30

877 63 12
                                    

claire's  POV.

მანქანას ჯონსების სახლის წინ ვაჩერებ. ზეინის მანქანაც აქ დგას. გუშინ სებასტიანმა დაიჟინა, რომ უნდა დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.

კარი დამხმარემ გავიღო და ქურთუკიც გამომართვა. პირდაპირ მისაღებისკენ წავედი სადაც ამელია, ერიკი, სებასტიანი, ზეინი და ლუსი იჯდნენ.

- ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.
- არაუშავს, დაჯექი.

მითხრა სებასტიანმა და მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი. ერიკი რასაც ქვია თვალებით მჭამდა.

- აბა? არ იტყვი რა ხდება?- იკითხა ამელიამ.
- ყველაფერს გეტყვი დედა, მაგრამ უნდა დამპირდე, რომ მშვიდად იქნები. მამაც სწორედ ამიტომ არ არის აქ.
- ასეთი რა ხდება? ან ესენი აქ რას აკეთებენ?
- პირდაპირ გეტყვი. ლუსი ორაულადაა.
- მერე? ჩვენ რა შუაში ვართ?
- ბავშვის მამა სებასტიანია დედა- დაასრულა ერიკმა.
- მოიცა რა? რა სისულელეა.
- სისულელე არ არის დედა. ლუსი მუცლით ჩემს შვილს ატარებს. მინდა დაუყოვნებლივ გადმოვიდეს ის ამ სახლში. მინდა ბავშვი ჩემს გვერდით იზრდებოდეს.
- ხვდები მაინც რას ამბობ? მამაშენმა რომ გაიგოს გული გაუსკდება!
- მამასაც ვეტყვი, მაგრამ მოგვიანებით. დედა ეს ბავშვი და ლუსი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გთხოვ გამიგე.

მისის ჯონსმა უცნაური და დაჟინებული სახით დამიწყო ცქერა.
- ასე ნუ მიყურებთ, არც მე მახარებს ეს ამბავი, მაგრამ ბავშვი დამნაშავე არ არის. ის იმსახურებს გვერდში სებასტიანისნაირი მამა ყავდეს, რომელსაც ეყვარება და დაიცავა მას- ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ერიკს ზიზღით გავხედე. ისიც მიყურებდა, მალევე კი თვალი ამარიდა.
- ჯობს მალევე შეეჩვიოთ ამას, რადგან ლუსი ჩვენთან იცხოვრებს. მამაც მალე გაიგებს ამ ამბავს.
- არა მოიცადე. მამაშენს ჯერ არ უთხრა. მასზე ეს ამბავი ცუდად იმოქმედებს.
- კარგი დედა, მაგრამ მანაც უნდა იცოდეს.
- მოგვიანებით ვეტყვით.

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now