¹¹

934 122 186
                                    

მინსოკს საღამოს ატყობინებს, რომ ხვალ კომპანიაში არ მივა და ყველაფერი გადადოს, რომ სახლში, ოჯახთან ყოფნა ურჩევნია, მაგრამ ვერც კი წარმოუდგენია, რომ დილით ჩხუბის ხმა გააღვიძებს.

- თეჰიონ, ნორმალურად ელაპარაკე, შენი ძმაა!- ესმის მამის ბრაზიანი ხმა. ჰოსოკი კარადაში რაც პირველი ხვდება იმას იცვამს, ასეთი ჩხუბი კარგად არასდროს მთავრდება, ამიტომ ჯობს ისევ ჩაერიოს.

- ის ჩემი ძმა არაა!- ესმის საპასუხო ყვირილიც და გაოცებული უშეშდება ხელები შარვლის ელვა შესაკრავზე. რაო? ეს ახლა ჯონგუკზე თქვა? შეუძლებელია, თეჰიონს მზე და მთვარე ამოსდის პატარა ომეგაზე.

- ის ისევეა მინგიუს შვილი, როგორც შენ!

- თავი დაანებეთ, ასეთ მოქცევას უკვე შევეჩვიე.- როცა ნამჯუნის ხმა ესმის, კარის სახელურზე ხელი უშეშდება და კარს ისე აშტერდება, თითქოს კარის იქით ჩხუბს უყურებს.

- ჰოსოკთან ერთად რომ ხარ, ამდენს ვერ გიბედავს.- ოხრავს ბექიონი.

- რატომ უნდა მქონდეს ნორმალური რეაქცია?!- ღრიალებს თეჰიონი.- ის მინგიუს და მისი საყვარლის შვილია! მთელი ცხოვრება ნაგლურად ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ, ის ომეგა თვალებში გიყურებდა, შენთან მეგობრობდა, სანამ შენს ზურგს უკან მინგიუსთან იწვა და მისგან შვილი გააჩინა! ნამჯუნი ჰოსოკზე 4 თვით პატარაა, გესმის 4 თვით!

- მამაჩემი მინგიუს ჭეშმარიტი იყო.- ესმის ნამჯუნის ნაწყენი ხმა. ჰოსოკის ტვინი გამალებით მუშაობს, მაგრამ მაინც უჭირს იმ ყველაფრის გააზრება, რაც ესმის. ავტომატურად საათისკენ იხედება, ჯონგუკი სკოლაშია, თავად კი სამუშაოზე უნდა იყოს... ახლა გასაგებია, რატომ ჩხუბობენ ასე ხმამაღლა, ჰგონიათ რომ სახლში არავინაა მათ გარდა.

- მოკეტე!- უღრენს თეჰიონი.- იმით, რომ მამაშენი მინგიუს ჭეშმარიტია, მათ ვერ გაამართლებ! მამაშენი დაქორწინებულ კაცს რომ უშლიდა ფეხებს, მამაჩემზე ფიქრობდა, რომელიც ორსულად იყო?!

Fox's Hunt | Sope / JihopeWhere stories live. Discover now