𝑷𝒂𝒓𝒕<3

1.5K 74 3
                                    

Jimin's pov:

სახლში ზედმეტად დაღლილი მივედი, რადგან მთელი 4 საათი მერხების და ოთახების დალაგებას მოვუნდით. იუნგი სადღაც მიწაში გაქრა და სანგჰეც თან წაიყოლა ალბათ. ოჰ, მინ იუნგი... რაღაც ძაან საეჭვოდ იქცევი. ნუ კარგით რომ დაბრუნდება ყველაფერს დაწვრილებით მოვაყოლებ.

მთელი დღე კონგუკს და სეიონს პირი არ გაუჩერებიათ ნუთუ არ ოღლებიან? ერთმანეთს ისე ვერ იტანენ როგორ კატა და ძაღლი. სულ ჩხუბობენ. ჯონგუკს რაღაც მიზანი აქვს, ამას ვხვდები. უკვე დიდი ხანია იუნგის და ჯონგუკს ვიცნობ, ამიტომ მათი მიზნების ამოცნობას დიდი დრო არ სჭირდებათ. იუნგიზე რა ვთქვა?... თუ მალე არ მობეზრდა ადამიანი კარგი იქნება. შეიძლება ახლა ამოიჩემოს და ვიღაცას გადაეკიდოს, თუმცა მეორე დღეს მობეზრდეს რას გაიგებ? აი რაც შეეხება თვით ჯეონს ის... ის... უბრალოდ რასაც უნდა ყოველთვის იღებს, თუმცა დანამდვილებით ვერ მოგახსენებდთ რომ ამჯერადაც ასე მარტივად მიიღებს იმას რაც სურს.

უნივერსიტეტის გოგოები პირდაღებულები უყურებენ ყოველთვის. ლამის დორბლები ჩამოსცვივდეთ, მაგრამ სეიონი სულ სხვაა. რატომღაც სხვებისგან რადიკალურად განსხვავდება. ყველა გოგოს სურს ჯონგუკს ჩამოეკიდოთ, თავი მოაწონონ და იხმარონ, მაგრამ სეიონს ეს ვაფშე არ ადარდებს. ვფიქრობ ესაა ერთადერთი ფაქტი რამაც ჯონგუკის ინტერესები გამოიწვია მის მიმართ. ჯონგუკს და იუნგის საკუთარი ძმასავით ვუყურებ, ამიტომ მე მათ შესახებ ყველაფერი ვიცი. დრო მოვა, ალბათ თვითონაც გაერკვევიან თავიიანთ გრძნობებში და მერე მეტყვიან.

ამდენი ფიქრისგან დაღლილი თავი დავდე ჩემს თეთრ, ფუნფულა ბალიშზე და ვეცადე დამეძინა, თუმცა ერთი ადამიანი არ ტოვებდა ჩემს თავს, ფიქრებს და გონებას. ეს ლეა იყო...

Autor pov:

შუგამ სანგჰე თავის სახლში მიიყვანა. გოგონა გაოცებული იყო ბიჭის სახლით, რადგან მართლაც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა ის. ალბათ შიგნითაც არაჩვეულებრივი იქნებოდა.

𝖧𝖺𝗍𝖾 𝗈𝗋 𝖫𝗈𝗏𝖾?|𝖩.𝖩𝖪Where stories live. Discover now