარდისფერი იქნება ესეიგი გოგოა თუ ცისფერი ესეიგი ბიჭი!
ლიკა:ეეე რა კარგი აზრია ხო ეგრე ვქნათ
ლუკა:მე ქორწილავდე ვერ მოვიცდი ქორწილში ტორტს საღამოს გაჭრით და მანამდე ვერ უნდა გავიგო ბიჭი იქნება თუ გოგო?
ლიზი:აუ ლუკაა კაი რა მოითმენ
საბა:მეც ძაან მომეწონა ეს აზრი
ლიკა:ხო კარგი იდეაა
ლიზი:უი გოგო ახლა უნდა გავიქცეთ ჩემი კაბა სად დავტოვე არ მახსოვს
უცებ გავარდნენ გარეთ და ისევ მარტო დაგვტოვეს
ლუკა:აუუუ ამ მოცდას ვერ ვიტან
ლიკა:კაი რა ხვალ ამ დროს უკვე გეცოდინება
ლუკა:მე არ მაქ ამხელა მოცდის ძალა
ლიკა:მე ხომ მიცდიდი ხოდა ახლა შვილსაც დაუცადე
ვთქვი სიცილით
ლუკა:წამო დავიძინოთ მაინც იქნებ მალე გათენდეს!
ლიკა:წამოდი
ოთახში ავედით და ძლივსძლიობით დაიძინა ლუკამ მთელი ღამე ფართხალებდა ჩემი შვილი მაინტერესებს გოგო იქნება თუ ბიჭიო

*დილით*
ლუკა:ლიკა რა ვეღარ გაემზადეე!
ლიკა:აი გამოვდივარ
ვთქვი და წითელი ლამაზი ელეგანტური კაბით გავედი ოთახიდან ლუკა იქით იყურებოდა და როცა შემომხედა თვალები შუბლზე აუვიდა
ლუკა:ვაიმეე... შენ გინდა გულის შეტევა დამემართოს?
მითხრა და გულზე ხელი დაიდო
ლუკა:ლიკა დღეს მთელი დღე ასე უნდა იყო და მე გიყურო?
ლიკა:დიახ!
ლუკა:ხოდა წინასწარ გამოუძახე სასწრაფოს გულის შეტევაზე
ლიკა:ნუ მაიმუნობ წავედით
ჯერ ეხოზე ვიყავით და ლიზი წამოგვყვა ექიმმა მას უთხრა სქესი ლუკა კი ცდილობდა მათთვის მოესმინდა მაგრამ არ გამოუვიდა...
მერე დარბაზში წავედით უკვე ხალხი იყო შეკრებილი აკის შევატყვე ძალიან ღელავდა
ლიკა:აკი შენი ქორწილი კი არ არის რა განერვიულებს
აკაკი:შენც ხომ იცი რაც
ლიკა:ხო ვიცი მაგრამ ნუ ღელავ!
აკაკი:შენი აზრით რას მეტყვის?
ლიკა:კის გეტყვის სხვა რა უნდა გითხრას?
აკაკი:მაინც ვღელავ ნეტა ლიზის ახსოვს რაც ვუთხარი?
ლიკა:ახსოვს!
აკაკი:კარგი იქნებ დავმშვიდდე
მე ისევ ლუკასთან დავდექი ის პატარა ბავშვივით ელოდა ბავშვის სქესს რომელიც ჯერ ადრე იყო საბამ და ლიზიმ უკვე ხელიც მოაწერეს და ახლა ლიზის თაიგული უნდა ესროლა ნინი გოგოებთან ერთად იდგა მაგრამ არ ცდილობდა დაჭერას რადგან სხვები მასზე მაღლები იყვნენ უეცრად ლიზიმ თაიგული არ ისროლა მასთან ახლოს მდგომ აკის მისცა აკიმ კი სვლა ნინისკენ დაიწყო მასთან ჩაიმუხლა და ბეჭედი ამოიღო თაიგული კი გაუწოდა
აკაკი:მზად ხარ გახდე ჩემი ცოლი და ვიყოთ მუდამ ერთად მთაწმინდიდან ვუყუროთ თბილისსის ხედს და ისევ დავინახოთ ის განათებული ეშმაკის ბორბალი!
ნინის შოკი შევნიშნე უბრად გაოცება და სიცილი ერთად დასთამაშებდა სახეზე მერე კი თქვა
ნინი:თანახმა ვარ!
აკიმ ბეჭედი გაუკეთა და ისე ჩაეხუტა გოგონა ისე მოდუნდა შემეშინდა არ წაქცეულიყო
ლუკა:ამას მიმალავდით ხოო
გახარებულმა მკითხა ლუკამ
ლიკა:იქნებ არ გაგხარებოდა
სიცილით ვუთხარი
ლუკა:სულელი ხარ!
ლუკა:ტორტს მალე გაჭრით?!
უცებ გასძახა ლიზის და საბას მათ კი თავი დაუქნიეს და თქვეს ახლაო
ტორტი შემოიტანეს ხალხის ოვაცია ხელის თხოვნაზე ჯერ კიდევ არ წყდებოდა უცებ ლიზიმ და საბამ ხელში ერთად დაიჭირეს დანა და ტორტი გაჭრეს ლუკა იმის მიუხედავად რომ ასე ელოდა მომენტს თვალებზე ხელები ქონდა აფარებული ხალხის ტაში ახლა უფრო მეტად ისმოდა როცა ტორტის შიგნით მყოფი ფერი გამოჩნდა ჩვენი კუთხიდან არ ჩანდა ამიტომ ჩქარა მივირბინეთ ტორტთან და...
ლუკა:გოგოააააა
უცებ წამოიყვირა ლუკამ და ხელში ისე ამიტაცა ვერც მოვასწარი გააზრება
ლუკა:ჩვენი პატარა გოგოაააა!!!
გახარებული სახე სულ აწითლებული ქონდა ასე იცოდა ხოლმე ძალიან ბედნიერი როცა იყო ჩვენი პატარა გოგო მალე მოევლინებოდა ქვეყანას და ზუსტად ვიცი ამ მომენტში ყველა ვინც კარგად გვიცნობდა და თვითონ ჩვენც იმაზე ვფიქრობდით თუ როგორ გადაიქცა ერთი ფიქტიური ქორწინება ამხელა ამბავად და ჩვენს გარდა ორი ოჯახი შექმნა და ასევე ერთი პატარა გოგონა წარმოშო რომელიც 6 თვეში მოევლინება სიცოცხლეს ყველას ბედნიერი სახეები ბოლოს ეს იყო ეს იყო ჩვენი ისტორიის დასასრული მაგრამ ახალი დასაწყისი ყველა დასასრული ხომ რაღაცის დასაწყისია ხოლო ჩვენ ყველას სხვადასვა ეტაპი გვქონდა მაგრამ მაინც ყველა ბედნიერი ვიყავით ამ მომენტში!
______________________________________დასრულდა ჩვენი ფიკი და ახალსაც დავიწყებ მალე😘❤️💙💙

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 28, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიყვარული შემცვლის💙🌹Where stories live. Discover now