𝑷𝒂𝒓𝒕<19

Start from the beginning
                                    

-გილოცავ დაბადების დღეს სეიონ...

-ჯ..ჯონგუკ?(სნ)

-ჰმ? მე ვარ(ჯკ)

-ეს...შენ გააკეთე?(სნ)

-კი.. არ მოგწონს?(ჯკ)

ჯერ კიდევ შემოხვეულები ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.

-....ძალიან ლამაზია ჯონგუკ მადლობა!(სნ)

სეიონი შემობრუნდა და ჯონგუკის სახეს პირისპირ დაუდგა. ჯონგუკს გული ოდნავ აუჩქარდა და გაიღიმა.

-მიხარია თუ მოგეწონა (ჯკ)

-არ მეგონა....(სნ)

-რა არ გეგონა?(ჯკ)

-ჯონგუკ...5 წლიდან დაბადების დღეს არ ვიხდი...ახლა კი...ასე მოულოდნელად...შენ.. აჰჰ! (სნ)

-რატომ არ იხდიდი დაბადებისდღეს?(ჯკ)

-ალბათ არ იცი... არ მქონია იოლი ცხოვრება... არავის ვუყვარდი და არავინ ზრუნავდა ჩემზე...რთული იყო ჯონგუკ...(სნ)

სეიონის თვალებიდან მლაშე სითხემ იფეთქა. ჯონგუკს მკლავებიდან დაუსხლტა და საწოლის კუთხესთან ჩაიჩოჩა. არ უნდოდა ეტირა,თუმცა თავს ვერ იკავებდა.

ჯონგუკიც უმალ მივიდა გოგოსთან და ხელები შემოხვია. ამშვიდებდა და სანუგეშო სიტყვებს არ იშურებდა. იგი ხვდებოდა, რომ სეიონს ძალიან დიდი ტკივილი ჰქონდა გამოვლილი და ბოლო პერიოდს ჯონგუკიც იყო მისი ამ დიდი ტკივილის მიზეზი.

-სეიონ (ჯკ)

-ჰო(სნ)

-წამოდი დაბლა ჩავიდეთ ისინი გველოდებიან(ჯკ)

-კაი(სნ)

სეიონი და ჯონგუკი მისაღებ ოთახში გავიდნენ. ჯონგუკს გული გამალებით უცემდა, რადგან სულ თავისი ჩანაფიქრის, რეალურად ახდენა მოუწევდა.

სეიონი კი იმდენად დიდ ბედნიერებას გრძნობდა, რომ ლამის იყო ეტირა, ეყვირა. ყველაფერს გააკეთებდა ოღონდ ეს ბედნიერი წუთები ბოლომდე დარჩენოდა მასთან.

ჩასვლისთანავე სეიონს ჩამქრალი შუქები დახვდა. ფარდები სულ ჩამოფარული იყო და ეს ყველაფერი ღამის იმიტაციას ქმნიდა. ერთ ხანს ისიც კი იფიქრა: "ჯონგუკის მოგონილი ხომ არაა და ისევ ღამეაო" მაგრამ როცა ნათურები აინთო...სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ეს მისი ფავორიტი დაბადების დღე იყო.

𝖧𝖺𝗍𝖾 𝗈𝗋 𝖫𝗈𝗏𝖾?|𝖩.𝖩𝖪Where stories live. Discover now