2

188 11 4
                                    

დილით მე და ანანო ადრე ვიყავით უნივერსიტეტში დაბარებული, რადგან ლექციები 9 საათზე იწყებოდა, 5 საათი ერთ ლექციაზე ვიჯექით ტვინი გადამიბრუნდა კიდევ კარგი მეორე ლექტორი არ იყო თორემ სახლში მკვდარს მიმიყვანდნენ, გარეთ გამოვედით ჭიშკართან დავდექით თუ არა ეგრევე გამოჩნდა შავი მოტოციკლი, ბიჭი რომელსაც თავზე ჩაფხუტი ეხურა და შავი ტანსაცმელი ეცვა, მოშორებით გაჩერდა, გადმოვიდა მოტოდან ჩაფხუტი მოიძრო ის იყო თორნიკე თორნიკე იყო, ამაზე თვალები გადმოვკარკლე ანანოც გაკვირვებული მიყურებდა, ის კი ჩვენსკენ წამოვიდა.

-გამარჯობა თიკა როგორ ხარ? - მომიახლოვდა და გვერდზე დამიდგა.

-გამარჯობა, კარგად შენ?

-კარგად, როგორ მიდის საქმეები?-იკითხა და ცალი ხელით ბეტონის კედელს მიეყრდნო.

-ჩვეულებრივად - ვუთხარი და ანანოს გავხედე რომელსაც გაკვირვებული სახე ჰქონდა და თან ეღიმებოდა.

-გინდა სახლში წაგიყვან?

-არა იყოს მადლობა ანანოსთან ერთად მივდივარ! - ვუთხარი გვერდიდან კი ანანო მიბწკინავებდა.

-აა გამარჯობა მე თორნიკე ვარ! - მიესალმა და ხელი გაუწოდა!

-გამარჯობა, მე ანანო ვარ სასიამოვნოა! - ხელი ჩამოართვა და გაუღიმა.

-კარგი მე წავედი კარგად! - მოგვაძახა და ხელი დაგვიქნია.

ანანო კინაღამ კრუნჩხვებში ჩამივარდა რა სიმპატიურმა ბიჭმა გადაგარჩინა ბედია თიკაა ბედიიიო, ამაზე მეც სიცილი ავტეხე და ორივე გიჟებივით ვიცინოდით შემდეგ კი კაფეში წავედით, კაფედან კი სახლებში წავედით, საბედნიეროდ ის იდიოტი დანიელი ერთი კვირაა არ გამოჩენილა და იმედია არც გამოჩნდება, გზად ბიბლუსში გავიარე და წიგნები ვიყიდე, რომლებიც ძლივს მივიტანე სახლამდე, მთელი დღე წიგნების კითხვაში გავატარე საღამოს კი მე ამიკომ და ანანომ კონცერტზე წასვლა გადავწყვიტეთ.

ჩვენი სიყვარულის ისტორია!Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang