დრო მომაკვდინებელად ნელა მიიზლაზნებოდა. ბოსტონში, ქალაქში, სადაც ზღაპრული ისტორია ჩემ ყორნისფერ თმიან მეამბოხესთან ერთად უნდა დამეწერა, ახლა მისი უარყოფისგან მიღებულ ნაიარევებს ვიშუშებდი.
მიუხედავად იმისა, რომ ახალ სახლში კარგად მივიწყებული დეიდაშვილი წუთითაც არ მშორდებოდა გვერდიდან, მაინც არ შემეძლო იმ ფიქრებთან გამკლავება, რა იქნებოდა ჩვენ ცხოვრებაში ის საშინელი დღე რომ არ ყოფილიყო.
-ლილ, თავს უკეთესად გრძნობ? - ორი თვის მანძილზე გაზეპირებულ ფრაზას უსიტყვოდ შევეგებე და ქლოის ძალით გავუღიმე.
-მაპატიე, უბრალოდ მიხარია რომ თაბაშირისგან საბოლოოდ გათავისუფლდები.-ჩუმად ჩაიხითხითა და ჩემთან ჩამუხლულ ექიმს ღიმილით დახედა.
დაძაბული ვუყურებდი, როგორ ჭრიდა უცნობი თეთრ ხალათიანი ფეხზე გამოძერწილ თაბაშირის მყარ ფიგურას და მხოლოდ განვლილ დროზე ვფიქრობდი.
ვერ ვიაზრებდი რომ იმ დიდი ტყუილის გამომჟღავნებიდან კიდევ ორი თვე გავიდა.
გამაყრუებელი აპარატის ბზუილმა და ექიმის ხალისიანმა შეძახილმა ფიქრებში ღრმად წასვლის უფლება არ მომცა.
გათავისუფლებულ ფეხს ღიმილით დავხედე და სავარძლიდან თავისუფლად დადგომის სურვილით ფრთხილად წამოვდექი.
-ლილიან, მიხარია შენი საღსალამათის დანახვა.-ოთახის კარი ადამმა შემოაღო და ღიმილით მომეხვია.
სიარულს გადაჩვეულმა, წამით წონასწორობაც დავკარგე, მაგრამ ადამის სწრაფმა რეაგირებამ ძირს დაცემის საშუალება არ მომცა.
-კარგი იქნება გარკვეული პერიოდი ხელჯოხს თუ ატარებ.-ჩუმად დაიჩურჩულა და წელზე მოხვეული ხელი ფრთხილად შემიშვა.
-გამარჯობა ადამ, დეიდა ჯერ კიდევ ელოდება შენგან დაპირებულ ვახშამს. _ჩაიხითხითა ქლოიმ და ჩემი ნივთები სავარძლიდან წამოკრიფა.
YOU ARE READING
family portrait(დასრულებული)
Fanfictionმიტოვებული ადამიანი ყოველთვის დაკარგული და დაბნეულია, მაგრამ ცხოვრება არასდროს გვწირავს. ყოველთვის გვიგზავნის ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზიარებს ჩვენ სიხარულსა და სევდას. ის აუცილებლად გვიჩენს ადამიანს, რომლის მხარზეც ყოველთვის შეგეძლება თავ...