7

174 11 3
                                    

დილით გვიან გამეღვიძა, თავი საშინლად მტკიოდა, გუშინ იმდენი დავლიე რომ არაფერი არ მახსოვს. საათს დავხედე და
-ჯანდაბა! დამაგვიანდა! - ჩამეძინა, ალბათ სიმთვრალის გამო. უცებ წამოვხტი, რის გამოც თავბრუ დამეხვა. წყალი გადავივლე რადგან ალკოჰოლის სუნად ვყარდი. თმები გავიშრე და ტანსაცმილს არჩევა დავიწყე. 1 წუთში უკვე ვიცოდი თუ რა უნდა ჩამეცვა. კარადიდან შავი ნაჭრის შარვალი და იასამნისფერი სვიტერი, თეთრი გულებით გამოვიღე და გადავიცვი. თვალებზე სიშავეები დავიფარე კონსილერით და სუნამო შევიპკურე.
დაბლა ჩავედი, ქუსლიანები ამოვიცვი და გარეთ გავედი. ჩემი გამოძახილი ტაქსი უკვე აქ იყო და მე მელოდებოდა.
ტაქსი სარტესთან როგორც კი მივიდა, ეგრევე ფული გადავუხადე და მანქანიდან გადმოვხტი. სარტეში შევირბინე და ჩემი დის მოძებვნა დავიწყე, რომ დამეტუქსა. მისი კაბინეტის კარები შევაღე და იქ იჯდა, საბუთებს ავსებდა.
-ჰეიი - მომესალმა
-რა ჰეი, ახლა გაგარტყამ რაღაცას!
-რა დავაშავე
-დილით რატო არ გამაღვიძე?
-რას ამბობ შენ ხო მაღვიძებ რა
-დიახაც
-სულაც არა
-სკოლაში წასასავლელად ხომ გაღვიძებდი?
-დამეკარგე აქედან - ადგა, ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. ამოვიბურტყუნე და ჩემი სამუშაოს შესრულდბა დავიწყე, ისე ვითომც არ დამიგვიანია.
საბუთები იქით აქეთ დამქონდა, ზოგი ყავას მთხოვდა, ზოგი რას... საბოლოოდ სტაილსმა გამომიძახა. ინტერესი მკლავდა თუ რა უნდოდა ჩემგან, ამიტომაც უცბად მივირბინე მასთან.
-კენდელ დღეს რატომ დაიგვიანე? - არ გამოპარვია
-ჩამეძინა - მოტყუება არც მიფიქრია და არც სხვისავით მიცეცებია თვალები.
-და რატომ? - ჰაჰ ნეტა არც ამას არ ახსოვს? მაგრამ მე მეგონა კაცებს დალევის შემდეგ ბევრი რამე ახსოვთ.
-გუშინდელის გამო - მხრები ავიჩევე და ისე ვთქვი.
-მჰმ ახლა საქმეზე გადავალ
-კარგით
-დღეს საღამოს წვეულებაა და მოსაწვევეები გააგზავნე - თქვა და მოწვეულების სია მომაწოდა. მეც თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ფურცელი გამოვართვი. - დღეს კომპანია 20 წლის გახდა და ამას ავღნიშნავთ.
-ჰაჰ გილოცავთ - ვთქვი და კაბინეტი უნდა დამეტოვა, როდესაც ყველაფერი გამახსენდა... გონებაში ამომიტივტივდა გუშინდელი მოგონებები, ის თუ როგორ ვცეკვავდით მე და ლუი, როგორ ვსვავდით, როგორ მოვიდა სარა და როგორ ჩავუხტი კალთაში ჰარის.. - ღმერთო ჩემო - კარებთან მისული შევტრიალდი და ჰარის გავხედე...
-რა მოხდა - სავარძლიდან ამომხედა
-გუშინ... - ვთქვი და უცებ დავტოვე სტაილსის კაბინეტი და საჭირო ოთახისკენ წავსულიყავი, რადგან გულის რევის შეგრძნება მქონდა.
დიახ გული ამერია თუ არა, ტოალეტში ჰარი შემოვიდა
-კარგად ხარ?
-მეტყობა რომ კარგად ვარ? - უხეშად ვუთხარი
-რატომ უხეშობ?
-გუშინდელი გამახსენდა - და დავიჯღანე.
-მაინც რა? - ეშმაკურად, ცალხმრივ გაიღიმა.
-ჯანდაბამდე გზაც გქონია - პირი გამოვივლე და გავედი. მაგრამ უკან შევბრუნდი და ვთქვი - ისე ეს ქალების საპირფარეშოა
-ღმერთო - ამოიოხრა და გამოვიდა.

სოფიასთვის უნდა დამერეკა როდესაც თავად დამირეკა

იძულებული H.S. Where stories live. Discover now