2 + CAST

265 9 2
                                    

Kendall pov:

არ მჯერა! მართლა მათხოვებენ? ლუკასმა სიმართლე თქვა? მართლა მწირავენ მგონი. დარწმუნებული ვარ გადავაფიქრებინებ. მათ ჩემი უბრალოდ გათხოვება არ შეუძლიათ! მითუმეტეს ლუკასზე! მე მას ცოლად არ გავყვები!
სახლში შევვარდი და დედას დავუძახე. სამზარეულოში იყო და სუფრას ალაგებდა. ლილე უკვე წასულიყო კომპანიაში, სადაც მუშაობს, ის უფროსის თანაშემწეა და ძალიანაც აქებენ, ძალაუიან შრის მოყვარეაო, ნუ სახლში ეგეთი არაა მარა ხო. მოდი ისევ იმ თემას დავუბრუნდეთ, აი რო მათხოვებენ მაგას.
-ქალბატონო მია! - გაბრაზებული როცა ვარ სახელით მივმართავ.
-რა იყო კენ - არ ელოდა თავისი სახელის გაგებას ჩემი პირიდან
-ზებომ რაც მითხრა მართალია?
-რას გადაეკიდე ამ ბიჭს! ზებერჯეტი კი არა ლუკასი ჰქვია - ამის დროა ახლა?
-ამის დროაა? კითხვა დაგისვი მგონი
-რა კითხვა?
-ზებომ რაც მითხრა მართალია?
-გააჩნია რა გითხრა, თუ დამიშვნაზე ამობობ, კი მართალია - ნუთუ ჩემი მოკვლა სურთ?? უნდათ რომ მას მიმათხოვონ და 3 შვილი ვზარდო? ფუუ ახლა წარმოვიდგინე, რს რა წესია! მე არ ვაპირებ მათ ტანსაცმელი გავუვუთოვო, ვაჭამო, გავზარდო! არა მარტო ბავშვებზე არ მაქვს ლაპარაკი, ლუკასზეც ვამბობ! მე მას არ მივხედავ! არც მუშაობს! არა არც მე ვმუშაობ მაგრამ ის ჩემს კისერზე იცხოვრებს. იდიოტი. არ მინდა. არა.
-კენდელ გამოფხიზლდი! - ფიქრებიდან დედას ყვირილმა გამომიყვანა.
-არ მინდა!
-რა არ გინდა
-პროტესტს ვაცხადებ! ასე არ შეიძლება! უთხარით რო აღარ მოვიდნენ!
-უკვე ვუთხარით! სირცხვილია
-არ არის სირცხვილი!
-დიახაც არის!
-ყველაფერს ვიზამ, ოღონდ მას არ გამაყოლოთ ცოლად!
-ყველაფერს? - რას გეგმავს?
-კი ყველაფერს!
-კარგი! მაშინ ნორმალური სამსახური იშოვე! - ჰაა? კი მაგრამ...
-კი მაგრამ მე ხომ ვსწავლობ
-ჯერ არდადეგებია! შეგიძლია არდადეგებზე იმუშავო
-მაგრამ
-ხომ არ გინდა ზაბერჯეტ.. ფუ ლუკასს გაჰყვე ცოლად
-ხო მარა
-იმუშავებ?
-კი კი! ჯანდაბას სამსახურს მოვძებნი!
-კარგი ვეტყვი რო ჯერ არ მოვიდნენ, ცოტახანი დაიცადონ
-მადლობა
გაზეთს ხელი დავტაცე და ჩემს ოთახში შევედი. უი ხო სწავლაზე, გამომძიებელი მინდა გავხდე. ხოდა მაგაზე ვსწავლობ. მესამე კურსზე გადავალ სექტემბერში. ახლახანს გავხდი ოცის და მაგიტომ. ძალიან კარგად ვსწავლობ, მაგრამ ჯერ ჯერობით ვერ დავიწყებ FBIში მუშაობას, ჯერ ადრეა, ასერომ გადავწყვიტე რომ ჩვეულებრვი სამუშაო ვიპოვო.
გაზეთი დავიჭირე და სამსახურის ძიება დავიწყე. მაღაზია სულ გადამავიწყდა.
10 წუთი ძებნის შემდეგ ჩემი დის კომპანია მომხვდა თვალში.
"კომპანია "სარტე" - მოდის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია - ეძებს კურიერს, გასაუბრებისთვის მობრძანდით მისამართზე: ***********"
დადააამ! ჩემი დაც დამეხმარება და იქნებ მომაწყოს? მარა არა! მოწყობით არ მინდა! ჩემით მივაღწევ ამ უძალიანესად პატარა წარმატებას. ლილეს დავურეკე:

იძულებული H.S. Where stories live. Discover now