1K 124 221
                                    

- აბა, როგორ ჩაიარა?- ჩაიცინა ნამჯუნი  მის წინ, სავარძელში მოთავსდა.

- როგორც ყოველთვის, მშვენივრად.- ჰოსოკი საბუთებს მზერას არ აცილებს.- თეჰიონი?

- სკოლაშია. ნახევარ საათზე მეტ ხანს ვუსმინე მის ბუზღუნს, მაგრამ სკოლაში მაინც წავიდა. მიყვები?!

- რა არის მოსაყოლი? ტორტზე აფროდიზიაკი ეყარა, ტორტის ნაჭრები გადავცვალე, ესაა და ეს.

- ის მოგწონს.- კმაყოფილი იღიმის ნამჯუნი.- არასდროს გქონია პრობლემა შენი და ალფების ურთიერთობის დეტალები მოგეყოლა, მაგრამ იუნგიზე არაფერს ყვები, შენთვის ინახავ. ის მოგწონს!

- კარგი, მომწონს.- ოხრავს და თავს წევს. ნამჯუნს ხომ ვერაფერს გამოაპარებს კაცი.- მაგრამ ჩვენ ურთიერთობას გაგრძელება არ უწერია, ისიც ერთი ჩვეულებრივი ალფაა, რომელიც ამიერიდან როცა დამინახავს ისე გაიქცევა, თითქოს ცეცხლი ვიყო და დავწვავ.

- ეგ მე მომანდე. - წამოდგა ნამჯუნი

- ჯუნ, გთხოვ, პრობლემებს ნუღარ შემიქმნი, ისედაც თავზე საყრელად მაქვს.

- ასე მინცობ?- ჰოსოკი წარბ აწეული უყურებს და ომეგას ეცინება.- კარგი, არაფერს გავაკეთებ, გპირდები.

ჰოსოკი აწკრიალებულ ტელეფონს დაჰყურებს, რომელზეც მესიჯი მოვიდა და შოკირებული აშტერდება ეკრანს.

- რა ჯანდაბაა?!- შოკირებული ლუღლუღებს.- ეს ალფა ჩემზე არანორმალურია!

- მოგწერა? მანახე! - ეჩრება მაშინვე ნამჯუნიც, ჰოსოკი კი პასუხის აკრეფვას იწყებს.

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Fox's Hunt | Sope / JihopeWhere stories live. Discover now