~მეცამეტე თავი~

466 45 28
                                    

სხეულში ჩაბეჭდილი უხეში შეხებისგან გაჩენილი ლაქები ნელ-ნელა სადღაც სიღრმიდან ისევ ტივტივდებოდა ჩემ კანზე.

ვგრძნობდი უხეშ, ბინძურ ხელებს ფეხებზე და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ისევ ბრუნდებოდა ჩემში.

-ლილიან გთხოვ ნება მომეცი მოგიახლოვდე და დაგამშვიდო!

ბინძური, ბოროტი განზრახვებისგან დამყალი ტუჩების შეხებას ჯერ ყელზე შემდეგ კი სხეულით თითოეულ ნაწილზე ვგრძნობდი.

-ლილიან ხმა გამეცი!

ჭერზე აკრული განათებული ვარსკვლავები ისევ მკრთალად ასხივებდნენ ჩემ სხეულში დაბრუნებულ სიბინძურეს.

-ლილიან! _ ნაცნობი სუფთა სხეულის ჩემ კანთან შეხებამ ამაცახცახა და უარესად შემაცბუნა.

-არ მომეკარო!_სიკვდილისთვის განწირული მსხვერპლივით დავიყვირე და ოთახიდან სააბაზანოში ისე გავვარდი, არც კი მიფიქრია სხეულის სიშიშვლეზე.

აცახცახებულმა ხელების კანკალით გადავკეტე სააბაზანოს კარი. ღრმად ჩავისუნთქე იმ გულის რევის შესაკავებლად, რომელსაც დევებად ქცეული, ბინძური და შავბნელი გრძნობები იწვევდნენ ჩემში.

გაუაზრებელი ტირილისგან დასველებული სახე შიშველი მაჯებით უხეშად შევიმშრალე და საკუთად ხელებს ისე დავხედე, თითქოს ეს ჩემი სხეულის ნაწილი არ ყოფილიყო.

სიბინძურე და გახრწნილება ჩემში ლპობას იწყებდა. აღარ შემეძლო იმ დაუოკებელი ბინძური გრძნობების ატანა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლად დათამაშობდნენ ჩემი კანის ზედაპირზე.

ვერც კი გავიაზრე, როდის ამოვყავი თავი ცხელი შხაპირ ქვეშ და კანის წვასთან ერთად უხეშად დავიწყე ღრუბლით იმ ლაქების ჩამორეცხვა, რომელიც გულისამრევს მხდიდა.

-უბრალოდ მომშორდი!
დაღლილმა დავიყვირე, ღრუბელი მოვისროლე და ფრჩხილებით ვცადე მტკივნეული, უხეში ხელებისგან დატოვებული შეგრძნებების ამორეცხვა.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now