𝑷𝒂𝒓𝒕<7

1.2K 56 11
                                    

**𝒋𝒊𝒎𝒊𝒏 & 𝑳𝒆𝒂**

როცა ჯიმინმა ლეა ცალკე დაიგულა, შუგას გადაჩურჩულა, რომ ახლა მისი დრო იყო და გოგოს მიმართულები დაიწყო სვლა.

ლეა აივანზე იყო გასული. ცოტა მთვრალი იყო. მას არ მოსწონდა დიდად ასეთი ადგილები, სადაც ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი იყო. არც ადამიანების კვნესის ხმების მოსმენა მოსწონდა, რომელსაც მუსიკა ძლივს ფარავდა. უბრალოდ დღეს გადაწყვიტა მაქსიმალურად გართობოდა. გოგოები დახმარებით გამოუვიდა ეს, მაგრამ მალევე მოითენთა და სუფთა ჰაერზე გასვლა ამჯობინა.

ჯიმინი ლეას ყველა მოქმედებას გულდასმით აკვირდებოდა. საშინლად მოსწონდა გოგოს გამოყვანილი კაბა, რომელშიც კარგად ჩანდა მისი მრგვალი უკანალი. ჯიმინი მიხვდა, რომ გოგო მოითენთა, რადგან აივანზე გავიდა და იქვე მდგარ სავარძელში დაჯდა. ჯიმინსაც არ დაუკარგავს დრო. მაშინვე წამოდგა ფეხზე და გაემართა აივნისკენ.

გზად ორი ჭიქა წაიყოლა, რომელშიც ლურჯი სითხე ესხა. ჯიმინი არ აპირებდა ლეას ძალით გატაცებას ან ცუდი ბიჭის როლში თამაშს და გოგოს გულის მოგებას. მას უნდოდა დღეს ლეა თავისთან წაეყვანა, უბრალოდ მასთან სიახლოვე უნდოდა. ჯიმინს გოგოს სურნელი აგიჟებდა. ლეას ჯიმინის საყვარელი ხილის სუნამო ესხა და სწორედ ამ ხილის სურნელი ასდიოდა.

-ლეა (ჯმ) -ოდნავ დაბალი ტონით თქვა ჯიმინმა და გვერდზე მდგომ სკამზე ჩამოჯდა.

-ჯიმინ? აქ რატომ ხარ? (ლეა) -გოგოს გაუკვირდა მისი აქ დანახვა.

-უბრალოდ... დაგინახე რომ გამოხვედი, თანაც მოწყენილი ხარ. რაშია საქმე? (ჯმ)

-მოწყენილი? ეს.. არა, არა არაფერია (ლეა)

-არაა საჭირო თავის გამართლება, ან მოტყუება. ვხვდები, რომ ასეთ ადგილებს შეჩვეული არ ხარ (ჯმ)

ლეამ ამოიხრა, რადგან ჯიმინი მიხვდა, რომ ასეთი ადგილები არ მოსწონდა და შეუჩვეველი იყო.

𝖧𝖺𝗍𝖾 𝗈𝗋 𝖫𝗈𝗏𝖾?|𝖩.𝖩𝖪Where stories live. Discover now