ინსტიქტი

314 29 10
                                    

ინსტიქტმა ჯიმინი დედამისთან მიიყვანა, სორა და ის ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ, გოგონას ეტყობოდა, რომ ბევრი კითხვა ჰქონდა, მაგრამ ჯიმინმა უბრალოდ სიტუაცია მოკლედ აუხსნა.

ჯიმინი-ეს დედაჩემის სახლია, ინსტიქტურად აქ მოვედი-თავი ჩახარა და მალევე ისევ სორას დაუბრუნდა-ჯობია შევიდეთ.

კარზე გოგონამ დააკაკუნა, გაიგონა ქალის გაკვირვებული ხმა "ახლავე" და მალევე ღიმილიანი ქალი შემოეგება სორას, მაგრამ როდესაც ჯიმინი დაინახა მეტად გაუპრწყინდა თვალები, ბიჭი კი უბრალოდ იდგა და დედამისს არაფრის მთქმელი თვალებით შესცქეროდა.

..-ჯიმინ?-ღიმილით შეხედა შვილს.

ჯიმინი-გირჩევ დედის როლი არ ითამაშო, დროა რაღაცით მაინც დამეხმარო.

სორა-ჯიმინ!..გამარჯობა ქალბატონო..-სორა დაიბნა, რადგან სახელი ან არ ახსოვდა, ან საერთოდ არ იცოდა.

..-სუჯინი, ჩონ სუჯინი, საყვარელო-ასევე ღიმილით დაუბრუნა პასუხი სორას.

სორა-დიახ, მე სორა ვარ, ჯიმინის...-დაბნეულობა გოგონაში არ გამქრალა, არ იცოდა ბიჭის დედასთვის თავი როგორ წარედგნა.

ჯიმინი-ჩემი შეყვარებულია და საკმარისია-ბიჭი საბარში ჩაერია.

სუჯუნი-კარგი, შემოდით კართან ხო არ იდგებით-შემოიპატიჟა ორივე, სორას ხელი გადაუსვა და წარბები შეკრა-სულ გაყინულხარ, გათბით მე კი თბილ ჩაის გაგიკეთებთ.

სიტუაცია სუჯინს სორამ აუხსნა, ბიჭი კი ხმას არ იღებდა, მალევე ჯიმინმა და სორამ საძინებელში გადაინაცვლეს, მაგრამ ბიჭი ახლაც ჩუმად იყო.

სორა-ჯიმინ, კარგად ხარ?-გოგონა ამის გამო წუხდა, არ უნდოდა ასეთი დაენახა, მაგრამ თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, ბიჭი იმაზე უკეთ იყო ვიდრე უნდა ყოფილიყო.

ჯიმინი-კარგად ვარ, მაგრამ ვნერვიულობ, შენზე ვნერვიულობ სორა-ახლაღა ადგა საწოლიდან ჯიმინი და გოგონას მიუახლოვდა-მე ახლავე გავქცევი და თუ დამიჭირეს ეს მხოლოდ მე დამაზიანებს, მაგრამ შენ არ ვიცი..

ლეგენდად ქცეული სიყვარულიWhere stories live. Discover now