¹⁸

985 120 217
                                    

პუსანის ერთ-ერთ ყველაზე გამოცხოხლებულ უბანში ორ სართულიანი კლუბი  "allows" იდგა, ის  ერთადერთი კლუბი იყო მთელს კორეაში, სადაც არატრადიციული ორიენტაციის ალფები და ომეგები იკრიბებოდნენ, იუნგიმ ამ ადგილის შესახებ წლების წინ გაიგო, როცა ერთ-ერთ ალფასთან ჰქონდა ურთიერთობა და მისთვის და თავისთვის კლუბში შესასვლელი საშვი იყიდა.

კლუბში შესასვლელი აბონიმენტი უბრალო ვერცხლის ბეჭედი იყო შიდა მხარეს სერიული ნომრით, რომელსაც სკანერი აღიქვამდა და გარედან ამოგრავირებული კლუბის ლოგოთი. არანაირი წარწერა, მხოლოდ რიცხვები და ლოგო. ვინც ერთხელ მაინც არ ყოფილა აქ, ვერასდროს მიხვდებოდა ბეჭდის მნიშვნელობას. ამ ბეჭდით შესვლა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, უვადო იყო და იმ ალფისთვის ბეჭედის(საშვის) საყიდლად ათას ხუთასი დოლარი გადაიხადა, თუმცა კი იმ ალფას რაც დაშორდა,  ამ კლუბისკენ არც კი გამოუხედია.

თავისთვის  ოქროს საშვი იყიდა, უფრო მეტი გადაიხადა, მაგრამ პრივილეგირებული კლუბის წევრი იყო. კლუბში მისი ოთახი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ ამავე საშვით და დამლაგებელის საშვით იღებოდა.

ახლა კი ამ კლუბის წინ იდგა, აქამდე უნდა მიმხდარიყო, რომ ჰოსოკის მოძებნას აქ შეიძლებოდა, ეს ხომ ასეთი ერთადერთი კლუბი იყო.

- ბეჭედი.- აჩერებს დაცვა, იუნგი ქუდს სახეზე უფრო იფხატავს, პირბადეს ისწორებს და ხელიდან ბეჭედს იხსნის, რომ დაცვამ დასკანირება შეძლოს. დაცვის ტელეფონზე მისი სახელი და მონაცემები წამით ჩნდება, შემდეგ კი ქრება. თითეულ მყიდველს მისი კოდი აქვს, მის გარდა ვერავინ შევა აქ ამ საშვით... დაცვა თავს უქნევს, ბეჭედს უბრუნებს და კარს  უღებს. იუნგი თვალებს ატრიალებს, როცა კარგად გართობას უსურვებენ და მაშინვე ავლებს კლუბს თვალს, რომ ჰოსოკი იპოვოს.

ჰოსოკს ვიპ ზონაში პოულობს, რამდენიმე ალფის გარემოცვაში და ზუსტად იმ წუთს, როცა მისკენ წასვლას აპირებს ზედმეტად ნაცნობი ხმა ესმის.

Fox's Hunt | Sope / JihopeWhere stories live. Discover now