4

176 10 0
                                    

დილით ადრე გამეღვიძა, 6 საათი იყო. ძილი ვეღარ შევიბრუნე, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფიასთვის უნდა დამერეკა! თუ მე არ მძინავს არც იმას არ უნდა ეძინოს ეგრე ტკბილად! დავურეკე, არ აიღო, კიდევ დავურეკე და კიდევ არ აიღო. მესამედ კიდევ დავურეკე და აიღო. აი ეგრე.

-რა გინდა
-რას ჰქვია რა მინდა
-კენ
-ჰმ
-გააჯვი

უზრდელიიიი! ვინ გაზარდა! ნუ მე მარა კაი! მე ეგ სიტყვები მისთვის არ მისწავლებია! ან შეიძლება ვასწავლე! ვინ იცის! ისევ დაიძინა? კიდევ დავურეკო? კაი ამ ერთხელ დავინდობ და აღარ დავურეკავ, დაე ტკბილად ეძინოს.
ავდექი, ისევ წვიამიანი დღე იყო, მაგრამ გუშინდელთან შედარებით ნაკლებად წვიმდა. სააბაზანოში შევედი, შხაპი მივიღე, ერთი ორიც ვიმღერე და კბილებიც გამოვიხეხე. არ მსურდა რომ ისევ ისე ჩამეცვა ასე რომ ჩემს კარადაში ქექიალი დავუწყე. ჯერ ერთი მაისური ამოვიღე, მერე ერთი კაბა, შემდეგ ისევ მაისური და ასე დავაცარიელე ჩემი კარადა. იქიდან არაფრის ჩაცმა არ მსურდა, თან ამ არჩევის პერიოდში ჩემი სველი თმებიდან წვეთები მცვიოდა და ხალათს მისველებდა.
შვიდის ნახევარი იყო და მე კიდევ არ ამერჩია ტანსაცმელი. არა დრო კი მაქვს მარა მინდა, რომ მალე მოვრჩე გამზადებას. რადგან ვერაფერი ვერ ვიპოვე ლილეს ოთახში შევედი ჩუმად და მის გარდერობში ქექიალი დავიწყე და ვუალაა! ვიპოვე მშვენიერება! შავი, თეთრ გულებიანი ტოპი, თეთრი ნაჭრის შორტები და ასევე შორტის ფერი მოქსოვილი ჟაკეტი. ნუ ლილე მომკლავს მარა არაუშავს.

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
იძულებული H.S. Where stories live. Discover now