ინსტიქტი

Start from the beginning
                                    

სორა-ჯიმინ!-გოგონამ სიტყვა გააწყვეტინა-აქამდე ერთად მოვედით და თუ რამე მოხდება ისევ ერთად გადავლახავთ მომხდარს, თუ დაგაკავეს მირჩევნია მეც დამაკავონ, თუ გაიქცევი მირჩევნია შენთან ერთად გავიქცე, მირჩევნია შენთან ერთად ვიყო რაც არ უნდა მოხდეს, ვიდრე ცხოვრების ბოლომდე გული მტკიოდეს.

ჯიმინი-ჯანდაბა, სორა თავს საფრთხეში იგდებ!

სორა-თუ შენთან ვარ საფრთხეშიც არ ვარ და თუ ვარ ისევ შენთან ერთად, დაიმახსოვრე, არ მიგატოვებ და არც შენ მიმატოვო.

ჯიმინი-არასოდეს.-გოგონა ჩაიხუტა და თავი მის კისერში ჩარგო.

გოგონას არ უნდოდა ჯიმინის დედა უყურადღებოდ დაეტოვებინა, რაღაც გულში ჩხვლეტდა, რაღაც არ ასვენებდა, ამიტომ წყილს დალევა მოიმიზეზა და ოთახიდან ჩუმათ გავიდა.

სორა-ქალბატონო სუჯინ?-ქალი სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და ჩაფიქრებული ცხელ სითხიან ჭიქას ხელში ატრიალებდა.

სუჯინი-სორა, მოდი დაჯექი-ღიმილით შეეგება ისევ გოგონას.

სორა-ბოდიშით ასე უცებ შემოჭრისთვის და ჯიმინის საქციელის გამო, ხო იცით მას უჭირს.

სუჯინი-როგორ გაიზარდა, ძლივს ვიცანი ეკრანზე, გული ჩამწვა იმ ფაქტმა რომ ის ადამიანებს ერჩის..გული მტკივა, როგორც დედას, არ ვიცი როგორ იზრდებოდა მათთან, როგორ ექცეოდნენ ისინი, ყველაფერი ჩემი ქმირად დაიწყო და ყველაფერი მე დავასრულე სასტიკად.

სორა-თქვენც კარგად იცით, რომ ის ახლა ვერ გიტანთ, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ მას გულის სიღრმეში მაინც უხარია საკუთარი დედის გაცნობა.

სუჯინი-აჰ ჩემი პატარა, როგორ მახსოვს პირველი ჩახუტება, როგორი პაწაწინა იყო, ახლა კი როცა მას ვუყურებ ვფიქრობ, რომ საშინელი გადაწყვეტილება მივიღე იმ ღამით.

სორა-რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი?

სუჯინი-მე და ჯიმინის ბიძას ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მამამისზე გამათხოვეს, როდესაც ჯიმინის მამამ ჩვენი სასიყვარულო რომანის შესახებ გაიგო ყველაფერი აირია, შიცვალა და აგრესიული გახდა, თამაში დაიწყო, ცემა და ჩემი ბიჭის მასთან გაჩერება საზიანო იყო, მე კი აღარ შემეძლო და გავიქეცი, დედაჩემმა მაიძულა ჯიმინი სხვისთვის ჩამებარებიმა ამიტომ ბევრი ფიქრის შემდეგ გავაშვილე და ქალაქი დავტოვე.

ლეგენდად ქცეული სიყვარულიWhere stories live. Discover now