ეს მიზეზი გრძნობაა?!

414 36 2
                                    

იცით რატომაა ცხოვრება უსამართლობა?..
იბადები, შემდეგ კი ბედნიერებას წუხილი მოყვება, ტკივილი და შიში, შიში იმის, რომ ერთ დღეს იმ ერთადერთს დაკარგავ, დაკარგავ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, შესაძლოა საკუთარი თავიც დაკარგო.

ჯიმინი ისევ მისაღებში ჩამოჯდა, სორა კი დალაგების შენდეგ, მორცხვად მიუახლოვდა.

სორა-ჯიმინ, რაღაც მინდა გთხოვო

ჯიმინი-გისმენ -ინტერესით გახედა ბიჭმა.

სორა-დიდი ხანია სახლში ვარ გამოკეტილი, შეიძლება რომ გარეთ გავისეირნოთ?

ჯიმინი- ხომ არ დაგავიწყდა, რომ აქ მძევლის სახით ხარ?

ჯიმინი მართალი იყო, მაგრამ გოგონას მაინც ეწყინა და ოთახში ასვლა გადაწყვიტა, რომ აქვე არ ასლუკუნებულიყო.

ჯიმინი-სად მიდიხარ?

სორა-რადგან არ შეიძლება, ოთახში ვიპოვი გასართობს

ჯიმინი- მე ვთქვი, რომ არ შეიძლება?-სორა ამ სიტყვებმა დააბნია და თავი ვერ მოაბა სათქმელს, მის გამომეტყველებაზე ჯიმინს გაეცინა და ხელით გოგონა მის კალთაში მოათავსა, ამდაგვარმა საქციელმა სორა უფრო დააბნია- ეს უბარლოდ საშიშია.

სორა- ისე ვქნათ, რომ ვერავინ გვიცნოს, ეს ხომ შესაძლებელია?

ჯიმინი- კარგი, დღეს სადღაც უნდა წავიდე, გპირდები რომ აუცილებლად გავისეირნებთ.

სორა- შენ ისევ...ისევ- ჯიმინი მალევე მიიხვდა რის თქმასაც ცდილობდა, ღრმად ჩაისუნთქა და სორას ღიმილით გახედა.

ჯიმინი- თუ სიტუაცია მოითხოვს, მოიმიწევს რომ ისევ მოვკლა.

ამის გაგონებაზე გოგონა დიდად ბედნიერი არ დარჩენილა, მაგრამ გაახსენდა ახლანდელი სიტუაცია და ჯიმინის კალთაში შეირხა.

სორა- ეს ცოტა უხერხულია- ჯიმინმა ჩაიცინა და სორას მიაშტერდა.

ჯიმინი-მითქვამს, რომ ძალიან ლამაზი ხარ?- ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და გოგონა სავარძელზე ჩამოსვა, ჯიმინი წასვლას აპირებდა სანამ სორას ხელზე ჯერ კიდევ სისხლიან ჭრილობას შეამჩნევდა- ეს რა არის?- მიუთითა მან, გოგონა კი ხელის დამალვას ცდილობდა- სორა, ხელზე რა გჭირს?

ლეგენდად ქცეული სიყვარულიWhere stories live. Discover now