32

857 60 8
                                    

claire's POV.

- გააკეთე რაც გითხარი?- ჩუმად ვლაპარაკობ, რომ ჰარიმ არ გაიღვიძოს.
- დიახ, გავაკეთე. გზავნილი ალბათ უკვე ადგილზეა.
- კარგი. ფულს შენს ანგარიშე გადმოვრიცხავ.

ტელეფონს ვთიშავ და ჰარის ვაკვირდები, რომელსაც ჯერ კიდევ მშვიდად სძინავს. მეღიმება გუშინდელი ღამის გახსენებაზე. მისი ფრთხილი, სასმიამოვნო შეხებები...

ფეხზე ვდგები, სკამზე გადაკიდებულ ატლასის, თხელ ხალათს ვიცვამ და უზარმაზარი მინის ფანჯრის წინ ვდგები. ხედს გავყურებ, რომელიც გუშინ ვერც კი შევნიშნე. დროა თანდათან მეც დავიწყო მოქმედება, ერიკს თავისას არ გავატანინებ. ამჯერად აღარ. ყველეფრს კი იმით დავიწყებ, რომ მისტერ ჯონსი  სიმართლეს გაიგებს. შესაძლოა თავისდაუნებურადაც დამეხმაროს ერიკის წინააღმდეგ. მაგრამ სებასტიანი? რომ არ დამიჯეროს? მაგრამ ეს შეუძლებელია, ის დამიჯერებს. უნდა დამიჯეროს! ყველა პასუხს აგებს იმის გამო რაც მე და ჩემს შვილს დავვიშავეს. ყველა
იმ ნატანჯი წუთისთვის აგებენ პასუხს.

- კარგად ხარ? რაზე ფიქრობ, ისე რომ ძლივს გამოგაფხიზლე?- უკნიდავ პატარა შენჯღრევას ვგრძნობ.
- აჰ არაფერზე, უბრალოდ ხედით ვტკბებოდი.
- მე კი შენით ვტკბები- მითხრა ჰარიმ და უკნიდან მომეკრა- იცი ვიფიქრე და იქნებ ჩემთან გადმოაულიყავი საცხოვრებლად? ან ახალი სახლი ვიყიდოთ, უფრო დიდი. ულამაზესი ბაღით.
- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. მაგრამ მშვენიერი იდეაა
- ანუ თანახმა ხარ?
- რათქმაუნდა, მაგრამ ცოტა დრო უნდა მომცე.
- ყოველთვის დაგელოდები.  დღეს რა გეგმები გვაქვს?
- მიბდა უსაარულოდ ვიყო აქ შენთან ერთად. იმ საწოლში ვიწვეთ ჩახუტევულები და არასდროს ავდგეთ, მაგრამ ცხოვრება გვიხმობს. კომპანიიდან ისე წამოხვედი, რომ საბუთებიც კი არ მოგიწესრიგებია. ვფიქრობ უნდა მიხვიდე და ბიჭებს ცოტა დაეხმარო.
- მართალი ხარ. ყველაფერი არეული დავტოვე.
- მაშინ მოვემზადოთ და გავიდეთ.



Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now