~მეორე თავი~

888 65 14
                                    

არ შევმცდარვარ. ყორნისფერ თმიანი მეამბოხე, სწორედ ის აღმოჩნდა ვინც ჩემ ეკლიან გზას შემოუერთდებოდა და მტკიცე ნაბიჯით ჩემთან ერთად გაივლიდა ცხოვრების სხვადასხვა დაბრკოლებას.

ერთად გატარებული თითოეული წამი, წუთი, დღე თუ კვირა ნელა იკრიბებოდა და საბოლოოდ ჩემ გონებაში საუკეთესო მოგონებებად ილექებოდა.

ის და მე დრომ ერთად შეგვყარა და ორი სიცარიელეში მიკარგული სული ისე მიგვაჯაჭვა ერთმანეთს, როგორც მიწას მოდებული მზის სხივი. პირველივე შეხებით სულსა და ხორცს ერთიანად რომ გითბობს.

მისი წყალობით დავიბრუნე დაკარგული იმედი და ისევ შევძელი ბავშვური სიხალისის დაბრუნება.

მისი წყალობით დავიგროვე გიჟური მოგონებები, რომელებიც სავსე იყო სიცილითა და ფერადი ისტორიებით.

ნელ-ნელა თვეებმა და წლებმა ისე შემოიკრიბეს დროის სარტყელი, რომ ვერც კი მოვასწარით გააზრება ისე წამოვიზარდეთ.

წლებად ქცეული მტკიცე მეგობრობის გამო, ჩვენ ფერად საცხოვრებელში საუკეთესო მეგობრების ეტალონიც კი გავხდით, რადგან მთელი ექვსი წლის მანძილზე, ჩვენი ჩადენილი სიგიჟის გამო ყოველთვის ორნი ვისჯებოდით.

მახსოვს სკოლიდან დაბრუნებულები, როგორ გავიპარეთ ცენტრალურ მოედანზე სასეირნოდ და მთელი დღე ერთად სიცილში, ქუჩის მუსიკოსებთან ერთად ცეკვასა და სიმღერაში გავატარეთ.

საცხოვრებელში დაბრუნებულებს კი დირექტორთან და პოლიციის ოფიცერთან მოგვიწია ახსნა განმარტების ჩაბარება.

***

ჩემი ცხოვრებით მადლიერმა დროზეადრე გავახილე თვალები და რეალურ, მოულოდნელობითა და ხიფათით აღსავსე რეალურ სივრცეს უკმეხად შევეგებე.

სიცოცხლით და წუთიერებით კმაყოფილი დაუზარელად წამოვჯექი ლოგინზე და სიცოცხლის წუთების აღმნიშვნელ, მოწიკწიკე ბომბს შევხედე.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now