მე შენ შეგხვდი..

Mulai dari awal
                                    

სორა-შენ, ახლა გქვია ადამიანი?-ცხელ გულზე ნათქვამი მისგან ბიჭს თავისთავად ეწყინებოდა, სორამაც ინანა, მაგრამ ახსნის და მობოდიშების საშვალება ჯიმინმა არ მისცა.

ჯიმინი-რა იყო სხვებივით სამართლიანობა გინდა?..
სათანადოდ ისჯებოდა ის ნაბიჭვარი?
შენი აზრით ნანობდა რაც ჩაიდინა?-მიყოლებოთ აავსო გოგონა კითხვებით, რომელიც ნაწილობრივ მართალი იყო- არა და ამის შემდეგ რა გინდა თქვა, რომ ადამიანი ის არის და მე არა?..ნორმალური ცხოვრება გინდა, თუ ასეა შეგიძლია წახვიდე, ყველაფერი უამბო პოლიციას და შენც ბედნიერად იცხოვრო, მე ხომ ისედაც სულელი ფსიქოპატი ვარ, რომელმაც თავისი გამზრდელები დახოცა, არავინ არ იკითხავს რა ხდებოდა ჩემ გულში და ახლა შენ, სამწუხაროდ ისევ შენ ხარ იმის მიზეზი თუ რატო ვიკავებ თავს სხვების სიცოცხლეც იმავეთი დავასრულო, გინდა სხვებივით ხელჩაკიდებული ისეირნო შეყვარებულთან ერთარ ბაღში, შეგიძლია მიმატოვო და ცხოვრება ისე განაგრძო თითქოს არც კი გაგეგოს ჩემ შესახებ, უბრალოდ ყველაფერი შენთვის გავაკეთე და შენ ისევ ყველაფრით უკმაყოფილო ხარ!- ბიჭმა ყვირილი დაასრულა და ღრმად ამოისუნთქა, სორას სახეზე არაფერი იკითხებოდა, უბრალოდ იდგა და ცრემლიანი თვალებით იატაკს შესცქეროდა.

ბიჭი უკან დაიხია, სამარისებული სიჩუმე იყო, არც ჯიმინი ამბობდა რამეს და არც სორა იღებდა ხმას, ორივეს ფიქრი სჭირდებოდა მომხდარის გამო.

სორა-არასდროს მითქვამს, რომ შენ გარეშე ცხოვრება მინდოდა, არც უკმაყოფილო ვყოფილვარ შენი საქციელით, მართლა მინდა ჩემ ცხოვრებაში სამუდამოდ იყო, არ ვიცი რამ გამოიწვია ეს გრძნობა, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი ხარ, ხშირად მიფიქრია იმაზე თუ რა ხდებოდა შენ გულში, ხშირად გამიმართლებიხარ და ხშირად მქონია იმედები.-ყელში ბურთი, რომელიც სორას ახრჩობდა საშვალებას არ აძლევდა საუბარი განეგრძო.

ჯიმინი-გთხოვ, თავის გამართლებას შეეშვი, სხვა დროს ვისაუბროთ!-ბიჭის ხმაში არაფერი იგრძნობოდა, არც სინანული, არც წუხილი ან თუნდაც გოგონას სიტყვებიდან წამოსული სითბოს გამო სიხარული.
სორას აღარ უნდოდა გაჩერება, დანებდა ამიტომ ისევ, ჯიმინი მარტო დატოვა და ოთახში ტირილით ავიდა.

ლეგენდად ქცეული სიყვარულიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang