დედამ ხელი ჩამავლო და ოთახში შემიყვანა.
_ ილოცე შენმა ძმამ არ გაიგოს.
_ დედა...

ნახევარი საათი ასე ვიყავი ჩაკეტილი და ვტიროდი. შემდეგ კარი გაიღო და დედა ვიღაც ქალთან ერთად შემოვიდა ოთახში.

_ შეამოწმე.
_ რა? არა დედა არაფერი გამიკეთებია, არ ქნა გთხოვ დედაა...
_ რა ხდება_ ოთახში ლუსი შემოვარდა_ დედა რას აკეთებ?
_ უბრაკოდ შევამოწმებ ქალიშვილია თუ არა.
_ რა? რას ამბობ.

მე ხმას არ ვიღებდი უბრალოდ ვტიროდი...


30 წუთის შემდეგ:

_ ვინ იყო? ვინ შეგაცდინა? ის მდიდარი ბიჭი ხო?
_ დედა...
_ რა დედა... ბავშვობიდან შენი ღირსების დაცვას გასწავლიდი, გეუბნებოდი ფული მთავარი არ არის, მთავარია ღირსება და სინდისი გქონდესთქო შენ კი რა გააკეთე... პირველივე ბიჭს გადაუშალე ფეხები....





2 დღის შემდეგ:

_ თქვენი შვილის ცოლად მოყვანა მინდა_ ამბობს ერიკი და მიღიმის. ალბათ 1 კვირის წინ მის ღიმილს გავაღმერთებდი და მუცელში პეპელები დაიწყებდნენ ფრენას, ახლა კი მხოლოდ ზიზღი მეუფლება.
_ არა! ჩემს შვილს ვერ წაიყვან_ მკაცრად თქვა დედამ.
_ დედა მინდა მას გავყვე ცოლად_ დაბალი ხმით ვუთხარი.
_ არა! არ მოგცემ ამის ნებას.
_ დედა...
_ ლუსი, კლერი ოთახში შეიყვანე.

ლუსიმ ოთახში გამიყვანა და საწოლზე ჩამოვჯექით.

_ მისმინე, ეს თუ მან ძალით გააკეთა...
_ ლუსი, ეს ჩემი ნება იყო... ძალით არ გაუკეთებია. ახლა კი მინდა მას ცოლად გავყვე.
_ მაგრამ...
_ გთხოვ...
_ კარგი.

ვერ ვიტან მას... მეგონა კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ვცდებოდი. მდიდარი განებივრებული ბიჭია, რომელიც ყველაფერს იღებს რაც უნდა...




ახლანდელი დრო:

_ კარგი მე წავალ_ ფეხზე წამოვდექი.
_ სად მიდიხარ?
_ ვიოლეტი სახლში მარტოა, თან ბარგის ამოლაგებაში და სახლის მილაგებაში დახმარება დაჭირდება.
_ კარგი ჩვენ წაგიყვანთ_ თქვა ზეინმა.
_ საჭირო არ არის.
_ საჭიროა. წამო...
_ კარგი.

ზეინმა მალე ჩაიცვა და სასტუმროდან გამოვედით. სასტუმროს წინ მანქანა დაგვხვდა. უკვე უნდა ჩავმჯდარიყავით რომ ტელეფონმა დამირეჯა.

_ გისმენთ.
_ ......
_ გისმენთ.... _ კიდევ ერთხელ გავიმეორე.
_ შენი ხმა მომნატრებია_ გავიგე ერიკის ამაზრზენი ხმა...
_ შენ?
_ რა იყო არ მელოდი?
_ რა გინდა_ სხეული დამეძაბა...
_ კარგად ხარ?_ მკითხა ზეინმა.

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

_ რა გინდა... _ კიდე ერთხელ გავუმეორე.
_ შენთან დამშვიდობება მინდოდა ძვირფასო... ისე სამწუხაროა რომ ასე ხდება, არადა საწოლში კარგი იყავი ხოლმე...
_ გაჩუნდი!
_ გახსოვს როცა ციხეში გამისტუმრე გითხარი დავბრუნდები და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიგცევთქო, მაგრამ გადავიფიქრე. მოგკლავ და ამით შენს ოჯახს გავამწარებ... გეგონა ლონდონში ძამიკოსთან გაიქცეოდი და დამემალებოდი? არ გამოგივიდა კლერ! უკანასკნელად შეხედე შენს ძმას... მშვიდობით...

ტელეფონი გათიშა და იმ მომენტში საშინელი წვა ვიგრძენი მუცელში...

_ ზეინ, ზეინ სნაიპერი_ იყვირა ჰარიმ... ყველაფრი დატრიალდა და თანდათან გაშავება დაიწყო.
_ კლერ, კლერრ... პატარავ, თვალები არ დახუჭო... გაუძელიი_ სახეზე მეფერებოდა ზეინი_ ჰარი მანქანა დაქოქე სწრაფად!!

ზეინმა ხელში ამიყვანა და მის მკვალებშივე გავითიშე.











კომებს ველი💘💫

ახალი თავის დადება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული🥰

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now