3

132 9 0
                                    

Author pov:

თიკა საავადმყოფოში წაიყვანეს, ანანო ტიროდა, ამიკო აქეთ იქით დადიოდა ალექსი კი კედელთან იყო ჩაცუცქული და ხელებში ქონდა თავი ჩარგული, ამ დროს იღება თიკას პალატის კარები და იქედან თეთრ ხალათიანი კაცი გამოდის, სამივე მასთან მირბის.

-როგორ არის? - ჰკითხა ამიკომ

-ახლა კარგად, დასვენება სჭირდება მოწევის ბრალია ფილტვებში ჰაერის უკმარისობა ჰქონდა ახლა ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ მეორედ სიგარეტს არ გაეკაროს თორემ ფატალურად დამთავრდება ყველაფერი, ჯანმრთელობას გისურვებთ! - თქვა ექიმმა და გაბრუნდა.

-მადლობა ექიმო! - მიაძახა ანანომ.

ალექსანდრე ისევ ძირს დაჯდა და ჩურჩული დაიწყო.

-ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია არ ვარ შესაფერისი ძმა ვერ მივხედე ვერ ვუპატრონე ახლაც აქ იმიტომ წევს ვერ მოვუფრთხილდი ერთადერთი მყავს და ისიც კინაღამ დავკარგე! - ჩურჩულებს თან თავში ხელებს ირტყამს, ანანო და ამიკო ერთმანეთს უყურებენ და ორივე ერთად მიდის მასთან.

-ალექსანდრე მისმინე - მას მიუჯდა ორივე - ზოგჯერ ასეთი რაღაცეებიც ხდება და ამას ვერაფერ მოვუხერხებთ, დამიჯერე შესანიშნავი ძმა ხარ ვალდებულებები გაგაჩნია მაგრამ მასაც უნდა გაუგო ხოლმე მისთვისაც ძნელია, შენი გვერდით დგომა სჭირდება და ასეც არის უბრალოდ ნუ ბოჭავ იმისგამო რომ წარსულში რაღაც საშინელება მოხდა! - უთხრა ამიკომ წამოიწია და ორივეს ჩაეხუტა მათაც მოხვიეს ერთმანეთს ხელები.

-იციით რაა შეიძლება ძმა არ მყავს მაგრამ თქვენ ხართ ჩემი ძმები! - თქვა ანანომ და ცრემლები გადმოსცვივდა ამიკომ და ალექსმა კი სიცილი ატეხეს ახლა კი ყველა ერთად იცინოდა.

-თქვენ რა ჩემ გარეშე იცინით? - მოესმათ გვერდიდან თიკას ხმა რომელიც მათკენ წავიდა.

-მეც ჩამეხუტეთ! - თქვა და ხელები გაშალა, სამივე წამოდგა და ერთმანეთს მჭიდროდ მიეკვრნენ.

ჩვენი სიყვარულის ისტორია!Onde as histórias ganham vida. Descobre agora