The End

1.4K 78 46
                                    

Author's POV.

კლერმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ერიკს ფეხი ამოარტყა. ამით დრო იხელთა და ლუსის ამოეფარა, რა დროსაც ერიკმა სასხლეტს თითი გამოჰკრა. იარაღის გასროლის ხმა ოთახში ექოდ გაისმა, ამას კი კლერი კვნესის ხმა მოჰყვა.

- კლერრ!

ჰარი ძირს დავარდნილ, სისხლში ამოსვრილი კლერისკენ გაიქცა. სებასტიანი ლუსისკენ, ზეინმა კი დრო იხელთა და ერიკს იარაღი წაართვა.

- პატრავ, გონება არ დაკარგო. თვალები არ დახუჭო, ჩემთან დარჩი, გთხოვ. კლერ არ მიმატოვო.- ცხარე ცრემლები სდიოდა ჰარის. თან კლერს სახეზე ეფერებოდა.
- ააა- წამოიკივკა ლუსიმ- სებასტიან ბავშვი... ჩემი შვილი...

ლუსის სიახლდენა დაეწყო. ზეინი მათთან მივარდა. სებასტიანმა ლუსი ხელში აიყვანა და გარეთ გაიყვანა. ზეინი კლერთან ჩაიმუხლა და უმცროს დას თავზე ხელი გადუსვა.

- კლერი საავადმყოფოში წაიყვანე. ახლავე! - დაიყვირა ჰარიმ და ზეინს ხელიდან იარაღი გამოგლიჯა.
- რის გაკეთებას აპირებ?
- კლერი წაიყვანე, ახლავე!

ზეინმა კლერი ხელში სასწრაფოდ აიყვანა და შენობისან გაიყვანა. ჰარი კი ჩასიახლიანებული თვალებით ერიკისკენ მიიწევდა. მას მიუახლოვდა, იარაღი გადატენა და დაუმიზნა.

- კლერს რომ რამე მოუვიდეს...
- მომკალი! მიდი, მომკალი!
- არა, არ მოგკლავ! მაგრამ მთელი ცხოვრება სიკვდილს ინატრებ.

კიდევ ერთი გასროლის ხმა, რომელსაც კიდევ ერთი მოჰყვა. ჰარიმ ერიკს ესროლა. ის ფეხში დაჭრა, ამის შემდეგ კი შენობა დატოვა.


***

ერთ საოპერაციოში კლერი სიცოცხლისთვის იბრძვის, მეორეში კი ერიკი, რომელიც ყველაფერზეა პასუხისმგებელი. ყველანი საოპერაციოს წინ არიან და ელოდებიან როდის დამთავრდება ოპერაცია.

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now