ვისაუზმოთ

497 33 0
                                    

დილით სორას ადრე გაეღვიძა, რადგან მიუჩვეველი იყო იმ ადგილს სადაც ეძინა, არა მხოლოდ ეს, ისევ იმ საშინელმა სიზმრებმა გამოაღვიძა, დილის რუტინა არ დაურღვევია სააბაზანოს ადვილად მიაგნო და ხელ-პირის დაბანის მეტი ვერაფერი გააკათა, ის ამ სახლში ნებით არ წამოსულა და ბარგიც თან არ წამოუღია.
გადაწყვიტა სამზარეულოში ჩასულიყო და რამე მოემზადებია, მაგრამ როცა ცარიელ მაცივარში შეყო თავი, უკან უკმაყოფილო გამომეტყველებით დაბრუნდა.
კარების ხმამ ის შეაშინა, დანის აღებასაც კი აპირებდა ზღურბლზე ჯიმინი რომ არ დაენახა.

სორა-მეგონა გეძინა -ისევ უკმაყოფილო მიუახლოვდა ბიჭს.

ჯიმინი-ძილის მოყვარული არ ვარ- დილით როგორც ჩვევია გაღიზიანებული იყო და მისი ხასიათის გამო ვერც პასუხის გაცემა შეეძლო ნორმალირად.

სორა- არაფერს ჭამ?! მაცივარი ცარიელია, საჭმლის ნასახი არ არის- ბიჭის ტონის გამო გოგონა არ გაბრაზებულა, მაგრამ მანაც არ ჩათვალა საჭიროდ რბილად მიემრთა.

ჯიმინი- დიახ, არაფერს ვჭამდი და დაწყნარდი მოვიტანე- უემოციოდ შეათვალიერა სორა, გოგონამ პაკეტები უკმაყოფილოდ გამოართვა და სამზარეულოში დაბრუნდა, ბიჭიც უკან გაყვა, მაგიდის გვერდით მდგომ სკამზე მოთავსდა და გოგონას მიაშტერდა, ის ღიღინებდა, საჭმელს თავის ადგილს უჩენდა, ღიმილიც არ ავიწყდებოდა, როცა გაკვირვებული ცდილობდა ამოეცნო პროდუქტი, რომელიც დაფარული იყო სხვა და სხვა ფერის ცელოფნებით.
სორამ იგრძნო რბილი მატერია და დიდი ინტერესით გააგრძელა თვალიერება- ვიფიქრე დაგჭირდებოდა ახალი ტანსაცმელი.

სორა- ეს..-გოგონას სუთქვა გაუხშირდა, დიდი ხანია არავის უზრუნია მასზე, არავის უყიდია ტანსაცმელი როგორც პატარაობაში, დიდი ხანია არავის უგრძნობია მისთვის ის რაც ჯიმინმა ახლახანს აგრძნობინა, გაიღიმა რომ ცრემლები შეეჩერებინა და არ ეტირა ბიჭის წინაშე- მადლობა.

ლეგენდად ქცეული სიყვარულიWhere stories live. Discover now