~ოცდამესამე თავი~

264 30 26
                                    

ოთხი თვის შემდეგ

თბილ საბანში გახვეული შევეგებე ზამთრის მორიგ ცივ, უსიცოცხლო დღეს და ღრმად ჩავისუნთქე.

ჭერზე მიყინული მზერით, გონებაში ჩამოწერილი დღის გეგმა კიდევ ერთხელ გავიხსენე და ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე.

ბასრმა სიცივემ სითბოში გახვეული სხეული წამიერად დამისერა და ამაცახცახა.

კარადასთან მისულმა, სიცოცხლისთვის მებრძოლი ჯარისკაცივით მოვირგე ტანსაცმელი და კიბეებს ხელჯოხით დავუყევი.

-ლილიან შენ ხარ? საყვარელო სასწრაფოდ ჩვენთან მოდი. _აღფრთოვანებული დედის ძახილმა დამაინტერესა. ჯერ კიდევ კოჭლობით გავიარე მისაღები ოთახი და სამზარეულოს ზღურბლზე შევჩერდი.

-რამე განსაკუთრებული მოხდა დედა?_სახეზე მოფენილი ღიმილით გავხედე სიცოცხლისგან ხელახლა ავსებულ აქოთქოთებულ ქალს და მისკენ დავიძარი.

-საყვარელო, ადამი აღარ ხუმრობს. მსგავსი სილამაზე ამხელა მანძილიდან გამოგზავნა თან მხოლოდ შენთვის.

გაუაზრებლად წამოიყვირა დედამ და წინ დადგმულ თაიგულს ჩამოშორდა.

ნაცნობი მნათობი ყვავილების დანახვამ და მისმა მსუბუქმა სურნელმა გონებაში ამოქოლილი წარსულის უზარმაზარი კედელი ძლიერად შეარყია და მეც თან წამიყოლა.

"შენ მანათობელი ლილიანი ხარ, მე კი ტყე, რომელიც შენ გარეშე წყვდიადით მოცული ერთი ჩვეულებრივი ბნელი და საშიში ადგილი იქნებოდა."

მისმა სიტყვებმა გონებაში ჯერ კიდევ ცოცხლად გაიჟღერა და სხეულის თითოეული წერტილი გამიქვავა.

-ლილიან, ყველაფერი რიგზეა? ფერი დაკარგე. საყვარელო კარგად ხარ?

დედის აღელვებულმა ძახილმა მაიძულა რეალობას დავბრუნებოდი და გონებიდან ამოშლილი ისტორიისკენ აღარ გამეხედა.

family portrait(დასრულებული)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora