~მეთერთმეტე თავი~

502 47 44
                                    

რთული აღმოჩნდა დანაშაულის გრძნობით გაღვიძება და იმაზე ფიქრი რომ ჯერ კიდევ გრძნობ, რამდენად ახლოს ხარ სულის იმ ნაწილთან, რომელიც რეალურად არასდროს გვიგრძვნია.

საოცარ, დამატკბობელ, ამაღელვებელ და თავბრუდამხვევ გრძნობებთან ერთად, რთული აღმოჩნდა იმ გრძნობის დატევა, თუ რამდენად ატკინე ერთადერთ ღირებულ ადამიანს, მხოლოდ იმიტომ რომ მისმა სიახლოვემ შეგაშინა.

ყორნისფერ თმიან მეამბოხესთან გამხელილმა საიდუმლომ გულის სიმძიმე მაკურნრნელი მალამოსავით დამიცხრო და თითქოს ისევ იმ სპეტაკ, ნაზ არსებად მაქცია, რომელიც იმ წყეულ დღემდე ვიყავი.

საერთოდ არ ყოფილა მარტივი ჩვენი კოცნიდან მეორე დღეს თვალის გასწორება იმ ადამიანისთვის, რომელმაც ჩემი განადგურებული, ფერფლიდან აღადგინა და რაღაც ახალი, სრულიად განსხვავებულის შექმნა დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ მარტოდ გატარებული ორი ყველაზე ცარიელი წელი ჩემი შიშების გამო დავკარგეთ, შანსი მაინც მან მთხოვა.

ჩვენ ახალი პირობა დავდეთ. ერთმანეთისთვის დრო უნდა მიგვეცა და ამით ის დაკარგული შანსები დაგვებრუნებინა, რომლებიც კარამელიფერმა, ბოროტებისგან აგიზგიზებულმა თვალებმა ეგოისტურად წაგვართვა.

სკოლა საბოლოოდ დავამთავრე. მარტივი არ აღმოჩნდა დამოუკიდებლად საკუთარი საბუთების შეგროვება და იმ იმედით გაგზავნა, რომ ერთ დღეს, სასიხარულო წერილით ხელში მომიწევდა კიდევ ერთხელ დავმშვიდობებოდი ჩემ მეამბოხეს.

***

-ლილ, გამოსაშვების მოსაწვევი გამოგიგზავნეს იცოდი?-სახლში შემომავალმა ძველებურმა თბილმა ხმამ ჩვევად ქცეული ფიქრები გამიფანტა და იმ რეალობაში დამაბრუნა, რომელთანაც ჯერ კიდევ ჯიუტად ვცდილობდი ფეხის აწყობას.

-უკვე მითხრეს, მაგრამ წასვლას არ ვაპირებ.

დივანზე კომფორტულად მოკალათებულმა ისე წამოვიბუტბუტე ხელში მოქცეული კულინარიული წიგნისთვის მზერა არ მომიშორებია.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now