³

1.2K 144 335
                                    

- როგორ გაერთე?- ჩაიცინა თეჰიონმა, როცა დაინახა, რომ საუზმისას ჰიონს ლამის მაგიდაზე ჩამოეძინა. ბექიონიც შვილს უკმაყოფილოდ უყურებდა, მაგრამ ჯერ ხმას არ იღებდა.

- თუ გგონია, რომ ომეგები ყველაზე დიდ ისტერიკებს აწყობენ, შენ ალფები არ გინახია.- ოხრავს ჰოსოკი და მაგიდაზე ლამის წვება, ხელებს მაგიდაზე ალაგებს და თავს დებს.

- არც მინდა გავიგო, მადლობა, ომეგები მეყოფა.- დასცინის უმცროსი.

- ნორმალურად დაჯექი.- უკმაყოფილოდ უყურებს ბექიონი და ჰოსოკიც მაშინვე სწორდება, მაგრამ აშკარად ძლივს ზის, ყვინთაობს, ლამის ჩამოეძინოს და სკამიდან გადმოვარდეს.

- რომელ საათზე დაბრუნდი?

- პირველზე.- ლუღლუღებს ჰოსოკი.

- როდის აქეთ მატყუებ?- უკმაყოფილება ბრაზით იცვლება. - ესღა მაკლია საკუთარმა შვილებმა ჩემი მოტყუება დაიწყონ!

- მართლა...

- რომელ საათზე დაბრუნდი?!

- კარგი, ხო, სამზე.- ბუზღუნებს ჰოსოკი.

- კარგი, ვნახოთ, რომელზე დაბრუნდი.- უბღვერს მამა და ტელეფონს იღებს, ჰოსოკი თავიდან დაბნეული აშტერდება მამას, შემდეგ კი კართან, დერეფანში დაყენებული კამერა ახსენდება.- მშვენიერია, დილის შვიდის ნახევარზე დაბრუნდი! რეკორდი მოხსენი!

ჰოსოკს ძმის ჩაცინება ესმის და იდაყვს კრავს, რომ მოაკეტინოს. რაღაც აშკარად ხდება, მამა აქამდე არასდროს გაბრაზებულა იმაზე, რომ ჰოსოკი გვიან მოდიოდა.

- ვერ მომთხოვ რომ შენი სიტყვები და თხოვნები შევასრულო, რადგან უკვე დიდი და საკმარისად დამოუკიდებელი ვარ, რომ საკუთარი გადაწყვეტილებები მივიღო.- ბურდღუნებს ნახევად მძინარე.

- წყლის გრაფინი მომაწოდე.- ჰოსოკი მამას ავტომატურად აწოდებს გრაფინს, იმის და მიუხედავად, რომ ის მათ წინ დევს, შემდეგ კი ძმების სიცილი ესმის და მამას აშტერდება, რომელსაც დამცინავი ღიმილი აქვს აკრული.- მამა!

Fox's Hunt | Sope / JihopeWhere stories live. Discover now