ქარიანი დღე და ჩვენ

429 36 14
                                    

დილით სორა თვალებს ახელს და წინ ჯიმინის ლამაზ სახეს ხედავს, მის ცხელ სუნთქვას გრძნობს.
იცით რა გრძნობაა, იმ ადამიანის გვერდით გაღვიძება ვინც შენი გულის აჩქარების მიზეზია?
გოგონამ არ იცის რას გრძნობს, ამას შეიძლება სიყვარული დავარქვათ?..
მას ხედავს და იმ გრძნობას რასაც გრძნობს: მონატრებას, მოლოდინს, შიშს, ტკივილს, ბრაზს, მარტოობას, იმედგაცრუებას, ამათ შორის შესაძლოა ჩავატიოთ სიყვარული?!..თუ ამ ყველაფერს მოიცავს ის?!..
რა არის ადანიანის ცხოვრება, სად გადის ზღვარი გრძნობებსა თუ ქვეცნობიერს შორის, ღირს შეცდომის დაშვება თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებს?

იმას, რასაც სორა გრძობს, უცნაურობის არაფერი ეტყობოდა.
ჩვეულებრივი, მაგრამ ეს გრძნობა ლამაზი იყო, ფერადი, ხან შავი, ხან თეთრი, ხან კი ის ფერები, რომლებიც მასში აღფრთოვანებას, მონატრებას და ტკივილს იწვევდა.

დანაშაულია მისი შეყვარება, თუ იმას ჩავთვლით, რომ ის მკვლელია. ბევრი იფიქრებს, რომ ეს დანაშაულია, მაგრამ როცა გიყვარს და არ შეგიძლია მის გარეშე, როგორია გითხრან რომ მასთან ყოფნა არ შეგიძლია.

სორას ჯიმინი უყვარდა, იმ დღიდან გრძნობდა ამ ფერებს, როდესაც პირველად მისი მზერა იგრძნო მაღაზიის მინიდან, მან იმ დღეს უბრალოდ გაიღიმა და თქვა რომ უფლება ჰქონდა რამე ეგრძნო მის მიმართ.
ის გრძნობდა, რომ აღარ შეეძლო მის გარეშე, დღითი დღე მწვავდებოდა, უბრალოდ ყოველ დღე, როდესაც ის სახლიდან გადიოდა სორას ეშინოდა, რადგან იცოდა რომ შესაძლოა ჯიმინი საფრთხეში ყოფილიყო, სანამ არ დაბრუნდებოდა გული გამალებით უცემდა და მას როდესაც კარის ზღურბლზე დაინახავდა, სორას თბილი ჩახუტებით უნდოდა მისი აჩქარებული გული დაეწყნარებია, მაგრამ არ იცის ახლა რას წარმოადგენენ ერთანეთისთვის.

დიახ, სორას სიგიჟემდე შეუყვარდა, აგიჟებდა მისი ტუჩები, მისი ნაზი ღიმილი, მისი გაბრაზებული ან მოწყენილი სახე, ხალი ლავიწთან და ყველაზე მეტად მისი თვალები, რომელიც ყველა იმ ემოციას გამოხატავდა, რომელიც ბიჭს აქამდე არ გამოუვლენია.
დიახ, სიგიჟემდე შეუყვარდა, იცოდა რომ ამის გამო არანორმალური იყო, დაე იყოს გიჟი ამ სიყვარულში ჩაფლული და გრძნებებით მოცული, მას მხოლოდ მის საყვარელ ადამიანთან ყოფნა სურდა, სამუდამოდ.
ამბობენ სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებსო, გოგონამ კი იცოდა, რომ შეეძლო სიკვდილის შემდეგაც ყვარებოდა, ჯიმინსაც ის უბრალოდ ცხოვრებაზე მეტად უყვარდა და სამუდამოდ მასთან, ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში, ან თუნდაც მათ გასაყარზე, მიწაზე, მასთან ერთად იქნებოდა, მან ეს იცოდა.

ლეგენდად ქცეული სიყვარულიحيث تعيش القصص. اكتشف الآن