~მეცხრე თავი~

417 42 42
                                    

შევცი, ჩემი უბედურების ეპიცენტრში დაბრუნებაზე უარესი სხვა რამ აღმოჩნდა.

საკუთარ სხეულში გამოკეტილ სიძულვილზე მეტად, მარტოობასთან გამკლავებამ მატკინა.

მატკინა იმან, რომ ჩემ მეამბოხეს ჩემი ცხოვრებიდან გაქრობის უფლება მივეცი; იმან რომ ყველაფრის შემდეგ მოკაშკაშე ვარსკვლავის ამოსვლას თვალს მარტო ვუსწორებდი და ურცხვად ვიხსენებდი დღეებს, როდესაც ზეინთან ერთად, მის მკერდზე მიყრდნობილი ვინაწილებდი ამ თბილ შეგრძნებას.

მან პირობა შეასრულა. ისე გამიუცხოვდა თავადაც კი დამაჯერა რომ არც არასდროს ყოფილა რაიმე ჩვენ შორის.

მიუხედავად ამისა, მესმოდა ყოველ საღამოს, როგორ ჩერდებოდა ოთახის კართან, შემდეგ კი ხმამაღალი ოხვრით აგრძელებდა გზას ისე, თითქოს იქ არც არაფერი ესაქმებოდა.

ვგრძნობდი, რამდენად გვცვლიდა და ნელ-ნელა გვანადგურებდა ერთმანეთის გარეშე გატარებული თითოეული წამი, მაგრამ აღარცერთს შეგვეძლო უკან დაბრუნება.  კარამელისფერმა ბოროტმა თვალებმა ერთმანეთი საბოლოოდ გამოგვტაცა.

ყოველ დილას უფროდაუფრო რთული ხდებოდა თვალის გახელა და დღის იმაზე ფიქრში გატარება, რომ შემეძლო კვირა ისე გამეტარებინა, გონებაში გავლებული ერთი უბრალო სიტყვაც კი არ გამეხმაურებინა.

საკუთარმა მარტოსულობამ ისე დამაუძლურა, ბოლოსღა გავიაზრე, რომ ჩემი უკანასკნელი იმედი, დედა უნდა მომეძებნა.

იმის გათვალისწინებით, რომ მის შესახებ არაფერი ვიცოდი, ორი ყველაზე გრძელი და მომაბეზრებელი კვირა გავლიე, მხოლოდ იმისთვის რომ ერთ ძველ, ისტორიას შემორჩენილ შენობაში აღმომეჩინა ქალი, რომელსაც ალბათ აღარც კი ვახსოვდი.

-მისის გრეი? თქვენ მისი...
-მისი შვილი ვარ.

მდუმარე დღეებისგან გამომშრალი და ჩაწყვეტილი ხმით ვუპასუხე მიმღებში მომღიმარ, ორმოცდა ათ წლამდე ქალს და იმ საფეხურებს ავხედე, რომელიც სადღაც, ძალიან მაღლა აგრძელებდა გზას.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now