ბოლოს მოთმინება ამიმეწურა და ფანჯარა ჩავაღე. დაცვას გავხედე, რომელიც ზეინს ეკამათებოდა და ვიცანი კიდეც.

- ნათანიელ!
- ქ-ქალბატონო კლერ?
- მადლობელი ვიქნები თუ ჭიშკარს გააღებ და სახლში შეგვიშვებ.
- დიახ, დიახ ახლავე. ბიჭებო! ჭიშკარი დააღეთ!

ყველამ გაკვირვებულმა შემომხედა. ზეინმა მანქანა ეზოში შეიყვანა და სახლის წინ გააჩერა. გარედანაც კი გემოვნებიანი სახლი ჩანს.

მანქანიდან გადავედით და სახლის კარზე ზარი დავრეკეთ. მალე კარი ვიღაც ქალმა გააღო და სახლში შეგვიპატიჟა. შესასვლელში პატარა ქვის ქანდაკება იდგა, მისაღებისკენ კედელზე კი ნახატები ეკიდა.

დავინახე კიბიდან ჩამომავალი სებასტიანი და გამეღიმა. ქურთუკი შუახნის ქალს მივაწოდე და სებასტიანისკენ წავედი.

- როგორც ყოველთვის მშვენივრად გამოიყურები_ მითხრა და გადამეხვია. მგონი ჯონსების ოჯახიდან მხოლოდ ის არის ნორმალური.
- მადლობა, სექსუალური ბიჭო_ თვალი ჩავუკარი, რაზეც გაეღიმა და მეც ღიმილით ვუპასუხე.
- მისის მალიკ, როგორ გიკითხოთ?
- მადლობა კარგად ვარ.
- ლუსი შენც ხომ კარგად ხარ? ამ ბოლო დროს კომპანიაში აღარ მოსულხარ და
- კი კარგად ვარ, უბრალოდ რაღაც პატარა პრობლემებია.

კიბიდან ისევ მოისმა ნაბიჯების ხმა. გავიხედე და დავინახე ერიკი და მისი მშობლები, რომლებიც არც კი იღიმოდნენ.

- გამიხარდა, რომ მობრძანდით_ თქვა ერიკმა.

ჩემთან მოიწია, მაგრამ გვერდზე გავიწიე. ამელია და ბატონი ჯონსი მოგვესალმნენ და მისაღებში გაგვიძღვნენ სადაც სუფრა გაეშლათ. აშკარად არ სიამოვმებდათ ჩვენი აქ ყოფნა.

- თქვენი ქალიშვილი ძალიან კარგი და მარჯვე გოგოა, საკმაოდ კარგად ართმევს თავს კომპანიის საქმეებს_ თქვა ბატონმა ჯონსმა და ღიმილით ლუსის გახედა.

სუფრასთან ადგილები დავიკავეთ. ერიკი ჩემს წინ გაჯდა და დაჟინებით მაკვირდებოდა.

- გემოვნება დაგიხვეწავს_ მითხრა ამელიამ და გაკვრით შემათვალიერა.
- ისედაც კარგი გემოვნება მქონდა მაგრამ თქვენს გემოვნებაში არ ჯდებოდა მისის ჯონს_ ვუპასუხე, რაზეც წარბები აჩაქა, დედამ კი მხარი გამკრა.
- ჯობს ვახშმობა დავიწყოთ.

სუფრაზე ცხელი კერძებიც მოიტანეს, მე კი მადა ნამდვილად არმქონდა. ის კი თუ როგორი დაჟინებით მიყურებდა ერიკი ჭამის სურვილს ნამდვილად მიქრობდა. ახლა ყველაზე ნაკლებად აქ ყოფნა მინდოდა და ვვოცნებობდი აქაუროდას გავრიდებოდი.

- გამიხარდა, რომ დღეს აქ ხართ და ერთ სუფრასთან ვვახშმობთ. ერთმანეთი ცუდ ვითარებაში გავიცანით, და ვფიქრობ ამ ვახშმით შანსი გვეძლევა ერთმანეთს დავუახლოვდეთ,,როგორც ოჯახი.
- მაპატიე, მაგრამ ჩვენ ოჯახი არ ვართ_ ვუთხარი ერიკს და ნაგლურად გავხედე_ შეგახსენებ, რომ ეს ოჯახი დიდი ხნის წინ დაინგრა და თუ გგონია, რომ ისევ გამთელდება ძალიან ცდები.
- კლერ...
- არა, არაფერი თქვა. ერთადერთი რატომაც დღეს აქ ვზივარ დედაჩემის პატივიაცემის და თხოვნის გამოა. ახლა კი უკაცრავად საპირფარეშოში გავალ.

ვთქვი და დერეფანს გავუყევი. ვიმედოვნებდი, რომ საპირფარეშო აქ იქნებოდა და მართალიც აღმოვჩნდი.

კარი მივხურე და ცივი წყალი მოვუშვი. ხელები დავიბანე და მინდოდა ცივი წყალი სახეზეც შემესხა გამოსაფხიზლებლად, მაგრამ ამით მაკიაჟს გავიფუჭებდი.

მოულოდნელად კარი გაიღო და ვინ იქნებოდა თუ არა ერიკი.

- გადი!
- უკვე გითხარი, რომ ეგ კაბა ძალიან გიხდება?_ თითქოს არც გაუგია ჩემი ნათქვამი.
- ერიკ პირდაპირ მითხარი რა ჯანდაბა გინდა ჩემგან.
- ერთადერთი რაც მინდა შენი დაბრუნებაა. ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი მაგრამ...
- შეცდომა? შენ მე ცხოვრება მომპარე და ამას შეცდომას ეძახი?
- კარგი ვიცი, მაგრამ...
- არაფრის მოსმენა არ მინდა. აქედან გადი და არც კი გაიფიქრო, რომ შენთან დავბრუნდები! გადი!
- თუ ასეა სიახლეებს ელოდე კლერ. არ მოგცემ უფლებას მშვიდად იცხოვრო, ჩემს გარეშე.

ბოლო სიტყვები გამოკვეთა. ოთახიდან გავიდა თუ არა ტელეფონი ამოვიღე და არც კი მიფიქრია ისე დავურეკე ჰარის.

- კლერ?
- ჰარი.
- გისმენ, რამე მოხდა?
- არა არაფერი უბრალოდ... შეგიძლია ერთ ადგილას მომაკითხო და აქედან წამიყვანო? უბრალოდ აღარ შემიძლია აქ გაჩერება.
- კარგი. სად ხარ?
- ერიკის სახლში...
- მისამართი მომწერე, გამოვდივარ.
- კარგი. მადლობა.

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now