²⁰

827 118 259
                                    

პირველი კვირა საავადმყოფოში ყველაზე ძნელია, მაგრამ მხოლოდ ორი კვირის შემდეგ ამჩნევს, რომ ყველას ოთახში მუშაობს ტელევიზორი, მისი ოთახის გარდა, არადა მართლა უნდა გაიგოს ამ კედლებს მიღმა რა ხდება.

- ამ თემაზე თქვენი ძმა რომ მოვა, იმას ესაუბრეთ. თქვენმა ძმამ აგვიკრძალა თქვენთვის ტელევიზორის ჩართვა.- უპასუხეს ერთხელაც კითხვაზე და ჰოსოკმა გაოცებულმა გახედა. ვერ გაეგო, რა ხდებოდა, ისეთი შეგრძნება რჩებოდა, თითქოს ყველა რაღაცას უმალავდა. შეხება მხოლოდ ომეგებთან ჰქონდა, თუ ფსიქოლოგს და მის ექიმს არ ჩავთვლით, ყოველთვის მის ოთახში ჭამდა, მხოლოდ მისთვის განკუთვნილ დროს გადიოდა ეზოში, მხოლოდ ოცი წუთით და ისიც ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ. თავი ციხეში უფრო ეგონა, ვიდრე  საავადმყოფოში.

ყველაზე მეტად ფსიქოლოგთან ლაპარაკი არ უყვარდა, სანამ არ მიხვდა, რომ ყველა ემოცია, სიტყვა და გრძნობა შეიძლება ამოენთხია და ამის გამო არავინ გაკიცხავდა, პირიქით მხარს დაუჭერდნენ, მის ნათქვამს განიხილავდნენ, დააფიქრებდნენ. საავადმყოფოში მხოლოდ სამი გასართობი იყო, ფანჯარაში ყურება, წიგნები და სპორტული ოთახი ტრენაჟორებით, სადაც როგორც ყოველთვის, მხოლოდ ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მხოლოდ მისთვის განსაზღვრულ დროს.

საავადმყოფოში მიყვანიდან მესამე დღეს პირველად დაემართა ეგრეთ წოდებული "ლომკა", ტკივილისგან ლამის გაგიჟდა, ოთხამდე სანიტარი აკავებდა, აქეთ ექიმი ყვიროდა მისი ზურგზე დაწვენა არ გაბედოთო. ცოტაც და ალბათ კედლებზე დაიწყებდა სიარულს, გონება სრულად გაითიშა. გონს მეორე დღეს, გვიან საღამოს მოვიდა, როცა დამამშვიდებელების და საძილე საშუალებების მოქმედება დასრულდა, უთხრეს, რომ ლომკის დროს თავის მოკვლას ცდილობდა, მაგრამ არ დაიჯერა, სანამ ჩანაწერზე არ დაანახეს, როგორ ცდილობს ფანჯრის გაღებას და გადახტომას, როგორ ყვირის იუნგის სახელს და როგორ ექაჩებიან სანიტრები...

Fox's Hunt | Sope / JihopeWhere stories live. Discover now