³¹

898 117 281
                                    

ჯიმინი მათ შორის რომ არ იჯდეს, ჰოსოკს ალბათ გული დაარტყამდა ან გაიქცეოდა და რომელიმე ოთახში ჩაიკეტებოდა. ჯიმინი მისი დამამშვიდებელი იყო, ჯიმინი რომ არა, იუნგის გვერდით ვერც გაჩერდებოდა, იუნგი რომ შეხებოდა შეიძლება შიშისგან ადგილს მიჰყინვოდა.

ომეგას მისთვის უინტერესო თამაშის ყურების გამო მის მხარზე თავ დადებულს ეძინება, ჰოსოკი კი უფრო მეტად იძაბება, როცა იუნგის მზერას გრძნობს. დაცულობის შეგრძნება ნელ-ნელა ქრება, ჰოსოკი კი ჯიმინის მიერ ნაჩუქარ სამაჯურს აფრინდება დასამშვიდებლად.

- იმედია საგანგებო სიტუაცია მალე დამთავრდება და წასვლას შევძლებ. - ხმას იღებს იუნგი, როცა რწმუნდება, რომ ჯიმინს ძინავს.- მის გვერდით შენი დანახვა სულაც არ მსიამოვნებს.

- მე კი არ მსიამოვნებს, რომ საერთოდ ჩემს სიახლოვეს ხარ. - ლუღლუღებს ალფა, იუნგი კი ჰოსოკს აშტერდება. როგორც კი ჯიმინს ეძინება, ჰოსოკის სიმამაცე მასთან ნულს უახლოვდება, როგორც ჩანს ჰოსოკს გონია, რომ სანამ ჯიმინი მის სიახლოვესაა, მას არ შეეხებიან.

- ჩემი ისევ გეშინია?

- შენი აზრით?- კითხვაზე კითხვით პასუხობს ჰოსოკი, მძინარე ჯიმინი მისი ალფისკენ იწევს და უფრო ეკვრის, ჰოსოკი კი მაშინვე ხვევს მხრებზე ხელს და მისკენ უფრო ახლოს წევს. თავს უმეორებს, რომ უსაფრთხოდაა მაგრამ მის ტვინში განგაშის ზარი მაინც გაუთავებლად რეკავს.

- თავიდან, როცა მივხვდი, რომ ჩემი ჭეშმარიტი ხარ და მეორე ჭეშმარიტი მყავს, ვიფიქრე, რომ გამიმართლა.- ოხრავს იუნგი. - მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ.

- ერთი წუთით...- იბნევა ჰოსოკი.- შენ თქვი, რომ ჩემი სურნელი ავარიის დროს იგრძენი... შენ რა მთელი ეს დრო იცოდი, რომ ალფა ვიყავი?!

- ალფა? სერიოზულად, ჰოსოკ?- თვალებს ატრიალებს და მასზე დამცინავი მზერა გადააქვს იუნგის. - რომელ ალფას აქვს მანდარინების სურნელი?!

Fox's Hunt | Sope / JihopeWhere stories live. Discover now