34 ნაწილი

286 17 2
                                    

*2 თვის შემდეგ*
ლიკა:ლუკა დღეს ეხოზე უნდა წავიდეთ იცოდე არსად გაიძურწო!
ლუკა:ლიკა რას მაბრალი ახლა სად მიშვებ ხოლმე ეს დღეები ისე აჭუჭყუნდი მაღაზიაშიც არ მიშვებ!
ლიკა:რა გინდა ახლა შენ რომ თქვა რომ ცუდი ვარ?
ვთქვი და ცრემლები გადმოვყარე მერე კი თავი საცოდავად ჩავხარე სამზარეულოში მყოფი ლუკა წინსაფრით მოვიდა ჩემთან და ხელები შემომხვია მერე კი მთელი სახე დამიკოცნა
ლუკა:ლიკა ეგ არ მითქვამს ჩემო სიცოცხლე შენზე უკეთესი ჩემს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა და ამაზეც
თქვა და მუცელს მოეფერა
ლიკა:მართლა?
ლუკა:რათქმაუნდა ჩემო პრინცესა რას ამბობ მე მთელი გულით მიყვარხარ ხომ იცი!
ლიკა:ვიცი დღეს 4ზე იქ ვიქნებით ხო?
ლუკა:კიი
ლიკა:რაღაც დაწვის სუნია
ლუკა:ვაიმე ბლინი
უცებ გავარდა ლუკა სამზარეულოში მე კი ამ სიტუაციაზე გამეცინა მალევე კარის ხმა გაისმა მე ავდექი და გავაღე
საბა:ვაა ლიკა და პატარა როგორ ხართ?
ლიკა:ჩვენ კი კარგად ვართ მაგრამ ლიზი სად არის?
საბა:ლიზიზე უნდა გელაპარაკოთ ზუსტად
ლუკა:აბა რა ხდება
დიდი საინით ხელში გამოვიდა ლუკა სამზარეულოდან საინზე შესანიშნავად გამომცხვარი ბლინები ეწყო
საბა:შეითვისე მზარეულობა🤣
ლუკა:ეჰ გახდები ქმარი და გაიგებ!
ლიკა:გადმომაბრალა ახლა
თვალები დავუბრიალე
საბა:ახლა რა ხდება არ მიყვარს ეს მიკიბლ მოკიბვა და პირდაპირ გეტყვით მინდა ლიზის ხელი ვთხოვო
ლიკა:რააა?
ლუკა:ეს რომ ასე მალე არ ხდება ხოლმე
საბა:გინდა თქვენი სიტუაცია გავიხსენოთ?
ლუკა:ხმას არ ვიღებ
ხელები აღმართა ლუკამ
საბა:და რამე მომაფიქრებიეთ!
ლიკა:მე მაქვს კარგი იდეა.
საბა:გისმენ
ლიკა:ბანალურად არ მოეწონება ხელის თხოვნა ამიტომ რამე ორიგინალური უნდა მოვიფიქროთ ხოდა ეგეთი მე ვიცი
საბა:ხოდა თქვიი!
ლიკა:თბილისის ზღვა გამოდგება ყველანი იქ წავიდეთ ვითომ გასართობად და იქ თხოვე ხელი ასეთი რაღაც გააკეთე ქვიშა ხომ არის იქ ხოდა მაგ ქვიშაზე დაწერე ცოლად გამომყვები? ჩაიმუხლები მაგრამ ეს როცა უკვე შენც გაიმეორებ ამ სიტყვებს
ლუკა:არა მე უკეთესი იდეა მაქვს რესტორანში დაპატიჟე და ნამცხვარში ჩაუდე ბეჭედი!
ლიკა:ეგ ისეთი ხამია იმასაც შეჭამს!
საბა:აუ სერიოზულად მოეკიდეთ რააა!მართლა აღარ შემიძლია უკვე ლიზი უნდა მოვიყვანო ცოლად თორემ გავაფრენ!
ლუკა:ამას დამიხედეთ თუ ჩვენი იდეები არ მოგწონს დაურეკე აკაკის იმდენი ორიგინალური სურპრიზი მოუწყო უკვე ნინის ბოლომდე აქ ჩემთვის გადაჯოკრილი პრემიაზე გადის!
საბა:ეგ კარგი იდეაა
საბა უცებ წამოხტა და ტელეფონი აიღო
საბა:აკი ახლა ახლოს ხარ ლუკას და ლიკას სახლთან?
საბა:კარგი შესანიშნავი მაშინ ორივე მოდით.
თქვა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო
ლიკა:რა გითხრა
საბა:ნინიც ჩემთან ერთად არი და მალე მოვალთო...
მალევე კარზე ხმა გაისმა და საბამ კარი დააღო
ნინი:აბა როგორ ხართ მონატრებულო ხალხო
გვითხრა და ორივეს გადაგვეხვია
აკაკი:აბა რა მოხდა საბა.
საბა:უნდა დამეხმარო ძმაო ლიზის ხელი უნდა ვთხოვო და რამე მომაფიქრებინე!
აკაკი:ესეიგი დააფასეთ ჩემი კრეატიულობა
ნინი:ამ ბოლო დროს ვატყობ ეს ძაან ნარცისი გახდა!
აკაკი:ნინი უნდა შეეგუო რომ შესანიშნავი შეყვარებული გყავს
საბა:კარგი რამე მომაფიქრებიეეე!
აკაკი:კარგი მოვიფიქრებ
ორ წუთიანი დუმილის შემდეგ ხმა ისევ აკიმ ამოიღო
აკაკი:აუუუ ისეთი რამე მოვიფიქრე მეშინია რომ ვთქვა რომელიმე საქორწინო ბიურომ არ მიისაკუთვროს!
თქვა აჟიტირებულად და საბას მხარი გაკრა
საბა:ჰაა თქვიი!
აკაკი:მარტივი გეგმაა ესსეიგი ლიზის კორპუსის სახურავიდან თბილისსის ლამაზი ხედი იშლება რადგან მაღალია ეს სახურავი ხოდა მაგ სახურავს მორთავ ვარდის ფურცლები და რომანტიკა რაა მერე სურნელოვან სანთლებსაც დაამატებ შესანიშნავი იქნება და მუსაკასაც ჩართავ რომანტიკულს და ბოლოს ძირს ფერადი ცარცენით დიდი ასოებით დააწერ "will you marry me?" მერე კი ჩაიმუხლები და ბეჭედს ანახებ ეს გეგმაა
საბას სახე აენთო ეტყობოდა გეგმა მოეწონა
საბა:კარგია მაგრამ მინდა რომ ხვალ ვთხოვო ხელი ხვალ საღამოს და მოვასწრებ?
ნინი:ჩვენც მოგეხმარებით
ლიკა:მე ვერა ორსულად ვარ
ლუკა:ვერც მე ორსული ცოლი მყავს
ლიკა:ახლა ეგ რა შუაშია რატო ხარ ზარმაცი?
ლუკა:აუუ კაი ხო მივეხმარები
საბა:მაშინ მე წავედი და ხვალისთვის უკვე ყველაფერი მზად იქნება!
საბა წავიდა
ლიკა:ეხოზე უნდა წავიდეთ ლუკა!
ლუკა:კაი წამო
უცებ წამოხტა და კარისკენ წავიდა
ლიკა:ნინი და აკი თქვენც წამოდით
ვუთხარი წყვილს რომლებიც ამ დროის განმავლობაში ყურადღებას არ გვაქცევდნენ
ნინი:აა...ჰა....აა ხო წამოვალთ
ისინიც უცებ წამოდგნენ და გარეთ გავედით.

სიყვარული შემცვლის💙🌹Where stories live. Discover now