1

2.1K 89 10
                                    

Claire's POV.

ჯანდაბა ციხიდან დღეს გამოდის, ნამდვილად მომძებნის და ჩემს მოკვლას მოისურვებს. 5 წელი გავიდა... მგონი სახლში დაბრუნების დროა.

_ ვიოო_ ვყვირი და კიბეზე ჩავრბივარ, ვიოლეტი სამზარეულოშია.
_ რა გაყვირებს.
_ ლონდონში ვბრუნდები.
_ მეხუმრები?
_ არა, დღესვე მივფრინავთ. სახლში წასვლის დრო მოვიდა.
_ ასე მალე რამ გაგაგიჟა?
_ ასე მალე? 5 წელი გავიდა. ჩემი და-ძმა 5 წელია არ მინახავს. თან... დღეს ციხიდან ერიკი გამოდის...
_ არ არსებობს. ასე მალე?
_ ხო, როგორც ჩანს იქაც მიუწვდება ხელი.
_ უნდა დაიმალო.
_ ამიტომ მივდივარ ლონდონში, თან ხო იცი...
_ ხო... კარგი ბარგი ჩავალაგოთ და ბილეთები ვიყიდოთ. თუ შესაძლებელი იქნება დღესვე გავფრინდებით.
_ კარგი.

ოთახში ავედი და ნივთების ჩაწყობა დავიწყე. ერიკი ჩემი ყოფილი ქმარია... 3 წლის წინ დავშორდი, მას... საშინელება გააკეთა. ყველაფერს მალე გაიგებთ. მყავს დედა, უფროსი ძმა_ზეინი და უფროსი და-ლუსი. მე ყველაზე პატარა ვარ. ზეინი 27-ისა, ლუსი 29-ის, მე კი 24 ის.

არ ვიცი ამ 5 წლის განმავლობაში რა ხდებოდა ლონდონში, როგორ არიან ისინი, ისიც კი არ ვიცი ისევ იქ ცხოვრობენ თუ არა...
_ აბა რა ქენი ჩალაგდი?
_ კი. შენ რა ქენი.
_ რადა ყველაფერი მოვაგვარე. 2 საათში მივფრინავთ.
_ საუკეთესო ხარ_ მივედი და ჩავეხუტე.
_ ხომ იცი რომ შეიძლება ცუდად შეგხვდნენ, ამისთვის მზად უნდა იყო.
_ ხო ვიცი...
_ პირველს ვის ნახავ?
_ ზეინს_ ღიმილით ვთქვი.






5 საათის შემდეგ:

უკვე ლონდონში ჩავფრინდით და ფეხი დავადგი ქალაქში რომელშიც დავიბადე და გავიზარდე. ტაქსი გავაჩერეთ და მძღოლს ჩემი სახლის მისამართი ვუთხარი.

15 წუთში მანქანა ძველი, ხის სახლის წინ გაჩერდა. მძღოლს გადვუხადეთ და მანქანიდან გადმოვედით.

_ 2 წუთი დაგველოდეთ.

ეტყობოდა რომ სახლი დიდი ხნის ცარიელი იყო. ხის ფანჯრებს ქარი აქეთ-იქით აქანავებდა და აჭრიალებდა.

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now