ოცდამეცხრე თავი

319 26 12
                                    

სახლში დაუმსახურებელი, ბედნიერი ღიმილით შევაბიჯე. გონებაში გამოკეტილი ახალი მოგონებები შეუწყვეტლივ განაგრძობდნენ იმის შეხსენებას, რომ ცხოვრების განვლილი გზის შემდეგ, ყორნისფერ თმიან მეამბოხეს წარსულში ვეღარ დავტოვებდი, რადგან ის ჩემი ნაწილი იყო.

სანაპიროს ქვიშისგან დასვრილი ფეხსაცმელი კართანვე გავიხადე და გაყინული ფეხები თბილ იატაკს შევახე.

-ღმერთო, როგორც იქნა. -მოულოდნელად თავსდაცემულმა სასოწარკვეთილმა წამოძახილმა იმდენად დამაბნია, ჩემზე აკრული სხეულის ვინაობის გაგებაც კი გადამავიწყა.

-ქლოი?- ოქროსფერი დალალებით გაყიდული ვინაობის შემდეგ ამოვილუღლუღე და შეშინებულ ნათესავს მოვშორდი.

-ასე აღარასდროს მოიქცე! რა აღარ ვიფიქრე. მეგონა ქუჩაში მოთარეშე მანიაკის მსხვერპლი გახდი, მე კი ეს დედაშენს დავუმალე! - უძილობისა და ტირილისგან დასიებული თვალებიდან ამოკითხულმა ემოციებმა თავი დამნაშავედ მაგრძნობინა.

-მაპატიე ქლოი.-დანაშაულის შეგრძნებით შეწუხებული, ამჯერად თავად მოვეხვიე მის აცახცახებულ სხეულს და მზრუნველი დედასავით არეულ თმაზე თითები გადავუსვი.

-სად იყავი? -ამჯერად დაწყნარებულმა იკითხა და გამომცდელად შემათვალიერა.

დავდუმდი. მიუხედავად იმისა, რომ ქლოი ზეინთან შერიგების მომხრე იყო, არ ვიცოდი რამდენად გავბედავდი მასთან იმის აღიარებას, რომ მოღალატე ქალივით ვიქცეოდი.

-სამსახურში დამაგვიანდება ქლოი. დღეს ლანდშაპტის დიაზაინი უნდა დავასრულოთ. ჩემი პირველი პროექტია და ვერ დავაგვიანებ. საღამოს აუცილებლად მოგიყვები.-თავის დასახსნელად საქმე მოვიმიზეზე და საფეხურები კოჭლობით ავიარე.

მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენად ბედნიერი ვიყავი ზეინთან, მასთან გატარებული თითოეული წამი დანაშაულის შეგრძნებას უფრო მიღვივებდა, მაგრამ არც მის გარეშე შემეძლო. 

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now