แƒฉแƒ•แƒ”แƒœแƒ˜ แƒกแƒ˜แƒงแƒ•แƒแƒ แƒฃแƒšแƒ˜แƒก แƒ˜แƒกแƒขแƒแƒ แƒ˜แƒ!

By romanticstor2

1.4K 89 35

๐Ÿ’๐Ÿ’๐Ÿ’๐Ÿ’ More

1
2
4
5
6
7
8
9
10

3

137 9 0
By romanticstor2

Author pov:

თიკა საავადმყოფოში წაიყვანეს, ანანო ტიროდა, ამიკო აქეთ იქით დადიოდა ალექსი კი კედელთან იყო ჩაცუცქული და ხელებში ქონდა თავი ჩარგული, ამ დროს იღება თიკას პალატის კარები და იქედან თეთრ ხალათიანი კაცი გამოდის, სამივე მასთან მირბის.

-როგორ არის? - ჰკითხა ამიკომ

-ახლა კარგად, დასვენება სჭირდება მოწევის ბრალია ფილტვებში ჰაერის უკმარისობა ჰქონდა ახლა ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ მეორედ სიგარეტს არ გაეკაროს თორემ ფატალურად დამთავრდება ყველაფერი, ჯანმრთელობას გისურვებთ! - თქვა ექიმმა და გაბრუნდა.

-მადლობა ექიმო! - მიაძახა ანანომ.

ალექსანდრე ისევ ძირს დაჯდა და ჩურჩული დაიწყო.

-ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია არ ვარ შესაფერისი ძმა ვერ მივხედე ვერ ვუპატრონე ახლაც აქ იმიტომ წევს ვერ მოვუფრთხილდი ერთადერთი მყავს და ისიც კინაღამ დავკარგე! - ჩურჩულებს თან თავში ხელებს ირტყამს, ანანო და ამიკო ერთმანეთს უყურებენ და ორივე ერთად მიდის მასთან.

-ალექსანდრე მისმინე - მას მიუჯდა ორივე - ზოგჯერ ასეთი რაღაცეებიც ხდება და ამას ვერაფერ მოვუხერხებთ, დამიჯერე შესანიშნავი ძმა ხარ ვალდებულებები გაგაჩნია მაგრამ მასაც უნდა გაუგო ხოლმე მისთვისაც ძნელია, შენი გვერდით დგომა სჭირდება და ასეც არის უბრალოდ ნუ ბოჭავ იმისგამო რომ წარსულში რაღაც საშინელება მოხდა! - უთხრა ამიკომ წამოიწია და ორივეს ჩაეხუტა მათაც მოხვიეს ერთმანეთს ხელები.

-იციით რაა შეიძლება ძმა არ მყავს მაგრამ თქვენ ხართ ჩემი ძმები! - თქვა ანანომ და ცრემლები გადმოსცვივდა ამიკომ და ალექსმა კი სიცილი ატეხეს ახლა კი ყველა ერთად იცინოდა.

-თქვენ რა ჩემ გარეშე იცინით? - მოესმათ გვერდიდან თიკას ხმა რომელიც მათკენ წავიდა.

-მეც ჩამეხუტეთ! - თქვა და ხელები გაშალა, სამივე წამოდგა და ერთმანეთს მჭიდროდ მიეკვრნენ.

2 დღის შემდეგ:

თიკა საავადმყოფოდან გამოწერეს და სახლში წაიყვანეს, დედამისს კი მოატყეუს რომ თითქოს რაღაცამ მოწამლა, თიკას სახლში მისვლის შემდეგ ალექსანდრე ემზადებოდა წასასვლელად (ფრენა გადადო) სანამ წავიდოდა მანამდე თიკას ოთახში შევიდა.

-თიკა - კარზე დააკაკუნა და ოდნავ შეაღო.

-შემოდი - უპასუხა თიკამ და საწოლზე ჩამოჯდა.

-როგორხარ?

-კარგად!

-მივდივარ მითხარი თუ გინდა დავრჩები მართლა!

-არაა ალექს წადი მე კარგად ვარ! - გაუღიმა და ხელზე ხელი დაადო.

-თავს გაუფრთხილდი თუ რამე მოხდება დამირეკე გესმის?

-მესმისს!

-იცოდე რამე არ გააფუჭო და თავს არ ავნო არანაირი სიგარეტი არანაირი მუშაობა არანაირი გართობა და სადმე წასვლა სანამ მე აქ არ ვიქნები! - ეუბნება და თან თითს უქნევს.

-კარგი გავიგე გავიგე დედა სად არის?

-ქვემოთ საჭმელს ამზადებს და ხო ნორმალურად ჭამე!

-კარგი კარგი გასაგებია ყველაფერი! - უთხრა და ბიჭს გადაეხვია.

-მიყვარხარ! - უთხრა ალექსიმ და ხელები მოხვია.

-მეც!

ალექსი წამოდგა კიდევ ერთხელ გადაეხვია გოგოს და ოთახი დატოვა, ამის შემდეგ თიკამ გადაწყვიტა ბიბლიოთეკაში ჩასულიყო და წიგნი წაეკითხა ასეც მოიქცა.

კითხვის დროს ვერც შენიშნა როგორ შევიდა დედამისი ოთახში რამაც მისი ყურადღება მიიპყრო.

-დღეს შენს სანახავად ვიღაც მოვა და თავად აგიხსნის სიტუაციას რა ხდება!

-არავის ნახვა არ მინდა და რა სიტუაციაზე ლაპარაკობ? - კითხვის ნიშნის სახით გახედა გოგომ

-თავად ნახავ ლამაზად ჩაიცვი და ხო ტელეფონი მომეცი!

-გითხარი არავის ნახვა არ მინდათქო და არც ტელეფონს მოგცემ!

-ტელეფონი მომეცი! - გოგოს ეცა დედამისი და ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა.

-დამიბრუნე არ გაქვს უფლება ტელეფონი წამართვა!

-დიახაც მაქვს მე დედაშენი ვარ!

-დედაჩემი? შენ გგონია დედაჩემი ხარ? მე საერთოდაც არ მგონია მირჩევნია საერთოდ არ მყავდეს დედა ვიდრე შენ იყო დედაჩემი! - დაუყვირა გოგომ ქალმა კი სახეში ხელი გაარტყა.

-არა მეგონა რომ ეს საქციელები უკვე აღარ გქონდა! გაეთრიე გაეთრიე ჩემი ოთახიდან და საიდანაც ჩამოდი იქ წადი! - ქალს ხელი კრა და ოთახიდან გააგდო, დივანზე დაჯდა და ძლივს მოთოკა გონება შემდეგ კი იქვე მიეძინა.

თმაზე ხელებს გრძნობდა როგორ ეფერებოდა ეგონა ამიკო იყო თვალები გაახილა და შიშისგან თვალები გაუფართოვდა, გული აუჩქარდა და სუნთქვა შეეკრა.

-შენ აქ რაგინდა?

-ნუთუ არ შეიძლება ჩემი საცოლის სახლში ჩემს საცოლეს მივაკითხო?

-რა? რა საცოლე სულ გააფრინე?

-იცი პატარავ რა საყვარელი ხარ როცა ჩემი გეშინია? - უთხრა გოგოს და ხელი მოხვია გოგოც ეგრევე დივნიდან წამოხტა.

-ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდან ახლავე!

-მაშინ როგორი უსუსური იყავი რომ გარბოდი ის ბიჭი რომ არა ახლა აქ არ იქნებოდი!

-თავი დამანებე! თავი დამანებე! თავი დამანებე შემეშვიიი! - კივილი დავიწყე.

-ახლა უკვე გვიანია უკვე ჩემი საცოლე ხარ!

-მე შენი ცოლი არასდროს არ გავხდები დანიელ არასდროს!

-და? შენ გგონია მაგ საუბრით რამეს შეცვლი? თავად დედაშენმა გაგყიდა!

-არა ის ამას არ იზამდა ვერ იზამდა!

-შენ წარმოიდგინე და უკვე გააკეთა!

-მე არ მინდა შეიგნე! იცოდე ხელს დამაკარებ და მთელი შენი ცხოვრება ციხეში მოგიწევს ჯდომა!

-კარგი რაა პატარავ!

-პატარას ნუ მეძახი! - ვუკივლე ბოლო ხმაზე - ალექსანდრე ჩამოვა მოგკლავს არ გაცოცხლებს ამიკო მომაკითხავს იცოდე და ვერავინ გააჩერებს მათ!

-სანამ ისინი მოგაკითხავენ ჩვენ აქ უკვე აღარ ვიქნებით! - გაიღიმა.

-გაეთრიე აქედან გაეთრიეე წადი!

-ახლა ადგები ჩაიცვამ და ჩემთან ერთად საყიდლებზე წამოხვალ!

-არსადაც არ წამოვალ!

-ნუ მაიძულებ ძალით წაგიყვანო!

-არწამოვალ და შეიგნე!

-ნუ მაიძულებ მე თვითონ ჩაგაცვა და წაგათრიო!

-არა ვერ წამიყვან!

-აგერ ნახე! - ფეხზე წამოხტა ჩემს მაისურს ხელი დაავლო და გახდა სცადა.

-არააა არააა ხელი გაუშვი წამოვალ წამოვალ!

-დროზე ოთახში ადიი და ჩაიცვი!

გოგოც მოემზადა და დანიელთან ერთად წავიდა საყიდლებზე, თითქმის ყველაფერი უყიდა გოგოს.

-კიდევ რაგინდა?

-მინდა რომ თავი დამანებო შემეშვა!

-უკვე გვიანია ძვირფასო! - თვალი ჩაუკრა გოგოს.

ამ დროს გამოჩნდა ანანო და ამ ორის დანახვისას თავლები კინაღამ გადმოეკარკლა სწრაფად ტელეფონი აიღო ნომერი აკრიფა და დარეკა.

-ამიკო დაგვერხა საქმე ცუდადაა!

-რახდება?

-თიკა დანიელთან ერთად არის!

-რაა სადდ?

-კარფურიდან გამოვიდნენ!

-შანსი არააა!

-ამიკოო მალეე მალეეე რამე უნდა მოვიმოქმედოთ ვინმეს დაურეკე დახმარება გვჭირდებაა!

-თიკას მაგასთან რაა უნდააა! - იღრიალა ამიკომ

-მე რავიცი ჩემთვის არაფერი უთქამს ახლა დავურეკავ და ვკითხავ რაღაცეებს!

-კარგი მეც დავურეკავ ვინმეს!

-კარგი!

ანანომ ახლა თიკას დაურეკა ცოტა ხნის შემდეგ ტეელფონს უპასუხა.

-თიკაა როოგორ ხარ?

-ანანო თეა ვარ თიკას სძინავს!

-აა კარგი თეა დეიდა რომ გაიღვიძებს დამირეკოს!

-კარგი შვილო!

ამიკოს pov:

ტელეფონი ავიღე ვინმესთვის უნდა დამერეკა ვინც დაგვეხმარებოდა ამიტომ ჩანიშნულ ნომერს თითი დავადე და დავრეკე.

-თორნიკე როგორ ხარ?

-კარგად შენ?

-კარგად მისმინე შენი დახმარება გვჭირდება სერიოზულ საქმეში!

-რამოხდაა გისმენ!

ყველაფერი მოვუყევი და ისიც თიკას სახლისკენ წავიდა სადაც ჩვენც მივიდოდით, ამ დროს დარეკა ტელეფონმა ანანო იყო.

-ამიკო დედამისმა მიპასუხა და მითხრა რომ სძინავს მისი მოწყობილია უეჭველი!

-ოოხეგ ქალიი შენ დროზე წამოდი მაგათთან მივდივართ!

-ვის დაურეკე?

-თორნიკეს მითხრა რომ გეგმა აქვს!

-კარგიი მოვდივარ!

Author pov:

სამივე ერთად იდგნენ და კარზე დააკაკუნეს კარი თეამ გააღო.

-დეიდაა რა სასიამოვმოა შენი ნახვაა! თიკას სანახავად მოვედით!

-თიკას არ სცალია სტუმარი ჰყავს!

-ვინ სტუმარი?

-მისი... მეგობარი!

-კარგი ვნახავთ! - თქვა ანანომ დაწინ წავიდა.

-არ სცალია!

-სცალია სცალია! - თქვა თორნიკემ და შიგნით შევიდა.

-შენ ვინ ხარ?

-მე თორნიკე თიკას მეგობარი!

-შემოდით ხო შემოდით!

სამივე მისაღებ ოთახში შევიდნენ და თიკას გვერდით მჯდომი დანიელი დაინახეს.

-ოო დანიელლ რა სასიამოვნოა შენი აქ ხილვა!

-ოოხ ამიკო!

ყველამ თავისი ადგილი დაიკავა თორნიკე კი თიკას მიუჯდა გვერდზე და ხელი გადახვია.

-აქ რამ მოგიყვანა დანიელ!

-ჩემი საცოლ... აა თიკას სანახავად მოვედი!

ამიკომ და თორნიკემ ერთმანეთს გახედეს.

-ხოდა თიკასთან რა გინდოდა?

-შენ რაში გაინტერესებს ან ვინ გეკითხება?

-უკაცრავად? აბა ვის უნდა აინტერესებდეს?

-მაგალითად მე!

-შენ ვინ ხარ თიკას საქმეები რომ გაინტერესებს?

-თიკა ჩემი საცოლეა მალე ჩემი ცოლი გახდება!

-უკაცრავად რათქვიი? - თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა ამიკომ.

-რაც გაიგე დედამისი თანახმაა!

-თიკა შენ არ გამოგყვება ცოლად! - უთხრა თორნიკემ და ხელი უფრო მაგრად მოხვია თიკას.

-და რატომ ვითომ?

... ხმა არავის ამოუღია თიკაც დაიბნა.

-იმიტომ რომ ორსულად ვარ!

ყველამ თვალებბი გადმოკარკლა ანანომ თიკას შეხედა გაკვირვებული თვალებით მანაც თავის გაქნევით უპასუხა.

-რააა? - წამოიყვირა დანიელმა - შენ ვინ ხარ საერთოდ მასთან რომ იწექიი! - დაუღრიალა თორნიკეს და საყელოში წვდა, თორნიკემ მე ხელი მიჯიკა და ფეხზე ავდექი, შემდეგ მან ერთი უთავაზა დანიელს რომელიც დარტყმისგან წაბარბაცდა.

-რამდენს ბედავთ რამდენს! - იყვირა თეამ - თიკა თხოვდება დანიელზე არანაირი არაფერი!

-და დეიდაა შენ ვინ გეკითხებაა?
ის ორსულადაა ორსულადდ! - უთხრა ანანომ და გაიცინა.

დანიელი გასწორდა აშკარად აქ კარგი ამბავი არ დატრიალდება თორნიკეს ეცა და მუშტი ჩაარტყა ამიკოც წამოდგა და ჩხუბში ჩაერია.

-აქ რა ჯანდაბა ხდებაა! - დაიღრიალა უკნიდან ალექსანდრემ, რაზეც ყველა მივტრიალდით მე შიშისგან კინაღამ გონება დავკარგე და ანანომ ძლივს დამიჭირა დანიელს და დედაჩემს ხო სახე ეცვალა შემისასვლელიდან 3 კაცი უყურებდა ამ არეულობას ჩემი ძმა ბიძაჩემი და ჩემი ბიძაშვილი.

-შენ შენნნნ აქ რაა ჯანდაბა გინდაა შე ნაბიჭვარო! - პარკები ძირს დაყარა ალექსმა და პირდაპირ თორნიკეზე გადამჯდარ დანიელს ეცა და მუშტები ურტყა ამაზე ბიძაჩემი და ბიძაშვილი მივარდნენ ალექსს და შველება დაუწყეს ძლივს მოაშორეს მაგრამ ახლა ამიკო ეცა.

-შე ნაბიჭვარო ერთხელ გადამირჩი ამჯერად დაგბეგვავ გემრიელად! - გამწარებული ურტყამდა ამიკო ახლა ალექსიც დაემატა ორივე ერთად ურტყამდნენ დანიელს დედაჩემი სახეზე წაშლილი იყო დანარჩენები ერთმანეთს ეპოწიალებოდნენ.
თორნიკე ფეხზე წამოდგა გვერდით დამიდგა ხელი გადამხვია და თქვა.

-თიკა დანიელს ცოლად არ გაყვება რადგან ის ორსულადაა!

-რააა? - წამოიყვირა ალექსმა, ზვიადიმ და ნიკამ ერთდროულად.

-ხო მე არ გავთხოვდები მასზე, ორსულად ვარ!

-რა გათხოვება რა ორსულობა ხალხო შეიშალეთ? - იყვირა ნიკამ.

-თიკა დაგერხა ძააააანნ დაგერხა! - დამიყვირამ ალექსმა.

-არა ის მაინც ჩემი ცოლი გახდება ჩემი ცოლი! - დაიყვირა დანიელმა.

-ეს ხმას კიდე რომ იიღებს დაგასახიჩრებ დაგჭრი ჩემი ხელით მოგკლავ! - ალექსი და ამიკო ორივე ისევ ეცა ერთმანეთს ისევ შველება დაიწყეს და აყალმაყალი ატყდა.

ამ დროს თორნიკემ ხელი დამავლო გარეთ გამიყვანა მანქანაში ჩამსვა დაქოქა და მანქანა ადგილს მოწყდა.

-რასაკეთებ უკან დამაბრუნეე!

-არა არ დაგაბრუნებ!

-ისინი ერთმანეთს დახოცავენ და ალექსი რომ ვერ დამინახავს მთლად გაგიჟდება და გადაირევა ჭკუიდან გადავა!

-...

-თორნიკე სად მიგყავარ?

-სადღაც!

-სად?

-სადღაცთქო!

-სახლში დამაბრუნე გეუბნები ეს ყველაფერი ცუდად დასრულდება და შენ მოგხვდება მუშტები მე კიარა!

-არ მადარდებს მთავარია წამოგიყვანე!

-რატომ წამომიყვანე ან სად წამომიყვანე?

-მოგიტაცეე თიკა მოგიტაცეე! - თქვა თორნიკემ და გაიცინა.

-სულ არ ვარ ხუმრობის ხასიათზე! - ხელები გადააჯვარედინა და ფანჯარაში გაიხედა - თორნიკე იქნებ არმინდა წამოსვლაა?

-გინდა რომ არ გინდოდეს აქამდე ატეხავდი ისტერიკას მაგრამ მაინც წაგიყვანდი!

-არანორმალური ხარ გიჟი ხარ ჩემთან საავადმყოფოში მოდი კარგ ექიმთან მიგიყვან!

-შენ თუ მიმკურნალებ მოვალ თორე ისე არ მინდა!

-თორნიკეე სახლში მინდაა! - ფეხები სკამზე შემოკეცა გოგომ და ტირილნარევი ხმით თქვა.

-თიკა თავს ტყუილად ნუ მაცოდებ!

-კარგი რაა მართლა ვიტირებ იცოდე!

-იტირე მაინტერესებს როგორ ტირი! - გაიცინა.

-შენ რა მეხუმრებიიიი? გითხარი სახლში მინდათქო და სადღაც მიგყავარ და არ მეუბნები სად!

-სოფელში მიმყავხარ თიკა!

-სოფელში რა გვინდა?

-ნახავ!

-შორს არი?

-არც ისეე 25კილომეტრის იქეთ!

-არმინდააა! სახლში მინდაააა!

-რასქვია არ გინდაა! შენ ჩემი შვილის მომავალი დედა ხარ! - თავი შეატრიალა და გაიღიმა - არა ეგ რამ მოგაფიქრა?

-აბა რა მეთქვა არავინ არაფერს არ ამბობდით და! - თვალები აატრიალა გოგომ - ბოლოს რაც გააკეთე საჭირო არ იყო ისედაც მოვგვარდებოდით და ჩემი ძმა ყველაფერს გაიგებდა!

-საჭირო იყო თავიდანვე მაგას ვგეგმავდი!

-ამიკომ დაგირეკა ხო? შენზე იმდენს ლაპარაკობსს სიძედ უნდიხარ!

-ეგ მეც მინდა! - თქვა ხმადაბლა და თავი გაატრიალა.

სულ რაღაც ერთ საათში მივედით სოფელში უკვე დაღამდა და მანქანიდან გადმოვედით.

-იმედია აქ მარტო არ უნდა დავრჩეთ! ბევრი ცხოველები არიან? - ვიკითხე შეშინებულმა, თორნიკემ გაიცინა და ეზოში შეაბიჯა მეც უკან გავყევი, კარზე დააკაკუნა და კარი მოხუცმა ჭაღარათმიანმა კაცმა გააღო.

-ნაზიკოო ქალოო ნახეე ვინ ჩამოვიდაა! - იყვირა კაცმა და ხელები მაღლა ასწია - რავა ხარრ ჩემო ბიჭოო?

-კარგად ბაბუა შენ როგორ ხარ? - გაუღიმა თორნიკემ და მოხუცს გადაეხვია.

-კარქათაა ვარ ბაბუ აბა რაფერ ვიქნები შენგან მივიწყებული! - ამ დროს გამოჩნდა წინსაფარაკრული ბებო რომელლიც ნელა მოფრატუნებდა კარებამდე.

-შემეიყავნე შე კაცო მაი ბოვშები სახლში სიცივეა გარე! - დაუძახა ქალმა კაცს და თორნიკეს გადაეხვია, თორნიკე წინ წავიდა მეც მივყევი.

-აბაა გაგვაცანიი ეს ლამაზი გოგონა! - უთხრა ბაბუამ შვილიშვილს და გამიღიმა.

-ბებო ბაბუ გაიცანით ეს თიკაა! - გვერდით ამომიდგა თორნიკე.

-გამარჯობა შვილო მე მალხაზი ვარ, ეს ნაზიკოა ჩემი ცოლი! - გამიღიმა კაცმა.

-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! - მეც გავუღიმე.

-მოდით შვილი მოდით კართან ნუ დგახართ ახავეს დავაპიწკინებ ხაჭაპურებს დაჯექით დაისვენეთ! - გაგვიღიმა ქალმა და შინ შეგვიძღვა საუცხოო სითბო იდგა სახლში და სასიამოვნო სურნელი თბილი ფეჩი ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო სახლში. დივანზე დავსხედით თორნიკე კი მე მომიჯდა გვერდზე - ძალიან საყვარელი ბებია და ბაბუა გყავს! - ვუჩურჩულე ყურში და გავუღიმე მასაც გაეღიმა.

-აბა შვილო შენზე მოგვიყევი საიდან ხარ?

-მე სვანი ვარ აქ ვცხოვრობ ქუთაისში სხვათაშორის გზად დედაჩემის სოფელიც გამოვიარეთ ახლოს ყოფილხართ!

-საიან არი დედაშენი? - მეკითხება ბაბუ და მაკვირდება.

-***** - დან - უიი რა ახლოს ყოფილა გვეცოდინება თქვენი ოჯახი! - გვითხრა ქალმა, თორნიკემკი მრავალმნიშვნელურად გაიღიმა.

-რაზე სწავლობ შვილო?

-სამედიცინოზე მეორე კურსზე ვარ!

-ოო ძაან კარქი პროფესიაა გამოსადეგარი წარმატებებს გისურვებ შვილოო კარგი ექიმი დადექიი! - გამიღიმა ქალმა.

-მადლობაა! - მეც საპასუხოდ გავუღიმე - თორნიკე მართლა რა საყვარელი ბებია და ბაბუა გყავს! - ისევ ყურში ვუჩურჩულე.

-თორნიკე ბიჯო მოდი აქ დემეხმარე ცოტაა! - დაუძახა ბაბუამ შვილიშვილს.

-თიკა შვილო შენ აგერ მოდი მე დამეხმარე სტოლის გაშლაში! - მეც სწრაფად წამოვხტი და ქალისკენ წავედი, მივეხმარე მაგიდის გაშლაში შემდეგ ოთხივე ერთად მივუჯექით მაგიდას.

-თიკა შეყვარებული გყავს? - მეკითხება ქალი და თან მიღიმის.

-თიკა ჩემი შეყვარებულიაა! - ამბობს თორნიკე როცა წყალსს ვსვამ წყალი გადამცდა და ხველება ამიტყდა მოხუცები კი ორივეს დაბნეულები გვიყურებენ.

-ხუმრობს ხუმრობს! - ვუთხარი და ორივეს გავუღიმე, თორნიკემ ხელი გამკრა.

-თორნიკეს აქანე აქამდე არცერთი გოგო არ მოუყვანია შენ პირველი ხარ! - იცინის ბაბუ, თორნიკე კი ამაზე ხვნეშის.

-ბიჯო მარტო რატომ წამოხვედით ელენეც წამოგეყვანათ მემენატრა ჩემი ცქნაფა გოგო! - გაიღიმა ქალმა და ნიკაპი იდაყვს დააყრდნო.

-უცებ გადავწყვიტეთ წამოსვლა, მერე მოვიყვან ისედაც აპირებდა არდადეგებზე აქ დარჩენას! - წყალი მოსვა ბიჭმა.

-კარგი კარგი ახლა დასაძინებლად წავიდეთ! - წამოდგა ქალი და თეფშები მაგიდიდან აიღო მეც წამოვდექი და დანარჩენი ჭურჭელი ავიღე შემდეგ კი ოთხივე ერთად გავედით გარეთ და კიბეებს ავუყევით.

-ბოვშებო მეეჭვება თქვენ ღამის პერანგები გქორდეთ წამოძღვანებული ამიტომ მე მოგიტანთ თქვენ ოთახში შედით! - გვეუბნება ქალი და თავისი ოთახისკენ მიდის მე კი თორნიკეს მივყვები უკან ისიც ოთახში შედის.

-მოიცაა ჩვენ ერთ ოთახში ვიძინებთ? - ვეკითხები და მთლიანად მისკენ ვბრუნდები.

-ხო რამოხდა?

- მე შენთან ერთად არ დავიძინებ!

-მოგიწევს! მეორე ოთახი ელენესია და ელენეს გარდა იქ არავის სძინავს იქეთ ჩემი მშობლების ოთახია სადაც მხოლოდ მათ სძინავს! - იცინის და საწოლზე ჯდება, ამ დროს ოთახში შემოდის ბებო და ორივეს საღამურებს მაწვდის შემდეგ გვემშვიდობება და ოთახის კარს გვიხურავს.

საღამურებს ვხსნი და არ მჯერაა ეს რა არის ეს უნდა ჩავიცვაა? მოკლე ზედმეტად ღია და გამომწვევი პენუარია, თორნიკესგან ზურგით ვდგავარ ამიტომ პერანგს ვერ ხედავს.

-თორნიკე ბებიაშენი არც ისე საყვარელი ყოფილაა! - და მისკენ ვბრუნდები ის კი პენუარის დანახვისას ხმამაღლა იცინის.

-ოპააა ბებოო მიყვარხარრ! - იცინის და ხმამაღლა ამბობს - ზედმეტად კარგი ღამე გველოდება! - ისევ იცინის.

-მადლობა ღმერთს გადაუხადე რომ ცივა და იატაკზე ვერ დავიძინებ! - შევუღრინე და საწოლის მეორე მხარისკენ წავედი ის კი თვალს არ მაშორებს.

-თორნიკეე! გაიხედე უნდა ჩავიცვა! - ის ახლა უფრო ხმამაღლა იცინის მაგრამ თვალს მაინც არ მაშორებს - თორნიკეე გაიხედე! - ისიც სიცილით ბრუნდება მეორე მხარეს, მეც სწრაფად ვიცმევ პენუარს და საწოლში ვგორდები, ისიც ჩემკენ ბრუნდება და მუცელზე ხელის დადებას აპირებ ჰაერში ვაჩერებინებ.

-არ გაბედო და არ შემეხო! - თვალი თვალში გავუყარე მანაც თვალები აატრიალა.

-კარგი რაა თიკაა ჩემი შვილის მომავალი დედა ხარ და ახლა ხელს არ მაკიდებინებ? - ისე სერიოზულად მეუბნება გეგონება მართლა სიმართლეს ამბობდეს, მეც გაბრაზებულმა გავხედე ბალიში თავიდან ავაცალე და ჩვენს შორის ჩავდე.

-შენს შვილს ასე უნდა, იცოდე ამ ბალიშს არ გადმოსცდე! - ვეუბნები და თან მეღიმება მის ხვნეშაზე, საპირისპირო მიმართულებით ვბრუნდები თვალებს ვხუჭავ და ვიძინებ.

Tornike's pov:

თიკამ დაიძინა მეც ვცდილობ როგორმე ჩვენს შორის არსებული ბალიში ავიღო და გამომდის კიდეც ბალიშზე თავს კომფორტულად ვდებ და შემდეგ თიკას წელზე ვხვევ ხელს ჩემკენ ვიზიდავ და თავს კისერში ვურგავ, შემდეგ კი მეც მასთან ერთად ვიძინებ.

*დილით*

თვალებს ვახელ და ვხედავ თიკას რომელიც ნახევრად სხეულზე მაწევს და თავი ჩემს კისერში აქვს ჩარგული ღრმად სძინავს, ამ დროს იღება ოთახის კარი მეც თვალებს ვხუჭავ და ოდნავ ვახელ, კართან ბებია დგას მომღიმარი სახით და ჩუმად კარს იკეტავს, არ ვმოძრაობ არ მინდა თიკა გავაღვიძო, ამ დროს თიკა თვალებს ახელს ჯერ მე მაკვირდება მერე ოთახს და საწოლს დაჰყურებს ნელნელა დგება, მეც ხელი ვსტაცე და ისევ დავაწვინე, ის კი წამოდგა და ხელების რტყმევა დამიწყო მკერდზე.

-თავხედოო თავხედოო! - მეძახის ის მე კი ხელებს ხელებზე ვსტაცებ და ვაჩერებ.

-კარგი რაა თიკა მშვენივრად გვეძინა!

-ხელი გამიშვი! - ფართხალებს ის, ახლაღა შევნიშნე რომ პენუარში მისი სხეული მშვენივრად ჩანდა მეც თვალი ავაყოლე, ისიც მიხვდა რომ სხეულზე ვუყურებდი ხელები გამაშვებინა და გვერდზე დაწვა.

-თავხედო, უზრდელო, გარყვნილოო! - მეძახის და ცხვირს იბზუებს.

-ბავშვებოო ადექით ახლაა საუზმის დროაა! - გვეძახის ქვენოდან ნაზიკო ბებო.

-მოვდივართ ბეე! - ვეძახი ბებიას საწოლიდან ვდგები და ტანსაცმელს ვიცმევ შემდეგ ვტრიალდები - არ ადგები? - ვეკითხები თიკას.

-გადი ჩავიცმევ და ჩამოვალ!

-ბებია მისაყვედურებს მარტო რომ დაგტოვე!

-მაშინ კართან დამელოდე! - მეც თავს ვუქნევ და ოთახიდან გავდივარ ცოტახანში ისიც გამოდის და ერთად ჩავდივართ ქვემოთ მოხუცებს ვესალმებით და ვსაუზმობთ.

-გინდა მდელოზე წავიდეთ? - ვეუბნები ჩურჩულით თიკას ის კი კითხვის ნიშნის სახით მიყურებს.

-კარგი წავიდეთ! - მეც მეღიმება სუფრიდან ვდგები თბილად ვიცმევთ და გარეთ გავდივართ.

Author's pov:

ორივე ნელა მიაბიჯებს ბილიკზე ხმას არცერთი არ იღებს ბოლოს კი გოგონა სვამს კითხვას.

-დღეს არ მივდივართ?

-არვიცი თუ გინდა კიდევ დავრჩეთ!

-არვიცი აქ ძალიან კარგია მაგრამ მგონი სახლში უნდა წავიდე!

-ისევ დავბრუნდეთ! - უღიმის ბიჭი და წინ ასწრებს მომაღლებულ ადგილზე შემდეგ კი ჩერდება - მომნატრებია აქაური ჰაერი და აქაურობა! - გოგოც მისკენ მიიწევს და თვალწინ ეშლება საოცარი ხედი ირგვლივ მთები შუაში მდელო და ჩანჩქერი ალაგ-ალაგ ქვები ყრია და თითქმის მთელი მინდორი ყვავილებით არის მოფენილი აღფრთოვანებული გოგო ემოციებს ვერ ფარავს.

-რალამაზია აქაურობაა! - ამბობს და პირზე ხელს იფარებს.

-წამოდი ყვავილები დავკრიფოთ! - ხელს მაგრად ჰკიდებს გოგოს და წინ გარბის თორნიკე გოგოც სიცილით მისდევს და ორივე იცინის, თორნიკე თიკას ხელს უშვებს და ყვავილებში ეფლობა თიკაც იგივეს აკეთებს ახლა ორივე ყვავილებში წვანან და ცას შესცქერიან. თორნიკე წამოჯდა და თიკას ღიმილიანი სახის დანახვაზე თვითონაც ღიმილი აეკრა სახეზე.

ყვავილების დაკრეფა დაიწყო და თან გვირგვინს ამზადებდა გოგო კი არემარეს ისევ ათვალიერებდა.

-არ გინდა ვისაუბროთ?

-მაინც რაზე?

-არვიცი იქნებ შენზე? - ეკითხება ბიჭი და მზერას მისკენ აპარებს.

-გაინტერესებს ვინ ვარ? - თორნიკე თავს უქნევს - თიკა ყიფიანი 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ძალიან დატვირთული ცხოვრებით, ბევრი წიგნებით და ბევრი მხიარულებითა და სევდით, მამა არ მყავს, დედა კი მაგრამ ეგეთი დედის ყოლას საერთოდ უდედობა მირჩევნია, დეიდაშვილები, დეიდა, ბიძები და ბაძაშვილები საკმაოდ ბევრნი ვართ, ამიკოს და ალექსს იცნობ და ერთ-ერთ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს ანანოს! სულ ესაა კიდევ გაინტერესებს რამე?

-დედაშენზე მომიყვები?

-კი იციი ყოველთვის მინდოდა ვინმესთან ამაზე ლაპარაკი, მითუმეტეს მყავს კიდეც ამისთვის ხალხი მაგრამ არასდროს არ მქონია სურვილი ვინმესთან ამაზს მესაუბრა - ორივეს ეღიმებათ - დედაჩემი, დედაჩემიი 10 წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა ალექსი 13ის ორი წლის განმავლობაში დედასთან ვცხოვრიბდით რომელიც სრულიად სხვა ადამიანი აღმოჩნდა მამას სიკვდილის შემდეგ ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ასეთი გახდებოდა, ოთახში გვკეტავდა თუ რამე არ მოეწონებოდა გვცემდა ბოლოს გაურკვეველ ადგილზე მუშაობა დაიწყო შორს და წავიდა იმის მერე მე და ალექსი 2 წელი დეიდასთან ვცხოვრობდით ალექსმა მუშაობა დაიწყო შემდეგ კი სახლი ვიყიდეთ და ამის შემდეგ ამ სახლში ვცხოვრობთ! - თორნიკეს სევდიანად გახედა გოგომ ისიც იმავე სახით უყურებდა, ამ დროს ცრემლი წამოუვიდა თორნიკე მისკენ მიიწია და მხარზე ხელი მოხვია.

-არაუშავს გაივლის ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი ცხოვრება! - თიკა თავს მხარზე ადებს და ცრემლებს იწმენდს.

-ალექსი ყოველთვის მინის ადამიანივით მექცევა ეშინია რომ არ დავუვარდე და არ გავტყდე მაგრამ... - გოგომ ტირილს უმატა - უკვე დიდი ხანია გავტყდი, ის ყოველთვის ჩემზე ზრუნავს არ უნდა რამე ცუდი დამემართოს ზოგჯერ ზედმეტიც მოსდის ჩვენ მარტო ერთმანეთი გვყავს მეც მეშინია რომ შეიძლება ოდესმე ერთმანეთის გარეშე დავრჩეთ, შეიძლება თითქმის ყველაფერზე მიბრაზდება რაზეც ნორმალური ადამიანი არ უნდა ბრაზდებოდეს მაგრამ... ვიცი რომ ვუყვარვარ! - ტირის გოგონა და თორნიკეს კისერში რგავს თავს.

-ამიკოც და ანანოც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანები არიან როგორც ძმა და და ისე მივიჩნევ, უბრალოდ ამიკო უფრო გახსნილია და მეტის საშუალებას მაძლევს ანანოო კიი ყველაზე საუკეეთესო ადამიანია ჩემს ცხოვრებაში! - ნელნელა ცრემლები უშრება - არვიცი ესენი რატომ მოგიყევი მაგრამ მადლობა რომ მომისმინე!

-ყოველთვის იმედი მქონდა რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდოდა მაგრამ იმედი მანამ მქონდა სანამ არ მივხვდი რომ იმედი საკმარისი სულაც არ იყო უფრო მეტი მჭირდებოდა და ნელ ნელა უკეთესობისკენ მივიწევ, არ ვიცოდი ცხოვრებაში რა მინდოდა, შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო მშობლები მყავს მაგრამ თითქმის ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ მათთან ჩემს პრობლემებზე არასდროს მისაუბრია შენც ერთადერთი ხარ ვისაც აამას ვუყვები, ბევრი პრობლემა მქონია და მექნება კიდეც ყველას ექნება შენც და სხვასაც მაგრამ არ უნდა დავნებდეთ მე როცა დახმარება მჭირდებოდა ყველაზე რთულ მომენტში არავინ არ მყავდა მარტო ვიყავი მაშინ როცა გარშემო უამრავი ადამიანი მყავდა, ასეა ჩვენს პრობლემებს ვერავინ ამჩნევს ამიტომ ძალები უნდა მოვიკრიბოთ და თავად შევძლოთ ყველა პრობლემის გადაჭრა და ამ პრობლემებს ჩვენი წაქცევის უფლება არ უნდა მივცეთ! - გოგო თავს უქნევდა ორივე ასე იჯდნენ ჩუმად და თითქოს ეს სიჩუმე საუბრობდა მათ მაგიერ თავიანთ ცხოვრებაზე.

Continue Reading

You'll Also Like

4.5K 209 13
แƒจแƒ”แƒกแƒแƒ•แƒแƒšแƒก แƒแƒ  แƒ“แƒแƒ•แƒฌแƒ”แƒ โค๏ธแƒฌแƒแƒ˜แƒ™แƒ˜แƒ—แƒฎแƒ”แƒ— แƒ“แƒ แƒ—แƒฃ แƒ›แƒแƒ’แƒ”แƒฌแƒแƒœแƒ”แƒ‘แƒแƒ— แƒแƒ–แƒ แƒ˜ แƒ’แƒแƒ›แƒ˜แƒ–แƒ˜แƒแƒ แƒ”แƒ—๐Ÿซถ๐Ÿป
209K 4.7K 69
imagines as taylor swift as your mom and travis kelce as your dad
4.9K 317 19
แƒšแƒ˜แƒกแƒ, แƒแƒ แƒ˜แƒก แƒ’แƒแƒ’แƒ แƒ แƒแƒ›แƒ”แƒšแƒกแƒแƒช แƒฃแƒงแƒ•แƒแƒ แƒก แƒ—แƒแƒ•แƒ˜แƒกแƒฃแƒคแƒšแƒ”แƒ‘แƒ, แƒ“แƒ แƒแƒ  แƒคแƒ˜แƒฅแƒ แƒแƒ‘แƒก แƒ›แƒฃแƒจแƒแƒแƒ‘แƒแƒ–แƒ”,แƒ›แƒ˜แƒงแƒ•แƒ แƒ‘แƒ แƒ“แƒ˜แƒœแƒ”แƒ‘แƒแƒก แƒ“แƒ แƒ’แƒแƒœแƒ˜แƒ แƒ แƒแƒ› แƒชแƒฎแƒแƒ•แƒ แƒ”แƒ‘แƒแƒก แƒ•แƒ”แƒ  แƒ’แƒแƒ”แƒฅแƒชแƒ”แƒ•แƒ,แƒ“แƒ แƒแƒ›แƒ˜แƒกแƒ—แƒ•แƒ˜แƒก แƒ‘แƒ แƒซแƒแƒšแƒ แƒกแƒ˜แƒกแƒฃแƒšแƒ”แƒšแƒ”แƒ“...
6.4K 382 12
แƒกแƒ แƒฃแƒšแƒแƒ“ แƒ“แƒ”แƒ•แƒก! แƒคแƒ˜แƒ™แƒ˜ แƒแƒ แƒ˜แƒก แƒ’แƒแƒ’แƒแƒœแƒแƒ–แƒ” แƒ แƒแƒ›แƒ”แƒšแƒ˜แƒช แƒ“แƒแƒ›แƒแƒ›แƒ—แƒแƒ•แƒ แƒ”แƒ‘แƒ”แƒš แƒ™แƒšแƒแƒกแƒจแƒ˜แƒ, แƒ”แƒ แƒ—แƒฎแƒ”แƒš แƒ›แƒแƒกแƒ—แƒแƒœ แƒ›แƒ˜แƒ•แƒ แƒ‘แƒ˜แƒญแƒ˜ แƒ แƒแƒ›แƒ”แƒšแƒ˜แƒช แƒžแƒแƒ”แƒ›แƒแƒœแƒ–แƒ” แƒ“แƒแƒžแƒแƒขแƒ˜แƒŸแƒ”แƒ‘แƒก,แƒ›แƒแƒ’แƒ แƒแƒ› แƒ’แƒแƒ’แƒแƒœแƒ แƒฃแƒแƒ แƒ–แƒ”แƒ, แƒ“แƒ แƒแƒ—แƒ แƒ’แƒแƒœแƒ›แƒแƒš...