𝑷𝒂𝒓𝒕<15

1.2K 67 31
                                    

-რა?! რა ჯანდაბას ამბობ?! (ჯკ)
მთელი ძალით ყვიროდა ჯონგუკი.

-იმას, რომ სეიონი არ მაინტერესებს და საერთოდ თავი დამანებეთ! სეიონმა არც იცის რომ ცოცხალი ვარ მას გონია მოვკვდი და ეს ფაქტი ძალიან მახარებს! ახლა კი კარგად!(ჯსგ)
თქვა თუ არა მაშინვე გათიშა.

ჯონგუკის სახეზე ცრემლები დასრიალებდნენ. ამდენი ხანი...ამდენი ხანი მის სახეზე ცრემლი არავის შეუნიშნავს და დღეს ჯეონ ჯონგუკი დგას და ცრემლებად იღვრება.

ჰოსოკიც არანაკლებ გაკვირვებული იყო, რადგან ჯონგუკის სახეზე ცრემლი არასდროს შეუმჩნევია.

ჯეონი დუმდა... მხოლოდ მისი ქვითინის ხმა ისმოდა. ანუ...მან არასწორი ადამიანი აირჩია, არასწორ ადამიანს ატკინა და გაუმწარა სიცოცხლე. თავის თავს სწყევლიდა, რომ სანამ ნაბიჯს გადადგამდა არ დაფიქრდა და გაანალიზა.

"მიყვარს"

ერთადერთი რამ, რაც გონებაში ამოუტივტივდა ეს სიტყვა იყო. ეშინოდა...ჯეონს სიყვარულის ძალიან ეშინოდა, რადგან ყველა საყვარელი ადამიანი დაკარგა, მაგრამ არ დაუშვებდა! არ დაუშვებდა ჯეონ ჯონგუკი მინ სეიონი დაეკარგა! ის იბრძოლებდა მისთვის და ყველანაირ დაბრკოლებას გადაიტანდა ოღონდ მისი სეიონი კარგად ყოფილიყო.

-ჰოსოკ! (ჯკ)
წამოდგა ჯონგუკი, ცრემლები უხეშად მოიწმინდა და უთხრა.

-სასწრაფოდ შუგას და ჯიმინს შეატყობინე ამ საავადმყოფოში მოვიდნენ! გოგოებთან ერთად! (ჯკ)

-ო? კარგი ძმაო, კარგი (ჰსკ)

ჰოსოკი გვერდით გადის რომ ჯიმინს და შუგას შეატყობინოს. ჯონგუკი კი იქვე ჩამოჯდა და შუშის ფანჯრიდან სეიონის სხეულს აკვირდებოდა, რომელიც უძრავად იწვა ცივ პალატაში.

ნახევარ საათში შუგა,ჯიმინი, სანგჰე და ლეა საავადმყოფოში გაჩნდნენ.
ლეამ და სანგჰემ იციან რაც გადახდა სეიონს თავს. თავჯდან ჯონგუკის მოკვლა უნდოდათ. სანგჰე იმასაც ფიქრობდა, რომ ჯონგუკი გაეტყავებინათ და ჰოლისთვის ეჭმივნა. ჰოლი შუგასი და სანგჰეს ახალი წევრია, რომელიც ძალიან საყვარელი ძაღლია.

𝖧𝖺𝗍𝖾 𝗈𝗋 𝖫𝗈𝗏𝖾?|𝖩.𝖩𝖪Where stories live. Discover now