10

143 9 2
                                    

უკვე სამსახურში ვიყავით. გზაში არც ერთს არ ამოგვიღია ხმა. მე უბრალოდ ჩუმად ყოფნა ვამჯობინე, რადგან ჩემს სწავლაზე უნდა მეფიქრა. ასეც მოვიქეცი. მთელი გზა უნივერსიტეტზე ვფიქრობდი. გადასახადი უნდა შემეტანა. ფულს ბებიაჩემი მიგზავნის სულ, დღეს დილითაც მივიღე თანხა.
სამსახურში ხან ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ხან ჯეისონს ვეჭორავებოდი. ძალიან დავვახლოვდით. კარგი ტიპია. მთელი სამუშაოს მანძილზე ჰარისთან არ შევსულვარ, არც მინდოდა. უბრალოდ ჩემთვის ვიყავი. მაგრამ საბოლოოდ შწსვლა მომიწია. კარებზე დავაკაკუნე.
-შეიძლება?
-შემოდით - მომაძახა და კარები შევაღე. - აჰ კენ მოდი
-შეიძლება რომ წავიდე? - იმედი მქონდა რომ კის მეტყვოდა, რადგან სასწრაფოდ უნდა ჩამერიცხა თანხა.
-არა - სერიოზული სახე ჰქონდა
-ხუმრობ ხომ? უკან დავბრუნდები, მხოლოდ 20 წუთით მინდა გასვლა
-აქ მჭირდები
-და რისთვის. აქ დიდს არაფერს წარმოვადგენ და ჯეისონს შეუძლია შემცვალოს.
-წესით თავადაც უნდა მიხვდე რატომაც მჭირდები - ცალყბად გაიღიმა. ეგრევე მივხვდი მის აზრებს და დავიმანჭე
-შენთან სექსი არ მექნება!
-რატომ? გუშინ ხომ კარგად გავერთეთ?
-ამაზრზენი ხარ!
-პატარავ კარგი რა
-გთხოვ რომ 20 წუთით გამოშვა! არაფერი დაშავდება!
-კარგი ჯანდაბას, წადი! მაგრამ ჩემთან დაწოლაზე აღარ იოცნებო დღეს! თავს სხვისით დავიკმაყოფილებ...
-მართლა რა ამმაზრზენი ხარ - ვთქვი და სტაილსის კაბინეტი დავტოვე.

^^
ფული უკვე ჩავრიცხე. მაგრამ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. ამიტომაც ლილეს დავურეკე და ვუთხარი ჰარისთვის ეთქვა რომ ვეღარ მივიდოდი, მაგრამ ჰარი გაბრაზებულა, 20 წუთი გავუშვიო და ახლა კიდე უნდა წასვლაო? ამიტომაც მივედი და ჩემი დის კაბინეტში მოვთავსდი, რომ არავის შევეწუხებინე. თავი მაგიდაზე ჩამოვდე და თვალები დავხუჭე.
საბედნიეროდ არავის შევუწუხებივარ. ყველა სახლში მიდიოდა და მეც ლილეს დავუწყე ლოდინი რომ ერთად წავსულიყავით. ისიც მალევე შემოვიდა ოთახში, ჩანთები ავიღეთ და ოთახი დავტოვეთ.
სანამ გარეთ გავიდოდით ლილემ საუბარი წამოიწყო.
-აბა რა ქენი? გადაიხადე?
-კი
-სრულიად დაფარე თანხა? დამატება ხომ არ გჭირდება?
-სტიპენდია მაქვს
-ხო მახსოვს ეგ მარა მაინც
-არა, დახმარება არ მჭირდება . - უკვე გარეთ ვიყავით გასულები, როდესაც რაღაც მომაწვა და ეგრევე ვაღებინე.
-კარგად ხარ? - მომესმა ჰარის ხმა. პირი სალფეტკით მოვიწმინდე და თავი დავუქნიე. ახლა ყველაზე მეტად სახლში წასვლა და საწოლში წოლა მინდოდა. - გინდა სახლში წაგიყვანო?
-ლილეს მივყავარ. - ვთქვი და ლილეზ მანქანაში ჩავხტი. ლილემ ხელი შუბლზე მომადო და თქვა:
-ღმერთო ჩემო იწვი! - თქვა კი არა დაიკივლა. როდესაც ცუდად ვარ სულ ზრუნავს ჩემზე
-სახლში მიდნა - ვთქვი და თავი ფანჯარას მივადე.

იძულებული H.S. Onde as histórias ganham vida. Descobre agora