24

927 58 10
                                    

Claire's POV.

თვალებს ვახელ და ვხვდები, რომ ჰარის ოთახში, მის საწოლში ვწევარ. თვალებს ვისრისავ და გვერდით ვიხედები. შემდეგ თავს ზანტად ვწევ და საწოლის წინ ჰარის, ზეინს და დედას ვხედავ რომლებიც მწვავე მზერით დამყურებენ.

- რა ხდება?- ვიკითხე ისე რომ არც წამოვმჯდარვარ, არამედ მეტიც უკეთესად მოვიკალათე ფუმფულა საწოლში.
- კარგი არაფერი ასე, რომ...
- ახლა რაღა მოხდა?- ინტერესით ვკითხე ზეინს.
- ერიკი.
- ჯანდაბა, ახლა რაღა ჯანდაბა უნდა?- საწოლში წამსვე წამოვჯექი მისი სახელის გაგებაზე.

ჰარიმ ტელეფონი გამომიწოდა და მეც ინტერესით, მალევე გამოვართვი.

- გუშინ ინტერვიუ ჰქონდა, მოუსმინე- მითხრა დედამ.

ვიდეო გავხსენი და ყურება დავიწყე. ჯერ ბიზნესზე უსვამდნენ კითხვებს რაც მიმაბეზრებელი იყო და უკვე გამორთვას ვაპირებდი, როცა წამყვანმა მორიგი კითხვა დასვა:

'- და რას გვეტყვით თქვენსა და ქალბატონ კლერზე? როგორც გავიგეთ ის თქვენს კომაპნიაშიც იყო მოსული. შერიგებას ხომ არ აპირებთ?
- სიმართლე გითხრათ ეს საკითხი ცოტა გაურკვეველია. მე და კლერს ერთმანეთი გვიყვარდა და გვიყვარს კიდეც, მაგრამ არის რაღაც ფაქტორები რის გათვალისწინებითაც ჩვენი ურთიერთობა არ შედგა.'

სისხლი მომაწვა მის სიტყვებზე. ტელეფონი სასწრაფოდ გვერდით მივაგდე და ხელები თმაში მჭიდროდ შევიცურე. მეტის მოსმენა აღარ მინდოდა. დამშვიდება ვცადე მაგრამ არ გამომდიოდა. გაცოფებული ვიყავი მის სიტყვებზე.

არ აქვს უფლება ასე ილაპარაკოს თანაც საჯაროდ! ახლა ყველას გონია რომ ერთმანეთი ისევ გვიყვარს, მაგრამ არ დავუშნებ საზოგადოებამ ეს დაიჯეროს. მე და ერიკი აღარასდროს ვიქნებით ერთად! აღარასდროს! მთელი გულით ძულს, ვერ ვიტან მას.

- რა უნდა ქნა?
- არ ვიცი ზეინ. უკვე ზღვარს ცდება. დავიღალე მისი თამაშებით.
- ერთმანეთი ისევ გიყვართ?
- არა დედა, არ მიყვარს და მას ისევ ვუყვარხარ თუ არა საერთოდ არ მანაღვლებს. ერთად აღარ ვიქნებით და დროა ამას შეეგუოს.
- მართალი იყავი, ეგ ოჯახი დიდად არ მომეწონა.
- კარგი. ჩვენ გავალთ შენ კი გამოიცვალე.

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now