~მერვე თავი~

453 46 19
                                    

დავიკარგე. ვეღარ შევძელი ჩემი ეკლიანი გზის ჯიუტად გაკვალვა და იმ სიბინძურესა და ბოროტებაში ჩავიკარგე, რომელიც თავს არნახული რაოდენობით დამატყდა.

კარამელის ფერმა ველურმა თვალებმა ცხოვრების წინააღმდეგ საბრძოლველად, მთელი სიმამაცე და ძალა გამომაცალა.

მან მიწაზე დამცა, გამაბინძურა, სული და სხეული შემილახა და გატეხილი თოჯინასავით მარტოობისათვის გამიმეტა.

თავადაც კი მაკვირვებდა ის, თუ რამდენად ჩქარა შეეძლო გარემოს ჩაქრობა და ძველებური სილაღის თან წაღება.

ერთადერთი სურვილი მკლავდა. მინდოდა საკუთარ ღირსებას, სიამაყესა და სისპეტაკეს თან გავყოლოდი ფერდაკარგულ რეალობაში, რომლიდანაც უკან ვეღარასდროს დავბრუნდებოდი, მაგრამ არც ეს შემეძლო.

ჩემ სხეულს დაპატრონებოლი ხორც შესხმული ბოროტება, თვალების საბოლოო დახუჭვის უფლებას არ მაძლევდა.

რამდენჯერაც ვიგრძნობდი, რომ ჯოჯოხეთს თავს ვაღწევდი, იმდენჯერ ძლიერი დარტყმა მაფხიზლებდა და უარეს ჯოჯოხეთში მაბრუნებდა.

სულ დასახიჩრებულს, მაშინღა მომეცა სუნთქვისა და ფერდაკარგულ სამყაროში არსებობის გაგრძელების უფლება, როდესაც რეალობად ქცეულმა ურჩხულმა საბოლოოდ გამომწურა სიცოცხლის სურვილი.

-დედაშენს დაემშვიდობები, თუ ამას ზეინი ოდესმე გაიგებს!

ყურთან გამიმეორა იმ ბოროტების დიდმა შავმა მასამ, რომელმაც გამანადგურა და ნასიამოვნებმა ღიღინით დატოვა ოთახი.

საზარელ რეალობაში გამოკეტილს, საბოლოოდ მომეცა საკუთარ კოშმარში მარტო დარჩენის უფლება, მაგრამ ეს უარესი აღმოჩნდა. გონებამ ნელ-ნელა რეალობისთვის თვალის გასწორება დაიწყო და სუნთქვა იმაზე მეტად გამიძნელა, ვიდრე აქამდე შემეძლო.

გრძნობებისგან გამოწურულმა წუთი სიცარიელეში გავატარე, მაგრამ ამ წუთიერი სიმშვიდის გასვლის შემდეგ, ემოციების დიდმა ტალღამ გადამია და ერთბაშად ქარიშხალივით დამატეხა თავს ტკივილი, ბრაზი და სასოწარკვეთილება.

family portrait(დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ