~მეშვიდე თავი~

533 44 30
                                    

ნაცნობმა სურნელმა და თბილი სხეულის სიახლოვემ გამომაღვიძა. ნახევრად მძინარემ წამიერად შევათვალიერე ჩემი ოჯახად ქცეული მეგობარი და ღიმილით მოვიქციე ჩემ მკლავებში.

-ლილ...
ჯერ კიდევ ძილბურანში გახვეულმა ჩაიბუტბუტა ჩემი სახელი და უფრო მიმიხუტა.

-ვაგვიანებთ?
თვალდახუჭულმა შეწუხებული ხმით ამოიბურტყუნა და ჩემკენ გადმობრუნდა. ვხედავდი, როგორ უჭირდა გამოფხიზლება და ეს მახალისებდა. მიუხედავად ამდენი ცვლილებისა, ჩემი მეამბოხე ჯერ კიდევ ძილის მოყვარულ მაპარა ბავშვად რჩებოდა.

-არა, დღეს ვისვენებთ. შეგიძლია ძილი გააგრძელო.

გულწრფელი თიმილით ჩავიბუტბუტე და თვალები დავხუჭე არამიწიერი სიმშვიდის შესაგრძნობად, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ჩემში არსებული სიმშვიდე მზის ამოსვლას დაეფრთხო და უცნაური, აქამდე ჩემთვის უცხო გრძნობით აევსო.

დაბნეული იქამდე ვერ ვხვხდებოდი რა ხდებოდა ჩემ თავს, სანამ თვალების გახელისას ჩემზე მოკრული, მომწვანო მოყავისფრო თვალები არ დამიდგა თვალწინ.

-ღმერთო, ზეინ შემაშინე.

დამფრთხალმა წამოვიყვირე და ინსტიქტურად უკან დავიწიე.

-მაპატიე, არ მინდოდა შემეშინებინე. უბრალოდ ჩავფიქრდი და ვერ გავიაზრე ისე შემრჩა თვალები შენზე.

უხერხულად შეიშმუშნა და ლოგინზე ოხვრით წამოჯდა.

მისმა უცნაურმა საქციელმა დამძაბა. მივხვდი რომ ჩვენი მსუბუქი დღეები ცოტახნით დასრულდა და რაღაც ახლის წინაშე დავდექით.

-კარგი, რა მოხდა?

თვალ დახუჭულმა ჩუმად ვიკითხე და ისე გავინაბე თითქოს საკუთარ სიტყვებს მეც თან გავყოლოდი წარსულში.

-არაფერი ისეთი. უბრალოდ... დაივიწყე.

ყორნისფერ თმიანმა უკმაყოფილო ფშვინვა ამოუშვა, შემდეგ გრძელი მოხდენილი თითებით აჩეჩილი თმა გაისწორა და წამოდგომაა დააპირა, მაგრამ ამის უფლება არ მივეცი.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now