33

826 61 6
                                    

Claire's POV.

არ ვიცი სად ვარ. ღამეა. მანქანა ტყის პირას გავაჩერე და რაღაც გორაკზე დავჯექი. საშინლად ვგრძნობ თავს. არფერზე ფიქრი არ შემეძლო, მხოლოდ იმაზე თუ რაც გავაკეთე. გზაში ორი ბოთლი ლუდი დავლიე, რის გამოც ცოტა თავი მტკივა.

ვერც კი ვხვდები როდის ვპააუხობ ტელეფონზე შემოსულ ზარს.

- პატარავ, სად ხარ?- მესმის ჰარის თბილი და ამავდროულად განერვიულებული ხმა.
- არ ვიცი ჰარი. არაფერი არ ვიცი... აქ ხეებია და რაღაც გორა. მანქანა გზაზე გავაჩერე, ტყის პირას. სახლში მომავალ გზაზე.
- კარგი, მგონი ვიცი სადაც ხარ. არსად წახვიდე, მალე მოვალ.
- საჭირო არ არის. სახლში მეთვითონ დავბრუნდები.
- არა საჭიროა, ასეთ მდგომარეობაში საჭესთან არ დაჯდე.
- ჰარი კარგად ვარ
- არა არ ხარ. ვიცი რაც მოხდა, ლუსიმ ყველაფერი გვითხრა და ვიცი რომ ახლა კარგად არ ხარ კლერ. დამელოდე, მალე მანდ ვიქნები.

რათქმა უნდა ლუსიმ ყველას ყველაფერი მოუყვა. ახლა ყველა ჩემს დადანაშაულებას დაიწყებს და არც კი მინდა გონებაში გავივლო ის მომენტი როცა სახლში შევაბიჯებ და იქ გაცოფებული დედა დამხვდება.

არც კი მახსოვს დრო როდის გავიდა. მანქანის გაჩერების ხმა გავიგე, არ ვიცი საიდან. მალე კი ჩემს გვერდით ჰარი გაჩნდა.

- ნასვამი ხარ?
- არა, ძალიან ცოტა დავლიე.
- კარგი. წამოდი სახლში წაგიყვან. სულ
გაყინულხარ.
- სახლში არ მინდა ჰარ.
- დედაშენი არც ისე კარგ მდგომარეობაშია. გელოდება.
- შენ ხომ იცი, რომ ეს არ მინდოდა. მე უბრალოდ...
- ჩშშ. ვიცი პატარავ- გამაწყვეტინა  და გულზე მიმიკრო- არ ვიცი ეს რატომ გააკეთე, მაგრამ ვიცი რომ ბოროტი არ ხარ და არ გინდოდა ეს მომხდარიყო. ახლა ადექი სახლში წავიდეთ მერე ყველაფერი მომიყევი.
- დღეს ჩემთან დარჩი კარგი?
- რათქმა უნდა დავრჩები.

გზა მალე მიილია. მანქანა სახლის წინ გაჩერდა. ახლა ამ მანქანიდან გადასვლას და სახლში შესვლს ყველაფერი მერჩივნა. ღამის მანქანაში გათენებაზეც კი ვიყავი თანახმა. მაგრამ ჰარიმ კარი გამოაღო და მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა. სახლისკენ ნელი სვლით წავედით და მალე სახლში შევედით. სუჩუმე იყო. ტკივილის მომგვრელი სიჩუმე. საშინლად დაღლილი ვიყავი, როგორც ემოციურად ისე ფიზიკურად, ამიტომ ახლა ძილის მეტი არფერი მინდოდა. ეს მჭირდებოდა.
გეზი პირფაპირ ოთახისკენ ავიღე იმ იმედით, რომ დედას თავს დავაღწევდი. მაგრამ შევცდი.

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now