Layla

By annouki123

4.3K 269 32

#Prologue# სიყვარული-ჰოო ეს ის გრძნობაა რომელსაც შეუძლია ერთ წამში მოგკლას და გაგათაოს მაგრამ,მოდი ვაღიაროთ ე... More

Prologue
Chapter 1
Chapter 2
Chapter 4
Chapter 5
...
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
***

Chapter 3

315 22 1
By annouki123

Chapter 3:
დაახლოებით 1 საათი რაც ზეინი წავიდა.
როგორც ვიცი მას ჩემი დაცვა ევალება,ისკი ვიღაც გოგოსთან ერთად ერთობა.
მგონი ჯობს სანამ ზეინი დაბრუნდება დავიძინო.
დასვენება ნამდვილად მჭირდება.
ფეხსაცმელი გავიხადე და საწოლზე გადავწექი.
-ღმერთო რა რბილია-პლედი დავიფარე და მალევე ჩამთვლიმა
-  -  -  -  -  -  -  -  -  -  -  -  -  -
არვიცი რამდენი ხნით მეძინა,მაგრამ სიამოვნებით შევიბრუნებნი ძილს,რომარა ეს ზარი რომელიც მაიძულებს წამოვდგე და კარი გავაღო.
-მის ეს თქვენთვისაა-შუახნის, მომღიმარმა კაცმა პიცის ყუთი მომაჩეჩა
-გმადლობთ,მაგრამ მე არშემიკვეთავს პიცა-დაბნეულმა გავხედე
-თქვენთვის შეუკვეთა ბატონმა ნიკმა
-ვინ?-თვალები ვჭყიტე
-ბატონმა ნიკმა
-უკაცრავად ასეთს არავის ვიცნობ-პიცის ყუთი უკანვე დავუბრუნე
-კიმაგრამ ეს ოთახი მის სახელზეა დაჯავშნული,ამასთანავაე თქვენ მას ახლდით
-ალბათ რაღაც გეშლებათ
-მაღალი,შავგრემანი ბიჭი.დაახლოებით 25წლამდე-ბიჭის აღწერა დაიწყო კაცმა.მოიცა ისრა ზეინს გულისხმობს?
-უკაცრავად მე მასს ნიკოლასს ვეძახი და აზრადაც არმომსვლია რომ შეიძლებოდა მისთვის ნიკი დაეძახნათ-არცკი მეგონა ასე მალე თუ შევძლებდი,ამხელა ტყუილის მოფიქრებას.
-გასაგებია-უკანვე დამიბრუნა ყუთი
-უკაცრავად და ნახვამდის-კარი დავხურე და ამოვისუნთქე.
როგორ ვერ მოვიფიქრე რომ ზეინი მისი სახელით არ დაჯავშნიდა ოთახს.
მაგრამ ეს ჩემი ბრალი არა,მას უნდა გავეფრთხილებინე.
ყუთი საწოლზე დავდე და გავხსენი
-მმმ რა სუნია აქვს-წამოვიყვირე.
ისე ვყოფილვარ დამშიებული რომ,ნახევარი ყუთი პიცა თვალის დახამხამებაში გადავსლანსე.
დანაყრებული საწოლზე გადავწექი და თვალები დავხუჭე.
კარის გაღების ხმა გაისმა.დარწმუნებული ვარ რომ ზეინია,სხვა ვერავინ შემოვიდოდა დაუკაკუნებლად
-რა ადრე დაბრუნდი-არც შემიხედავს ისე წარმოვთქვი ეს სიტყვები
-მაპატიე საყვარელო,მაგრამ ის არვარ ვინც გინდა რომ ვიყო-როგორცკი უცხო ადამიანის ხმა გავიგე მაშინვე თვალები გავახილე და საწოლზე წამოვჯექი
-თქვენ ვინხართ?-შეშინებულმა წამოვიყვირე
-სიკვდილის ანგელოზი-ჩაისისინა კაცმა და იარაღის ლულა საფეთქელთან მომადო
-რა..გინდა?-შეშინებულმა ამოვიხავლე.
-შენი გული-გადაიხარხარა და ხელი ყბაზე მომიჭირა-მაინც რატომ გადაწყვიტა იანმა რომ,ისეთი ლაწირაკი როგორიც ზეინ მალიკია შეძლებდა შენს დაცვას?
-გთხოვთ არაფერი დამიშავოთ-ამოვისლუკუნე
-მაპატიე ლამაზო,მაგრამ არშემიძლია შენი ცოცხლად დატოვება
-კიმაგრამ მე რა დაგიშავეთ?-ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით მცვიოდა თვალებიდან.
-რასაჭიროა ამდენი კითხვები?შენხომ მომდევნო 10 წამის განმავლობაში იცოცხლებ მხოლოდ?-იარაღი გადატენა და ათიდან უკუთვლა დაიწყო.
-არაა-დავიკივლე-შემეშვი.ზეეიიიინ-დავიკივლე
-შენთვის არსცალია.103 ოთახში უფრო კარგად ერთობა-ჩაიცინა-3 2 და
-და 1 ნაბიჭვარო-ნაცნობი ხმა გაისმა და მას მოყვა იარაღის გასროლის ხმა
-აააააა-დავიკივლე.
კაცის უგონო სხეული ჩემს წინ დაეცა
-ჰეიი-ზეინი მომიახლოვდა-დამშვიდდი.კარგად ხარ? დაგიშავა რამე?
-ა..არაა-ამოვიხავლე-ის მოკალი,შენ ის მოკალი-ერთიდაიგივეს უკვე მეათეჯერ ვიმეორებ
-ის ნაბიჭვარი იყოო.მე რომ არმომეკლა,ის შენ მოგკლავდა-იარაღი გვერდზე გადადოო და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია
-ახლა მომისმინე.აქედან რაცშეიძლება მალე უნდა წავიდეთ,გესმის?-შემანჯღრია
-მოკვდაა,ის მოკვდა-სხეულს ვერ ვიმორჩილებ,კანაკალს ვერ ვწყვეტ
-ლაიიილაა-ხელები მხრებზე მომკიდა და შემანჯღრია-ადექი,ქურთუკი ჩაიცვი და წამოდი-საწოლიდან ძლივს-ძლიობით წამოვდექი.ქურთუკი მოვიცვი და ისევ იმ კაცის სხეულს დავაკვირდი
-ლაილა გონს მოდი-ზეინმა ხელი ჩამკიდა და ოთახიდან გამიყვანა
-მას აქ დატოვებ?-თვალებში ჩავაჩერდი
-მას მიხედავენ.ახლაკი წამოდი-ხელში ამიტაცა და ჩქარი ნამიჯებით კიბეებზე დაეშვა
-მოკვდა-მე ისევ იგივეს ვიმეორებდი.
თვალიდან არ მწყდება ის სურათი რაც წუთების წინ მოხდა ჩემს წინაშე.
როგორცკი მანქანაში ჩავჯექით ტირილი დავიწყე.
-შეგიძლია მორჩე ამ გლოვას?-უხეშად მკითხა ზეინმა
-ჩემგან რას მოითხოვ?ჩემს თვალწიმ ადამიანი მოკვდა.სხვანაირად უნდა ვიქცეოდე?-დავუყვირე და დაჟინებით მივაჩერდი.
სიბრაზისგან ძარღვები აქვს დაჭიმული და თვალები ჩაშავებული
-ვერ ხვდები რომ ეგ კაცი ამდენ ნერვიულობად არღირს?მას შენი მოკვლა სურდა
-ხომაგრამ ის ადამიანი იყო-მზერა ზეინისგან მინაზე გადავიტანე,რომელიც ისეთივე მუქი იყო როგორც მთელი ჩემი ცხოვრება
-მისი მოკვლით ერთით ნაკლები ნაბიჭვარი დარჩა დედამიწაზე
-როგორ შეგიძლია ასე მშვიდად ყოფნა.შენ მკვლელი გახდი-წამოვიყვირე
-ის ჩემთვის პირველი არიყო-ვითომ არაფერი,ხელები აიქნია
-რაა?-ნეტავ რასველოდი მისგან?
ღმერთის გამოგზავნილ ანგელოზს ისედაც არგავდა,მაგრამ თითქოს არმოველოდი რომ ის მკვლელი იქნებოდა.
რა მეამიტი ვარ.

მთელი გზაა ერთიდაიგივეზე ვფიქრობ.თვალწინ მიდაგს თავგახვრეტილი სისხლიანი სხეული.
ალბათ ფიქრობთ,ასეთ დრამას რატომ ქმნის,ზეინმა ხომ ის გადაარჩინაო,მაგრამ ასეთი ადვილიც არ არის.უბრალოდ ჩემთვის ძალიამ რთული იყო იმის გააზრება რომ,ჩემ გამო ადამიანი მოკლეს.
თითქოს ზურგზე დიდი ტვირთი მადევს,ვერავხსნი ჩემს მდგომარეობას სიტყვებით.
-ლაილა-ზეინმა მანქანა გააჩერა და ჩემსკენ მობრუნდა.
ცოტაარიყოს გამიკვირდა,რატომ გააჩერა მანქანა?-უბრალოდ ვხვდები რომ ძალიან განიცდი და მე..-ამოიოხრა-მაპატიე,უბრალოდ არგამომდის ადამიანის გამხნევება ან მსგავსი ქცევები.
ვიცი რომ შენთვის ის წამი ტრაგედიად დარჩება,როცა მე ის არამზადა შენს თვალწინ მოვკალი,მაგრამ უბრალოდ დაფიქრდი.მე სხვა გზა არმქონდა.ჩემი მოვალეობაა დაგიცვა და დანიშნულების ადგილზე უვნებლად მიგიყვანო.ვიცი რომ გძულვარ ამ ყველაფრის შემდეგ...
-მე არმძულხარ-საუბარი შევაწყვეტინე-მე არასდროს არავინ შემძულებია
-ეს კარგია-გაიღიმა.ის ახლა სულ სხვანაირია.უფრო გულწრფელია,ბუნებრივი და ადამიანური.
საუბრისას სიტყვებიც კი ერვა.თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.
-ზეინ.მე შენ არ გადანაშაულებ-ამოვიოხრე-მე ჩემს თავს ვადანაშაულებ.სწორედ ჩემგამო მოკალი შენ ის ტიპი..
-მაგრამ..
-არა ზეინ.ართქვა რომ მე არაფერ შუაში ვარ-თავი დავხარე
-მთელი ცხოვრება ამის გამო უნსა იტანჯო?-მის ხმაში იგრძნობოდა დიდი რაოდენობით ირონია,დაცინვა და ბრაზიცკი.
აი დაბრუნდა ნამდვილი ზეინი.
შეიძლება ზეინის ეს სახე არც იყოს ნამდვილი,მაგრამ როგორც ჩანს მას სურს რომ ყველამ ასეთი გულქვა და ცივი მიიღოს.
რატომ არვიცი.
-შეგიძლია მანქანა დაძრა-სარკისკენ შევტრიალდი და თავი სავარძელზე დავდე
-ჯანდაბა-შეიკურთხა და მანქანა დაძრა.
-  -  -  -  -  -  -  -  -  -
-გადმოდი-უხეშმა შეხებამ გამაღვიძა
-რახდება,სადვართ?-უკვე გარეთ მდგარ ზეინს ვკითხე
-ზედმეტ კითხვებს სვამ-ხელი მკლავზე მომკიდა და სრული ამსიტყვის მნიშვნელობით გადმომათრია
-ჰეი-ხელი ხელზე დავადე-ჩემითაც შემიძლია სიარული-ოდნავ ავუწიე ხმას
-ეცადე არ ჩამომრჩე-შემომიბღვირა და წინ წავიდა.
გარემოს თვალი მოვავლე.
აქ მხოლოს გზაა,რომელსაც ბოლო არ უჩანს და ტყე,რომელიც გზის ორივე მხარესაა.
სად ჯანდაბაში მივყავარ ზეინს?
ეხლა რომ შევეკითხო,ალბათ თავს გამიტეხავს,ან დამანაწევრებს.
ალბათ უფრო მეორე.
-აქეთ წამოდი-ტყეში შევიდა.
რაა?ხუმროობს?
-ზეიინ,ჰეი გაჩერდი-უკან ავედევნე,მაგრამ ვერვახერხებს ამ იაგუარს დავეწიო
-მე ვთქვი,ზედმეტი კითხვების გარეშე-ხმა გაამკაცრა.
ხმა არ ამომიღია.
რააზრიაქვს?
მაინც თავისას გაიტანს.
დასჯილი ბავშვივით უკან ავედევნე.
დაახლოებით 1 საათია ტყეში შეუსვენებლად დავდივართ.ცოტაც და ალბათ წავიქცევი.
-გაჩერდი-ხელი მტაცა ზეინმა და დიდ ხეს ამოეფარა
-რა მოხდა?-თვალებგაფართოვებულმა შევხედე
-ჩშშ,არ გაინძრე-ჩემზე აკრული მისი სხეული მალევე მომშორდა-აქ იყავი-გამაფრთხილა და ხეს მოშორდა
-მალიკ ხომიცი რომ ვერ დაგვისხლტები?!სჯობს გამოხვიდეთ,შენ ცოცხალს დაგტოვებთ,ჩვენ მხოლოდ გოგონა გვჭირდება-კაცის ამაზრზენი ხმა მთელს ტერიტორიაზე გავრცელდა.
შიშისგან კანკალი ამივარდა და უფრო ავეკარი ხეს.
იქნებ დასთანხმდეს?
რომ მომკლან?
-ერთი კაცის მოკვლა შეძელი,მაგრამ ოცს ხომ ვერ მოერევი-მთელს ხმაზე გადაიხარხარა კაცმა-მოგვეცი გოგონა და მშვიდად წადი სახლში.კარგი რა შენხომ მხოლოდ ფული გჭირდება,რამდენსაც გინდა იმდენს მოგცემ-სად არის ზეინი?
ირგვლივ მიმოვიხედე,მაგრამ ვერსად ვნახე.
-გთხოვ ღმერთო-ხესთან ჩავიკეცე და თვალები ერთმანეთს დავაჭირე
-მალიკ იცოდე სამამდე ვითვლი.დრო თუ გავა და შენ არ გამოხვალ,მაგ ძუკნას შენც მიგაყოლებ.ათვლა დაიწყო: 1 2 3..
-აქ ვარ-ზეინის ხმა გაისმათუარა ფეხზე წამოვხტი.
არა!არა! ის ამას არ იზამას.
-სადარის გოგო?-ჩაიცინა კაცმა
-გგონია აქ მასთან ერთად მოვიდოდი?-ზეინის ცინიკურმა ხმამ გამაღიმა.
როგორ ვიფიქრე რომ გამწირავდა?
-სადარის?-დაიღრიალა კაცმა-მალიკ აქ ჩემი ოცი კაცია,რომელთაც შეუძლიათ წუთში ათასჯერ მაინც გესროლონ.გინდა მოკვდე?
-ფიქრობ რომ შეგიძლია მომკლაა?-გადაიხარხარა ზეინმა.
მათ სახეს ვერ ვხედავ,მაგრამ ნათლად წარმომიდგება ზეინის ცინიკური სახე თვალწინ
-შენ ფიქრობ რომ აქედან ცოცხალი გახვალ?-სიცილი დაიწყო კაცმა.
-ბიჭებოო-ზეინმა დაიყვირა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე დაიწყო ორმხრივი სროლა.
იარაღის გამაყრუებელმა ხმამ მაიძულა ხელები ყურზე ამეფარებინა.
როგორცკი სროლის ხმა შეწყდა,თვალები გავახილე და ხეს მოვცილდი
-ზეინ?-ირგვლივ მიმოვიხედე,დაახლიებით თხუთმეტი უცნობი სახე შემრჩა ხელში.
-აქ ვარ-ხმის მიმართულებით შევტრიალდი და ზეინის კარამელისფერ თვალებს წავაწყდი
-ზეინნ-მისკენ გავიქეცი და მჭიდროდ მოვხვიე ხელები კისერზე.
არვიცი რამჭირს,უბრალოდ ძალიან შემეშინდა როდესაც სროლა ატყდა,მეგონა ცოცხალს ვეღარ ვნახავდი ზეინს.
ახლა კი,როცა ვხედავ რომ ისევ ცოცხალია,არშემიძლია თავი შევიკავო.
მას შეეძლო ჩემი თავი გადაეცა იმ კაცსთვის,მაგრამ მან არ გამწირა.
-ჰეიი რაგჭირს?-უკან გამწია ზეინმა.
-შენ ცოცხალი ხარ-დიდზე გავიღიმე
-მართლაა?რა ჭკვიანი ხარ-ცინიკურად ჩაიცინა.
რა უხეშია.
საზიზღარი.
მე მის გამო ვიღელვე,ისკი..ისკიი..ჯანდაბა ნაბიჭვარია
-რატომ არ შეგიძლია ეს ნიღაბი მოიშორო?-დაუფიქრებლად წარმოვთქვი ეს სიტყვები.
ჩემი თვალები მისას მივავბყარი და დაჟინებით მივაჩერდი
-ნიღაბი არ არსებობს,მე ასეთი ვარ.ახლაკი შეგიძლია მადლობა გადამიხაადო და მომშორდე
-ღმერთო-თვალები ავატრიალე და მოვცილდი.

Continue Reading

You'll Also Like

311K 29.2K 67
Third book of idol love series... Devotion- "Strongest form of love" All the characters are fictional. There is no connection with the real place or...
485K 14K 106
"aren't we just terrified?" 9-1-1 and criminal minds crossover 9-1-1 season 2- criminal minds season 4- evan buckley x fem!oc
291K 9.4K 56
When he denied his own baby calling her a cheater. "This baby is not mine." But why god planned them to meet again? "I would like you to transfer in...
316K 5.5K 77
A text story set place in the golden trio era! You are the it girl of Slytherin, the glue holding your deranged friend group together, the girl no...