𝑷𝒂𝒓𝒕<10

1.2K 54 11
                                    


სინანული? შიში? გაოცება? ნამდვილად არ ვიცით რას გრძნობდა ჯონგუკი ახლა. თითქოს ყველა ემოცია აისახებოდა მის ბროლის სახეზე.

-სეიონ! სეიონ! გამოფხიზლდი! გაგიჟდი?! (ჯკ)
ბიჭი სწრაფად მივარდა სეიონს და თითქმის ფერდაკარგული ამოიყვანა ჯაკუზიდან.

გარეთ გაიყვანა და საწოლზე დააწვინა. გაამშრალა და საღამურები ჩააცვა. მაგრამ რატომ?

რატომ მოიქცა ჯეონი ასე? რატომ შეშინდა, როცა გოგო ასე ნახა? პასუხი თვით ჯონგუკსაც არ გააჩნია...

თბილად საწოლში ჩააწვინა და ოთახი დატოვა.

ჯეონი შევიდა თავის შავ-თეთრ ოთახში, სადაც არავინ არ შეჰყავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სასახლე მთლიანად ჯონგუკს ეკუთვნის თავის ოთახში არავის უშვებს. თითქოს იქ ისეთი რაღაც იმალება, რაც არ უნდა რომ სხვამ იცოდეს. არც არავინ ეწინააღმდეგება. ნუ ვინ შეეწინააღმდეგება მაფიის მომავალ ლიდერს? მართალია, არც არავინ!

თავის ამოუცნობ ნივთს თვალი შეავლო, გაიხადა ტანსაცმელი და ჩაწვა ლოგინში. ფიქრი, ფიქრი და ისევ ფიქრი... სეიონი, სეიონი და ისევ სეიონი...

_________

დილაა. წვიმს. ფანჯრის რაფაზე ტყაპა-ტყუპით ეცემიან წვიმის წვეთები, რაც სეიონის გამოღვიძებას იწვევს. გაახილა გოგომ თვალები და ფანჯარაში გაიხედა. იქ ლამაზი ჩიტი იჯდა. ახლოს მიუცუცქდა, ფანჯარა გააღო და ხელის გულზე დაისვა.

ჩიტმაც იგრძნო სითბო, სინაზე და გოგოს ხელის გულზე თავი მინაბა.

-შენც მარტო ხარ? თუ ასეა არ ინერვიულო, ყოველთვის შეგიძლია მოხვიდე ჩემთან მე სულ მოგეფერები. საჭმელსაც მოგიტან, არ იდარდო! (სნ)

ტკბილად ელაპარაკებოდა ჩიტს. მანაც თითქოს იგრძნო სეიონისგან წამოსული სითბო და უფრო გაინაზა ხელის გულზე...

***************************

კლუბის ინციდენტის შემდეგ უკვე 1 კვირა გავიდა. ზოგისთვის ძალიან ტკბილი.... ზოგისთვისაც ძალიან ცუდი კვირა გამოდგა.

𝖧𝖺𝗍𝖾 𝗈𝗋 𝖫𝗈𝗏𝖾?|𝖩.𝖩𝖪Where stories live. Discover now